ღამე კარტოფილში ან როგორ გადაიქცა ბუტაფორიული ბოსტნეული სასტუმროდ აშშ–ში

რას არ იგონებენ თანამედროვე სასტუმროს მფლობელები სტუმრების მოსაზიდად. ზოგი ჩამოწერილ თვითმფრინავს სასტუმროს ოთახებად აკეთებს, ზოგი კასრებს საჭირო პირობებით უზრუნველყოფს. აი, საზრიანმა ამერიკელმა ქალმა გიგანტური კარტოფილის ფორმის სარეკლამო ბუტაფორია ეგზოტიკურ მინი სასტუმროდ გადააკეთა, სადაც კომფორტულად დასვენება და სოფლური ცხოვრებით ტკბობა შეიძლება.აშშ–ს შტატში აიდაჰოში (Idaho) ეგზოტიკური სასტუმრო გამოჩნდა, რომელიც მხოლოდ ერთი ოთახისგან შედგება, მაგრამ არასტანდარტული დასვენების მოყვარულებს აოცებს. ამას რეალური მიზეზი აქვს, რადგან მსოფლიოში სხვაგან ვერსად შეძლებთ, რომ გიგანტური ზომის კარტოფილში ღამე გაატაროთ. რა თქმა უნდა, ეს ნამდვილი ბოსტნეული არაა, არამედ სარეკლამო ბუტაფორია, რომელმაც 7 წლის განმავლობაში არა მხოლოდ მთელი შტატი, არამედ ნახევარი ქვეყანა მოიარა.

Novate–ს ინფორმაციით, ყველაფერი 10 წელზე მეტი ხნის წინ დაიწყო. სწორედ ამ პერიოდში აიდაჰო ყველა შტატში კარტოფილის მოსავლით ლიდერი გახდა. მიღწევებით შთაგონებულმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კარტოფილი რეგიონის სიმბოლო გამხდარიყო. Idaho Potato Commission–ის ასოციაციასთან ერთად ორიგინალური სარეკლამო აქცია მოაწყვეს. ადგილობრივმა ხელოსნებმა მასშტაბური კარტოფილის მულაჟი გააკეთეს, რომლის სიგრძე 8,5 მ, ხოლო დიამეტრი საშუალოდ 3,55 მ იყო. 6 ტონა გემრიელი ბოსტნეული სატვირთო ავტომობილზე დადეს და მთელ ქვეყანაში დაატარებდნენ, რითაც ყველას ყურადღებას იქცევდნენ. სარეკლამო კამპანია თითქმის 8 წელი გაგრძელდა, მაგრამ ტაქტიკის შეცვლის დრო მოვიდა და ბუტაფორიული ძირნაყოფის მოგზაურობა შეწყდა.

საინტერესო ფაქტი: ბოლო 2 წელი კრისტი ვულფი (Kristie Wolfe) სარეკლამო აქციაში აქტიურად მონაწილეობდა და გიგანტურ ბოსტნეულთან ერთად მთელ ქვეყანაში მოგზაურობდა, სხვადასხვა ღონისძიებებს და მსურველთათვის ფოტოსესიებს აწყობდა. სწორედ მაშინ დაებადა იდეა, რომ ბუტაფორია უჩვეულო დასვენების მოყვარულთათვის ნამდვილ სასტუმროს ნომრად გადაეკეთებინა. მას შემდეგ, რაც მოგზაურობის შეწყვეტა გადაწყვიტეს, გოგონამ თავისი იდეა აქციის ორგანიზატორებს გაუზიარა. მათ გეგმა მოიწონეს და ცარიელ მინდორზე სამხრეთ ბოისკენ მიმავალი ერთ–ერთ მთავარი ავტომაგისტრალის გასწვრივ სასტუმროს სადგომი ადგილი გამოუყვეს.კრეატიულ გოგონას, რომელიც ეგზოტიკური სივრცის გარდაქმნით და აღჭურვით პირველად არ იყო დაკავებული, ბევრი შრომა მოუწია, რომ ძირნაყოფი საცხოვრებლად ვარგისი გამხდარიყო. კარტოფილის გარსი ფოლადისგან იყო დამზადებული, შიგნით კი, ცარიელი იყო, ამიტომ თბო და ხმის იზოლაციისთვის მისი რამდენიმე ნაწილად დაყოფა რთული არ იყო. ამის გარეშე საცხოვრებლის მოწყობა არ გამოვიდოდა. საქმეს სპეციალისტების გუნდი შეუდგა. ელემენტები ადგილობრივ ქარხანაში აწარმოეს და მინდორზე ბეტონით დააფიქსირეს.

