პროდუქტები სამზარეულოში, რომელთა დიდხანს შენახვა არ შეიძლება

ყველა დიასახლისმა პროდუქტების შენახვის წესი ძალიან კარგად უნდა იცოდეს. იგივე, საკვების ვარგისობის ვადას ეხება. Novate გიამბობთ, რომელი პროდუქტების მარაგის დიდხანს შენახვა არ შეიძლება სამზარეულოში.

პროდუქტების შენახვის წესი

ყავა – ყავა მიეკუთვნება პროდუქტებს, რომელთაც ვარგისობის დიდი ვადა აქვთ. დიახ, არ გაფუჭდება და არ ამჟავდება, მაგრამ მარცვლეულის ან დაფქული ყავის გემოს თვისებები დროთა განმავლობაში გაუარესდება. თუ შეფუთვა გახსნილია, ყავა აუცილებლად შეიწოვს უცხო სუნებს, რომლითაც სამზარეულო ყოველთვის სავსეა. მხოლოდ იმდენი შეიძინეთ, რამდენიც რეგულარული მოხმარებისთვის გჭირდებათ.

ფქვილი – არასწორად შენახულმა ფქვილმა შეიძლება სითხე შეიწოვოს და ასე მასში შეიძლება პარაზიტები გაჩნდეს. ეს სახიფათოა, რადგან ცომეულში შეიძლება მოხვდეს. ამასთან, თუ სიტუაციას თვითნებაზე მიუშვებთ, პარაზიტები მთელ სამზარეულოში გავრცელდება. ფქვილის ვარგისობის ვადა – 3 თვე. თუ გრილ ადგილას (თუნდაც მაცივარში) შეინახავთ, შეგიძლიათ ვადა 6 თვემდე გაზარდოთ. ფქვილი ტომარაში ან ქაღალდის შეფუთვაში არ შეინახოთ. ამ მიზნით ჰერმეტული პლასტმასის კონტეინერი გამოიყენეთ.

სანელებლები – ბევრი დიასახლისი სანელებლებს სტრატეგიულად იმარაგებს. რატომ არ უნდა შეიძინოთ ბევრი არომატული სუნელი, თუ ხარჯი მცირეა. სწორი შენახვის პირობებშიც ისეთი სანელებლები, როგორიცაა დაფქული კოჭა, დარიჩინი, რეჰანი, მუსკატის კაკალი, არომატს და გაჯერებულ გემოს კარგავს. სწორედ ამიტომ, დაიმახსოვრეთ: დაფქული სანელებელი მაქსიმუმ 6 თვე შეინახეთ, მთელი სანელებელი – 2 წელი.

შაქარი – თუ შაქარს არასწორად ინახავთ, უსიამოვნო პრობლემებს შეეჯახებით. საქმე ეხება ბაღლინჯოს, ობს ან უსიამოვნო სუნს, რომელიც ძველ პროდუქტს ახასიათებს. შაქარი ჰერმეტულ პლასტმასის კონტეინერში შეინახეთ და აუცილებლად შენობის პირობებზე იზრუნეთ. მშრალი ადგილი შეარჩიეთ, სადაც ტემპერატურა 20-22 გრადუსია. თუ ამ პირობებში პროდუქტის შენახვის შესაძლებლობა არ გაქვთ, სჯობს შაქარი სამრეწველო მასშტაბით არ შეიძინოთ.

საფუარი – ნებისმიერი მცხობელის ან უბრალოდ საკონდიტრო ნაწარმის მოყვარულის საშინელი სიზმარი – საფუარის ცომი არ ამოვიდა. მიზეზი შეიძლება საფუარის ვარგისობის ვადის გასვლაში იყოს. შეფუთვა შეგიძლიათ მაქსიმუმ 4 თვე შეინახოთ, თუნდაც მაცივარში. გირჩევთ, საფუარის შეფუთვაზე წარმოების თარიღი შეამოწმოთ, სანამ ცომს დაუმატებთ.

ხორცი, თევზი და ფრინველი – ბევრი დიასახლისი დარწმუნებულია, რომ ხორცი შეუძლია აქციით იყიდოს და შემდეგ უბრალოდ საყინულეში მარაგისთვის შეინახოს. გაფრთხილებთ: ხანგრძლივი გაყინვის შემდეგ ხორცის მომზადება და ჭამა სახიფათოა. პირველ რიგში, ხორცი მშრალი ხდება, მეორეც, გემოთი განსხვავდება. თუ ამან არ შეგაჩერათ, პროდუქტის შენახვის წესი მაინც დაიცავით. ხორცი ულუფებად დაყავით და ჰერმენტულ პაკეტებში გადაანაწილეთ.

ზეთი–სუვენირი – ალბათ, საყვარელი ბოთლი ზეთით თქვენთვისაც უჩუქებიათ. ასეთი საჩუქარი–სუვენირი ძალიან პოპულარულია. დახურულ ზეთსაც თავისი ვარგისობის ვადა აქვს და მხოლოდ 3 წელია. ზეთი დროზე ადრე რომ არ გაფუჭდეს, ჟანგბადთან კონტაქტს აარიდეთ. ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებებიც უკუჩვენებულია. სწორედ ამიტომ, ნაჩუქარი ზეთის გახსნამდე დარწმუნდით რომ მწარე არ გახდა. უცნობია, რამდენ ხანს ინახებოდა, სანამ თქვენს ხელში მოხვდა.

გახსნილი სოუსები – ბევრი ადამიანის მაცივრის კარი სხვადასხვა სოუსებით გადავსებულია. აქ შეხვდებით სხვადასხვა კეტჩუპს, არაჟნის სოუსს და ჩილეს, ასევე მაიონეზს, მდოგვს და ბევრ სხვას. ამ შემთხვევაში კანონზომიერება მუშაობს: თუ პროდუქტი გახსნილია, გამოდის ვარგისობის ვადა მცირდება. სწორედ ამიტომ, გირჩევთ მაცივარში რევიზია ჩაატაროთ და ძველი სოუსები სინანულის გარეშე მოიშოროთ, რომ მოწამვლა თავიდან აიცილოთ.

პროდუქტების შენახვის წესი საკმაოდ მარტივია, მაგრამ სხვადასხვა პროდუქტის ვარგისობის ვადაც უნდა იცოდეთ. საკითხის მიმართ გულგრილობა არ გამოიჩინოთ, რადგან ამაზე თქვენი ოჯახის ჯანმრთელობაა დამოკიდებული.