7 ახალი დიზაინი პატარა სამზარეულოსთვის, რომელიც ჯერ მოსაბეზრებელი არ გახდა

სამზარეულოს ინტერიერის ბოლო ტრენდები გვახარებს თავისი სიმარტივით, უნივერსალურობით და ბევრი მშვიდი, ძირითადი მიმართულებით, რომლებიც ნებისმიერ სამზარეულოში ჰარმონიულად გამოიყურება. Novate გთავაზობთ ყველაზე აქტუალურ და ახალ იდეებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოსაბეზრებელი არ გახდა და ასობით სამზარეულოში დასახლდა.

1. ეკომინიმალიზმი

დიზაინერები ამბობენ, რომ დამკვეთებს სულ უფრო იშვიათად სურთ სამზარეულო ჰაიტექის სტილში პრიალა ცივი მასალებით, ლოფტის სტილის აგურის და ბეტონის კედლები, რომანტიული პროვანსი. კლასიკაზე მოთხოვნაც შემცირდა, რომელიც თითქმის მთლიანდ ფუნქციონალიზმმა ჩაანაცვლა. ყველაზე პოპულარულ მიმართულებად ეკომინიმალიზმი ითვლება, რომელიც 2 აქტუალური ინტერიერის მიმართულების სიმბიოზს წარმოადგენს – მინიმალიზმი და ეკოსტილი. იდეალურია არა მხოლოდ დიდი, არამედ პატარა სამზარეულოსთვის, რადგან სივრცეს ყველაფერ ზედმეტს აშორებს და თბილი აქცენტებით საინტერესო და ორიგინალურ გარემოს ქმნის. ამ მიზნით იდეალურია ხე, დაწნული ნაწარმი და ნატურალური ტექსტილი.რთული ფორმის მინიმალიზმი მოთხოვნადია. როცა საქმე ამ მიმართულებს ეხება, სტერილურ, ასკეტურ გარემოს არ ვგულისხმობთ, არამედ უჩვეულო კონსტრუქციებს, დიაგონალებს და გეომეტრიას, რომელიც უნაკლოდ და საინტერესოდ გამოიყურება.შენიშვნა: თუ ინტერიერის გაფორმებას მინიმალისტურ სტილში გადაწყვეტთ, რამდენიმე ბრჭყვიალა დეტალის დამატება არ დაგავიწყდეთ. თავშეკავებულ მონოქრომულ სამზარეულოში ასეთი აქცენტები შეიძლება იყოს კაშკაშა ყვავილი, უჩვეულო დეკორი ან ორიგინალური ჭურჭელი.

2. ზედა კარადაზე უარის თქმა

თუ სამზარეულოს ზომები საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ ვაბანკზე წახვიდეთ და ზედა კარადაზე უარი თქვათ. მის ნაცვლად ღია თაროები გამოიყენეთ. ღია შენახვის სისტემა პატარა სამზარეულოში სივრცეს ათავისუფლებს. გახსოვდეთ, რომ ასეთ თაროებზე განლაგებული ნივთები სწრაფად მტვრიანდება და ცხიმიანდება.იდეალური ვარიანტი: სამზარეულოს ჭურჭელი სხვა ადგილებში (თუ გაქვთ) შეინახეთ, ხოლო ღია თაროებსა და სტელაჟზე ლამაზი ჭურჭელი დატოვეთ, რომელიც ინტერიერის აქცენტური დეტალი გახდება, ან კერძის მზადებისთვის საჭირო წვრილმანები მოათავსეთ.ერთდონიან სამზარეულოსთან ერთად „უსახელურო“ ფასადები წარმოუდგენლად პოპულარული გახდა. სახელურები მხოლოდ კლასიკურ ინტერიერში დარჩა, აი, თანამედროვე სამზარეულოში ყველა შესაძლო ფარულ ვარიანტებს და სახელურ–პროფილებს უპირატესობას ანიჭებენ. ეს ლაკონური, აქტუალური და ძალიან მოსახერხებელია, დამატებით ინტერიერი უფრო მსუბუქად და ჰაეროვნად გამოიყურება, ხოლო სივრცე – თავისუფლად.

3. კუნძული ბარის დახლის ნაცვლად

ერთ დროს მაღალი ბარის დახლი ულტრამოდურად ითვლებოდა. მისი არსებობა მაღალ სტატუსსა და კარგ გემოვნებაზე საუბრობდა. ახლა ასეთი კონსტრუქციის დაყენებას იშვიათად ითხოვენ. ბარის დახლი კუნძულმა და ნახევარ კუნძულმა ჩაანაცვლა. რა თქმა უნდა, ასეთი დიზაინერული გადაწყვეტილება ყველა სამზარეულოსთვის აქტუალური არაა, მაგალითად 5 მ² ფართობში მას ვერ ჩართავთ. თუ სასადილო ზონის, სამზარეულოს და მისაღების გაერთიანებას გეგმავთ, ექსპერიმენტი ჩაატარეთ და ბარის დახლი კუნძულით ჩაანაცვლეთ. მისთვის სამზარეულოს ნაწილიდან ზუსტად 90 სმ დაგჭირდებათ.დილით ფინჯანი ყავისთვის და საღამოს მეგობრებთან ერთად ღვინის დასალევად იდეალური ადგილია. კუნძული შესანიშნავი სამუშაო ზედაპირია და ბავშვებიანი ოჯახები მასზე კულინარიულ მასტერკლასს ხშირად აწყობენ. თუ წინასწარ საინჟინრო ქსელების ჩაშენებაზე დაფიქრდებით, კუნძულზე ჩაშენებულ ქურას ან მეორე ნიჟარას დააყენებთ.

