მთელი ცხოვრება სახლის დალაგებაზე არ დახარჯოთ: 5 რამ, რაც შეგიძლიათ არ გააკეთოთ

ამერიკელი მკვლევარები დაინტერესდნენ, თუ რამდენ დროს ხარჯავს ქალი სახლის დალაგებაზე. აღმოჩნდა, რომ მთელი ცხოვრება ამაზე დაახლოებით 6 წელი იხარჯება. და ეს ამერიკელი ქალის შემთხვევაში! ქართველი ქალები სახლის დალაგებაზე გაცილებით მეტ დროს ხარჯავენ, ეს კვირაში საშუალოდ 5 საათი ანუ წელიწადში 250 საათია. წარმოიდგინეთ, ათ დღეზე მეტს სახლის მოწესრიგებაზე ვხარჯავთ! მსოფლიოში ქალები ამაზე 2 საათსა და 52 წუთს ხარჯავენ.Novate ერთი ქალის ექსპერიმენტს გიზიარებთ და გიამბობთ, რაზე შეგიძლიათ უარი თქვათ, რომ ნახევარი ცხოვრება დალაგებას არ დაუთმოთ, მაგრამ სახლიც მოწესრიგებული იყოს. აი, როგორი სია მივიღეთ.

ყოველდღე მთელ ბინაში იატაკის მოწმენდა – ამის ნაცვლად დალაგების დაყოფის მეთოდი გაცილებით მოსახერხებელია. ანუ დღეს სამზარეულოს ვალაგებთ, ხვალ – საძინებელს, ზეგ – სააბაზანოს. და არანაირი ფანატიზმი! როგორც აღმოჩნდა, მეთოდი საუკეთესოდ მუშაობს. მტვერი დაგროვებას ვერ ასწრებს (გარდა ამისა, როცა ჰაერის დამატენიანებელი მუშაობს, გაცილებით ნაკლები რჩება), ბინა სუფთად გამოიყურება, ბევრი დრო თავისუფლდება. ერთი ოთახის დალაგებას მაქსიმუმ 15-20 წუთი სჭირდება. რა თქმა უნდა, იმ პირობით, თუ ფანატიკოსი უსუფთაო არ ხართ.

ჭურჭლის გავლება, სანამ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში ჩადებთ – როგორც ჩანს, ჭურჭლის სარეცხ მანქანას ბოლომდე არ ვენდობოდი. როგორ შეძლებს უსულო მანქანა ჭურჭლის ისე კარგად გარეცხვას, როგორც დიასახლისის მოსიყვარულე ხელები! ეს დამიმტკიცა, როგორც კი თეფშები ისე ჩავდე, როგორიც იყო. მხოლოდ ქათმის ძვლებს ნაგავში ვყრიდი.უფრო მეტიც, ტაფის სახურავი ჭურჭლის სარეცხმა მანქანამ ისე გარეცხა, რომ შეხედვისას გული მეტკინა. ცხიმის კვალიც არ დატოვა იქ, სადაც კბილის ჯაგრისით ვერ ვაშორებდი. მოკლედ, ვნანობ იმ დროზე, რომელიც „გარეცხვამდე ჭურჭლის გავლებაზე“ დავხარჯე.

დღეში რამდენჯერმე შემოსავლელის გაწმენდა – ამინდი ისეთია, რომ ფეხსაცმელზე აკრული ბალახი და ჭუჭყი სახლში შემოდის და ახალმოწმენდილ შემოსასვლელსაც რკინიგზის მოსაცდელს ოთახს ამსგავსებს. ყველა შემოსულ ადამიანზე იატაკის მოწმენდის ძალა აღარ მაქვს. მაღაზიაში ორი დიდი რეზინის ხალიჩა ვიყიდე. ერთი გარეთ დავდე, მეორე – შიგნით. გარეთ ხალიჩას ზემოდან სველი ჩვარი დავაფინე. ახლა ფეხსაცმელს მასზე ვტოვებთ, ჭუჭყი არსად ვრცელდება. საკმარისია, დღეში ერთხელ ჩვარი გარეცხოთ, ხოლო ხალიჩები დაფერთხოთ ან მტვერსასრუტით მტვერი აიღოთ.

საყოფაცხოვრებო ქიმიის გამოყენება – არა სრულად, მაგრამ მისი გამოყენება ძლიერ შევზღუდე. ფილების გასაწმენდად მელამინის ღრუბელი საკმარისია. ჭუჭყის სახეობის უმეტესობას სოდის და ლიმონმჟავის ეშინია. ბევრ რჩევას იპოვით, როგორ გააკეთოთ საწმენდი საშუალება თავად. აღმოჩნდა, რომ ძვირადღირებული ფხვნილი, სითხე და გელი დიდად არ გვჭირდება. DIY საშუალების ჩამორეცხვა მარტივია – ჯერ სველი, შემდეგ მშრალი ჩვრით გაწმენდა საკმარისია. იატაკის მოსაწმენდად სჯობს წყალს ცოტა მარილი დაუმატოთ – ზოლებს არ ტოვებს, იატაკი პრიალებს. ბონუსი: არანაირი უცხო „ქიმიური“ სუნი, ალერგიის რისკი ნაკლებია, ხელები – მთელი, როგორ ოჯახის ბიუჯეტი.

ტაფის და ღუმელის ხელით გარეცხვა – მოუთმენლობა ჩემი ყველაზე დიდი მტერია. ყველაფრის სასწრაფოდ გახეხვა მჭირდება, თუნდაც ხელები დამისისხლიანდეს. აი, ბევრი მარტივი საწმენდი საშუალება ჩემი ჩარევის გარეშე ჭუჭყს შესანიშნავად უმკლავდება. უბრალოდ დრო სჭირდება. მაგალითად, ტაფას შეგიძლიათ წყალბადის ზეჟანგის და სოდის პასტა წაუსვათ, რამდენიმე საათით გააჩეროთ და შემდეგ უბრალოდ წყალი გაავლოთ. ნიჟარი თავისით გაიწმინდება, თუ ფოლგას დააფარებთ, ცხელ წყალს დაასხამთ და სარეცხ ფხვნილს ჩადებთ. ჩემთვის ეს ნამდვილი ჯადოქრობა იყო – ჩაის ვსვამ, ტელეფონზე ვსაუბრობ და სამზარეულო სისუფთავით ბრწყინავს!