ინტერიერის დეტალები, რომელთაც მხოლოდ ძველმოდური უგემოვნება შეიძლება უწოდოთ

როგორც ტანსაცმელს, ასევე ინტერიერის დიზაინსაც თავისი ტრენდები და ანტიტრენდები აქვს. თუ გარდერობი ახალ სეზონზე შეგიძლიათ განაახლოთ, ბინის რემონტს ყოველ 3 თვეში ვერ გამოცვლით. Novate გიამბობთ, რომელი ინტერიერის დეტალები გადავიდა მოდიდან უიმედოდ.

ინტერიერის ძველმოდური დეტალები

ერთი სტილის დივანი და სავარძელი – ადრე ერთ სტილში დივნის და სავარძლის შეძენა წარმატებულ გადაწყვეტილებად ითვლებოდა. ასე არა მხოლოდ ფულის დაზოგავთ, არამედ დარწმუნებული იქნებით: ავეჯი ერთმანეთს იდეალურად უხდება და სივრცეს ჰარმონიულად ავსებს. სხვათა შორის, საქმე მხოლოდ დივანს არ ეხება. ჩვენი მშობლები კედლის კარადას, სერვანტს, კომოდს და თაროებს ერთ ფერში ყიდულობდნენ. ახლა ასეთი დეტალები ინტერიერს მოსაწყენს ხდის. გირჩევთ პასტელური ფერის დივანი და ღია ყვითელი სავარძელი შეიძინოთ, რომელიც აქცენტური დეტალი გახდება.

ხის სამზარეულო – ადრე ხის ავეჯი ფუფუნების ნიშანი იყო, ამიტომ საბჭოური სამზარეულო ხშირად ხის ან ხის მსგავსი მასალისგან იყო დამზადებული. 2021 წელს მოდაშია ერთფერიანი სამზარეულოს კარადა. სამზარეულოს მოსაწყობად ნაწრთობი მინა, ქვის ან ლითონის ზოლები კედელზე, დეკორატიული თაბაშირი გამოიყენება.

ნაკლები სინათლე – ჩვენ, ყველა ბინაში გავიზარდეთ, სადაც სინათლის მთავარი წყარო ჭაღია. კედლებზე ბრა ფუფუნების ნიშნად ითვლებოდა. ახლა ხალხი ცდილობს საცხოვრებელი ზონა სხვადასხვა განათებით აღჭურვოს. ასე სინათლეს არა მხოლოდ კონკრეტული პრაქტიკული ფუნქცია აქვს, არამედ სახლში განწყობას ქმნის. თქვენ შეგიძლიათ სამზარეულოში სამუშაო ზონა გაანათოთ, მისაღებ ოთახში დიდი ტორშერი ან დერეფანში სარკის გარშემო პატარა სანათები დადგათ.

ლინოლეუმი – 90–იან წლებში რემონტის დროს ლინოლეუმით ყველაფერს ფარავდნენ. ეს ბიუჯეტური და საკმაოდ პრაქტიკული იატაკის საფარია. ახლა წარსულს უიმედოდ ჩაბარდა. ბინისთვის სჯობს იაფი ლამინატი აირჩიოთ და არა პოლივინილ ქლორიდის იმიტაცია.

შპალერსა და ფილებზე ბორდიური – ადრე კედელზე ფერადი ბორდიური დიზაინერული ჩანაფიქრის მწვერვალად ითვლებოდა. ასეთ ზონირებას შპალერსა და კერამიკულ ფილებზე იყენებდნენ. ინტერიერის ეს დეტალი დროა 90-იანებში დატოვოთ. ახლა სჯობს კედელი ერთ ფერში შეღებოთ ან უპრინტო შპალერი შეიძინოთ. ეს უფრო თანამედროვედ გამოიყურება და მარტივი მოსავლელია.

კარადა–კუპე – ბევრი თვლის, რომ თუ სახლისთვის კარადას შეიძენთ, აუცილებლად კუპე უნდა იყოს: თავსებადი და მოდური. ასეთი ვარიანტი ძალიან მოცულობითია, ოთახში მთელ სივრცეს იკავებს და სხვა ავეჯისთვის ადგილს არ ტოვებს. გარდა ამისა, კარადა–კუპეს ხშირად მინის ჩანართები ან ზოლები აქვს, რომლებიც მოდიდან დიდი ხანია გადავიდა.

ბარის დახლი – ჯერ კიდევ 10 წლის წინ სამზარეულოში ბარის დახლი განსაკუთრებულ ხიბლად ითვლებოდა. თითქოსდა მრავალფუნქციურია. ერთდროულად შეიძლება იყოს სასადილო მაგიდა და სამუშაო ზედაპირი. ახლა ბარის დახლი წარსულის გადმონაშთად ითვლება. სჯობს კლასიკურ სამზარეულოს უპირატესობა მიანიჭოთ.

მაქმანიანი ტიული – მაქმანიანი ტიული არის ის, რაც ჩვენს დედებს ინტერიერში ძალიან უყვართ. ტიული ზოლებით და ყვავილებით, ფარდები შესაკრავებით და ლამბერკენებით დავიწყებას მიეცა. ახლა მოდაშია ნატურალური მასალები, მაგალითად, სელი. ტიული სჯობს ერთ ფერში და ყოველგვარი პრინტის გარეშე შეიძინოთ.

გასაჭიმი ჭერი – ადრე გასაჭიმ ჭერს თითქმის ყველა ბინაში იყენებდნენ. ახლა დიზაინერები ამ ინტერიერის დეტალზე კატეგორიულ უარს ამბობენ. გასაჭიმი ჭერი დამთრგუნველ ეფექტს ქმნის, ხოლო მისი კონსტრუქცია პატარა ოთახში პრაქტიკული არაა.

ნიჟარის სუვენირები – ანტიტრენდების სიას უგემოვნო ნიჟარის სუვენირებით ვასრულებთ, რომელიც მგონი ყველას ჰქონდა. ეს საყვარელი ხარახურა სჯობს მოიშოროთ. ზღვის ვარსკვლავი და ნიჟარა სანაპიროზე დატოვეთ.

ინტერიერის დიზაინი ადგილზე არ დგას. ის, რაც 30 წლის წინ მოდური და პრაქტიკული ჩანდა, ახლა უიმედოდ მოძველდა. როგორ ფიქრობთ, ღირს თუ არა ბინა თქვენი გემოვნებით გააფორმოთ თუ სჯობს თანამედროვე ტენდენციები დაიცვათ?