4. ერთი მასალის წინსაფარი და სამუშაო ზედაპირი

სამზარეულოს ინტერიერში ერთი და იმავე მასალის წინსაფრის და სამუშაო ზედაპირის გამოყენება ახალი ტრენდია. ასე ერთიანი სამუშაო სივრცის შექმნა და საერთო კონცეფციის ხაზგასმა შეიძლება.

მასალების რამდენიმე ვარიანტი:

  • ნატურალური ან ხელოვნური ქვა. ლამაზი და კეთილშობილი მასალა, რომელიც გამძლეობით და გამოყენების კარგი თვისებებით გამოირჩევა. თუ ნატურალური ქვა ძალიან ძვირია, ყურადღება ხელოვნურ ქვაზე გაამახვილეთ – თანამედროვე ვარიანტებს ბუნებრივი ქვისგან პრაქტიკულად ვერ გაარჩევთ, მაგრამ უფრო სასიამოვნო ფასი აქვს.
  • წყალგამძლე ლდსპ და მდფ ფილები. ხელმისაწვდომი და პრაქტიკული ვარიანტი, რომელიც ადვილად მონტაჟდება და მრავალფეროვანი დიზაინერული გადაწყვეტილებით გამოირჩევა. დაგების სიმარტივე საშუალებას გაძლევთ საჭიროების შემთხვევაში ფილები მარტივად გამოცვალოთ. თუ რამდენიმე წელიწადში ინტერიერის განახლებას, ახალი სამუშაო ზედაპირის და სხვა ფერის წინსაფრის დაგებას დაგეგმავთ, არ გაგიჭირდებათ.
  • კაფელი. ამ მასალას იატაკზე, კედელზე და სამზარეულოს წინსაფარში მიჩვეული ვართ. აი, ვარიანტი, როცა წინსაფარი სამუშაო ზედაპირზე ჰარმონიულად გადადის, ცოტა უცხოა. მოსაპირკეთებლად დიდი კაფელი გამოიყენეთ, მაგალითად, 10×10. მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ლამაზი და ორიგინალური პანო შეგიძლიათ დააგოთ. ასევე შეგიძლიათ არასტანდარტული ფორმის კაფელი შეარჩიოთ. ამ შემთხვევაში ინტერიერს მოდურ აქცენტს შემატებთ, რომელიც სამზარეულოს ხიბლი გახდება.

5. ყრუ ფასადები

შემინული ფასადები ძალიან ელეგანტური და მიმზიდველია, რის გამოც კლასიკურ ინტერიერში ხშირად იყენებენ. მას ერთი არსებითი მინუსი აქვს: კარგად უნდა მოიფიქროთ, თუ რას შეინახავთ კარადის შიგნით, რადგან ვიზუალური ხმაურის გამო შეიძლება სამზარეულო დააუშნოვოთ და მთელი ძალისხმევა წყალში ჩაყაროთ.თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ გამჭვირვალე მინის კარის მიღმა მუდმივად წესრიგი იქნება, ასეთ ფასადზე უარი თქვით. იგივე დაბურულ მინას ეხება. ასეთი ვიტრინები მხოლოდ იმ სამზარეულოში გამოგადგებათ, სადაც სათავსოები საკმარისია და ლამაზი დეკორატიული აქცენტის შესაძლებლობა გაქვთ.

6. თეთრი ინტერიერი გრაფიკული აქცენტებით

სანამ დიზაინერები ღიად აცხადებენ, რომ ქათქათა სამზარეულოს ავეჯი მალე მოდის კვარცხლბეკიდან გაქრება და ადგილს რთულ შეფერილობას დაუთმობს, სახლის მფლობელები ინტერიერში მის გამოყენებას აგრძელებენ, ოღონდ მცირე ცვლილებით. მშვენივრად აცნობიერებენ, რომ მდუღარე თეთრმა შეიძლება ოთახს სასტიკი ხუმრობა გაუწიოს, ინტერიერი ბრტყელი და მოცულობის გარეშე დატოვოს, ამიტომ გარემოს მუქ გრაფიკულ აქცენტებს მატებენ, რომელიც ყურადღებას იზიდავს.

7. კარადა და თაროები ფანჯრის ღიობის გარშემო

ასეთი დიზაინერული გადაწყვეტილება პატარა სამზარეულოს მფლობელებს მოეწონებათ, სადაც შესანახი ადგილი საკმარისი არასდროსაა. ფანჯრის ღიობის გარშემო სამზარეულოს კარადის მოწყობა კარგი იდეაა, თუ სხვადასხვა ნივთების შესანახად დამატებითი სათავსოს მიღებას ცდილობთ. თუ ოთახი ფართოა და დიდი ზომის კარადა არ გჭირდებათ, ფანჯრის გარშემო მხოლოდ ღია თაროებით შემოიფარგლეთ. მასზე ლამაზი ჭურჭელი შესანახად ან მოგზაურობიდან ჩამოტანილი ორიგინალური ჭურჭელი დადეთ და სამზარეულო ახალი ფერებით ათამაშდება.