სანტექნიკოსმა ნიჟარაში მზესუმზირას ზეთის ჩასხმა მირჩია

ბინის მფლობელები უსიამოვნო სუნის პრობლემებს ხშირად აწყდებიან, როცა სახლს დიდი ხნით ტოვებენ, შვებულებაში ან მივლინებაში იმყოფებიან. მინი კვლევის ჩატარებით არკვევენ, რომ გულისამრევი სუნის მიზეზია ნიჟარა, აბაზანა ან უნიტაზი. სანტექნიკოსი გირჩევთ მზესუმზირას ზეთი გამოიყენოთ, რომ უსიამოვნო სუნი თავიდან აიცილოთ. Novate გიამბობთ, რა შეუმჩნეველი სარგებელი იმალება მზესუმზირას ზეთში.

მზესუმზირას ზეთის სარგებელი სანტექნიკისთვის

გიზიარებთ ერთ–ერთი მკითხველის პირად გამოცდილებას:„აგარაკზე ხშირად არ დავდივართ. თუ ზაფხულში დასვენების დღეებში ასვლას ვახერხებთ, რომ ქალაქგარეთ დრო გავატაროთ, ზამთარში ასეთი შესაძლებლობა არ გვაქვს. შედეგად, აგარაკს გაზაფხულზე ვსტუმრობთ, როცა ბოსტანში მუშაობა იწყება.ერთხელაც აგარაკზე მოვედით და მთელ სახლში უსიამოვნო სუნი ვიგრძენით. მაცივარი შევამოწმეთ, მაგრამ მიზეზი მასში არ იყო. როგორც წესი, მაცივარს ვთიშავთ და მთელი საჭმელი თან მიგვაქვს. ქმარი სწრაფად მიხვდა, რომ მიზეზი კანალიზაციაში იმალება. ნამდვილად, როცა ნიჟარას ყოველდღე იყენებთ, წყალი არ გუბდება და არაფერი ლპება. როცა სახლში არავინაა, მყრალი სუნი სწორედ მილში ლპობის გამო ჩნდება.

აგარაკზე დარჩენა და სანტექნიკოსის ლოდინი მოგვიწია. კანალიზაცია გაწმინდა და რჩევებიც არ დაიშურა. წასვლამდე გვირჩია, რომ ნიჟარის მილსა და უნიტაზში ზეთი ჩავასხათ. ზეთი ერთგვარ ფირს ქმნის, რომელიც უსიამოვნო სუნს მთელ სახლში გავრცელების საშუალებას არ აძლევს. იმ დღიდან ყოველთვის ასე ვაკეთებთ, როცა აგარაკს დიდი ხნით ვტოვებთ. დღემდე ამ სანტექნიკოსის მადლობელი ვართ!“

რამდენი ზეთი უნდა ჩაასხათ ნიჟარაში – თავდაპირველად, ზეთის ფიზიკური თვისებები გაიხსენეთ. ეს ჰიდროფობიური ნივთიერებაა, რომელიც წყალში არ იხსნება, არ ერევა და მისი ზედაპირიდან არ ორთქლდება. ასევე ზეთი წყალზე მსუბუქია. სწორედ ამიტომ, როცა ზეთი სიფონში ხვდება, წყლის საკეტის ზედაპირზე იშლება. ასე ერთგვარი საფარი წარმოიქმნება.

რომელი ზეთი გამოგადგებათ სანტექნიკისთვის? შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაზე იაფი ზეთი, მაგალითად, მზესუმზირას ზეთი. მილში დამცავი ფირის შესაქმნელად, 50-100 მლ ზეთის ჩასხმა საკმარისია.ასევე მზესუმზირას ზეთი საკანალიზაციო მილის შიდა ზედაპირს გაწმენდის შემდეგ ამუშავებს. თხელი ფენა მილის კედლებზე ჭუჭყის დაგროვებას ხელს უშლის.

რისკები და ფარული საფრთხე – ამ მეთოდთან დაკავშირებულ რისკებზეც უნდა გაგაფრთხილოთ. ძველ სახლებში (მათ შორის ხრუშჩოვის ბინებში) საკანალიზაციო სისტემა ძალიან ძველია. წყლის მილებზე ჟანგის და საჭმლის ნარჩენების ფხვიერი ნადები წარმოიქმნება, რომელიც შეიძლება ნიჟარის მილში მოხვდეს. თუ ასეთ ძველ მილში ზეთს ჩაასხამთ, სიტუაციას გაამწვავებთ. ზეთი გამაგრდება, ხოლო ნადები უფრო გაიზრდება.

როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში, რომ უსიამოვნო სუნი თავიდან ავიცილოთ? უნიტაზას სახურავი დაახურეთ, ნიჟარა სილიკონის ან პლასტმასის საცობით ან უბრალო ჩვრით დახურეთ. როცა ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სახლში დაბრუნდებით, უნიტაზში წყალი რამდენჯერმე ჩაასხით, შემდეგ სახურავი ახადეთ. იგივე ნიჟარის შემთხვევაში გაიმეორეთ: საცობი მოხსენით და წყალი ჩაასხით.

პროფილაქტიკა არ დაგავიწყდეთ. თუ დისპენსერი არ გაქვთ, ბადე გამოიყენეთ, რომ საჭმლის ნარჩენები ნიჟარის მილში არ მოხვდეს. ყავის ნადებთან ან ჩაის ჩენჩოსთან განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ. ჭურჭლის გარეცხვის შემდეგ მილები ცხელი წყლით ჩარეცხეთ, რომ ცხიმი გოფრზე არ დაგროვდეს და არ დაჭუჭყიანდეს. მილში ნადების მოსაშორებლად შეგიძლიათ სოდის და ძმრის ნარევი ჩაასხათ.

რა თქმა უნდა, მეთოდი მცენარეული ზეთით კარგია, მაგრამ ძველი საკანალიზაციო სისტემის მქონე სახლებში არ გამოგადგებათ. თუ მილები გამოცვლილი გაქვთ, შეგიძლიათ სცადოთ. თქვენ როგორ ებრძვით მილის უსიამოვნო სუნს?