ბოსტანი ფანჯრის რაფაზე: როგორ გავზარდოთ მწვანილი, ბოსტნეული და ანანასიც კი

ფანჯრის რაფა შეიძლება კარგი კვალი გახდეს. მასზე არა მხოლოდ მწვანილი, ყვავილი და ჭიქაში ბალახი, არამედ სრულყოფილი ბოსტნეული შეგიძლიათ გაზარდოთ. Novate გიამბობთ, რომელი მცენარეები გაზარდოთ ფანჯრის რაფაზე შინაურული ბოსტნის მისაღებად.

კიტრი და პომიდორი – „ბინის“ კიტრი–პომიდვრით დაიწყეთ. სწრაფად იზრდება, უპრეტენზიოა, ნაყოფიც რამდენიმე თვეში გამოჩნდება. მთავარია, თვითმტვრევადი ჰიბრიდული და ჯუჯა ჯიშები შეარჩიოთ, რომლებიც ჩრდილს კარგად იტანენ. სპეციალისტები სპეციალურად ოთახის პირობებში გასაზრდელად გამოყვანილ ჯიშებს გირჩევენ. ზოგიერთ მათგანზე პირდაპირ მითითებულია: ოთახის.კიტრებს შორის რეკომენდებულია „მარინდა F1”, „ონეჟსკი F1”, „მაშა F1“, „კონი F1“, „ლეგენდა F1“. პომიდვრიდან სჯობს აირჩიოთ „აივნის სასწაული“, „ოთახის სიურპრიზი“, „ალიასკა“, „ბეტა“, „ბონსაი“, „კანადის სიახლე“, „მინიბელი“, „ბონსაი მიკრო F1“, „პინოქიო“, „ჩერი პიგმეი“.კიტრი–პომიდორი რეგულარულად მორწყეთ, მიწის გამოშრობა არ დაუშვათ. მოემზადეთ, რომ ტოტებს შეიძლება საყრდენზე დახვევა დასჭირდეს, ამიტომ მისთვის საუკეთესო ადგილია ფანჯრის რაფა, სადაც კარნიზზე თოკის დამაგრებას შეძლებთ.

ანანასი – თუ ეგზოტიკა გსურთ და არა ბანალური კიტრი, ანანასი გაზარდეთ. დიახ, დიახ, ნამდვილი ანანასი! მწიფე ანანასი შეიძინეთ და მწვანე ნაწილი ფოთლებიანად ფრთხილად მოაშორეთ. უბრალოდ ხილის თავი მარჯვნივ ან მარცხნივ მოატრიალეთ და მოაძრეთ. ფოთლები წყალში ერთი კვირით ჩადეთ, რომ ფესვები გამოჩნდეს. შემდეგ ქოთანში, მიწაში ჩარგეთ.ანანასი უპრეტენზიოა და ხშირი მორწყვა არ სჭირდება. მთავარია, მზიან მხარეს დადოთ. მართალია, სწრაფ მოსავალს არ უნდა ელოდოთ. პირველი ნაყოფი მხოლოდ 2-3 წლის შემდეგ გამოჩნდება.

კოჭა – ძვირადღირებული კოჭა, რომელსაც ახლა ოქროს ფასი აქვს, შეგიძლიათ გაზაფხულზე დარგოთ და მალე მდიდარი მოსავალი მიიღოთ. კოჭა ამოსული ფესვებით იპოვეთ და თბილ წყალში რამდენიმე საათით ჩაალბეთ, რომ აღმონაცენები გააღვიძოთ. ახლა ფხვიერი მიწით სავსე ყუთი მოამზადეთ, მასში კოჭა ვერტიკალურად ჩადეთ. ძალიან ღრმად არ ჩადოთ. კოჭა კარტოფილის მსგავსად მრავლდება. ბევრი სითხე არ უყვარს, ამიტომ პერიოდულად დანამეთ. კოჭის ქოთანი შეგიძლიათ აივანზე გაიტანოთ. უკვე რამდენიმე კვირაში ახალი ფოთლები გამოჩნდება. ახალი კოჭა შეგიძლიათ შემოდგომაზე ამოთხაროთ. ამ მეთოდით შეგიძლიათ გაზარდოთ კურკუმა – მისი ტოტები უბრალოდ შეუდარებელია და უნაზესი არომატი აქვს.

ლობიო, წიწაკა და ჰიბისკუსი – ლობიო სახლისთვის იდეალური მცენარეა, ძალიან უპრეტენზიოა. მთავარია, სწორი ადგილი შეურჩიოთ, რადგან მცოცავია და დახვევა დასჭირდება. თავდაპირველად, ლობიოს თესლი სუსტ მარგანცოვკის ხსნარში ჩაალბეთ, რომ პათოგენები გაანადგუროთ. ამის შემდეგ მოგრძო ქოთანში ჩარგეთ.აივნისთვის შაქრიანი ან სატაცურის ლობიო აირჩიეთ: „კარამელი“ „კარაქის მეფე“, „საქსა 615“. ასეთი სახეობა პარკს უკვე ერთ თვეში იღებს, თან საკმაოდ ამტანია.სახლში შეგიძლიათ ცხარე და ბულგარული წიწაკის სხვადასხვა სახეობა დარგოთ. ასე არა მხოლოდ პირს ჩაიტკბარუნებთ, არამედ ბუჩქის სილამაზით დატკბებით, რადგან ძალიან დეკორატიულია! მაღაზიაში ნებისმიერი წიწაკა შეიძინეთ, თესლი მოაშორეთ, დარგვამდე გამოაშრეთ. ასევე შეგიძლიათ უბრალო თესლი პაკეტში შეიძინოთ. წიწაკის ფესვები საკმაოდ დიდია, ამიტომ მოგრძო ქოთანი დაგჭირდებათ.გარდა ამისა, აივანზე შეგიძლიათ მდიდრული ჰიბისკუსი გაზარდოთ და მთელი წელი არომატული ჩაით უზრუნველყოფილი იყოთ. ჰიბისკუსის ყვავილი შეგიძლიათ გაახმოთ და ცხელი წყალი დაასხათ, რომ საყვარელი ჩაი კარკადე მიიღოთ.

სხვათა შორის კიდევ რა შეგიძლიათ დარგოთ სახლში, რომ სწრაფად გაიზარდოს? სახლში კურკიდან, მაგალითად, ავოკადოს გაზრდა სცადეთ. ეგზოტიკურ ხეს სახლის პირობებში ნაყოფის მოცემა შეუძლია, თუ დიდ კასრში და მუდმივად მზეზე მოათავსებთ. სწრაფი საქმე არაა, სამაგიეროდ, თქვენი შრომის ნაყოფით იამაყებთ. ასევე კურკიდან შეგიძლიათ ლიმონი ან ბროწეულის ხე გაზარდოთ.