ენთუზიასტმა სხვა საქმე თავად შეასრულა. თავდაპირველად, ტიხრები გააკეთა, რომლებიც შემოსასვლელს და სუფრის მოწყობილობების, ნივთების, წიგნების შესანახ ნიშას და ნიჟარას ყოფს. ასევე საკომუნიკაციო არხები, მათ შორის ელექტროსადენები, კანალიზაცია და წყლის მილები გაიყვანეს. ამის შემდეგ გოგონამ ოჯახთან ერთად (მოხალისე დამხმარეები) კედლის მოპირკეთება დაიწყო, რომ ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მცენარის რბილობის მიმზიდველი სტრუქტურა შეექმნა.

შემოქმედებითი პროცესის დროს გადაწყვიტეს ღია თაროებით ნიშის შექმნა სტუმრების ნივთების შესანახად და დეკორატიული ელემენტების განსათავსებლად. ნატურალური ხის მასალისგან იატაკის საფარი დააგეს.

ძირითადი მოსაპირკეთებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ მხოლოდ სასტუმრო სახლის Bid Idaho Potato Hotel–ის მოწყობა რჩებოდათ. მას სასტუმრო ეწოდება, მაგრამ მხოლოდ ერთი ნომრისგან შედგება, რომლის ფართობი 30 მ²–ს არ აჭარბებს.კარტოფილის ბოლოში საძინებელი კუთხე მოაწყვეს, სადაც მოთავსდა დიდი საწოლი, რამდენიმე ნიშა და ჭაღი, ნამდვილი ირმის რქებისგან დამზადებული. ბოლო შტრიხი გახდა ბეწვის ხალიჩა, რომელიც მთელი ინტერიერის ყველაზე ნათელი ელემენტია.

სასტუმროს ზონა ძირნაყოფის ნომრის ცენტრში მდებარეობს, რომლის ზომები ორი რბილი სავარძლის, ჟურნალის მაგიდის, რბილი პუფის და პატარა ღია სტელაჟის დადგმის საშუალებას იძლევა.ნომერი კარტოფილის ფორმას იმეორებს, ამიტომ მასში ფანჯრები გათვალისწინებული არაა. მათ ცვლის ორიგინალური ჭაღები და ჩაშენებული სანათები. აი, კომფორტულ ტემპერატურას სპეციალური კონდიცირების სისტემა უზრუნველყოფს.

თავად ნომერში სააბაზანო ოთახი არაა, სტუმრებს ცილინდრულ კოშკში გასეირნება მოუწევთ, სადაც დახვდებათ სველი წერტილი, საშხაპე კაბინა და აბაზანა–ქვაბი შეშის ბუხრის მოპირდაპირედ. სტუმრებს შეუძლიათ კარგად გათბენ, თბილ წყალში დაისვენონ, თან ამის გაკეთება შეყვარებულებს ერთად შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ მინი სასტუმროში სამზარეულოს ადგილი გათვალისწინებული არაა, ასე რომ მშრალი რაციონით დაკმაყოფილება ან უახლოეს კაფეში წასვლა მოუწევთ. სტუმრებს ტელევიზორის ყურების შესაძლებლობაც არ აქვთ და მთელი დღე გაჯეტით ხელშიც ვერ გაატარებენ, რადგან ვაი–ფაი არაა. სამაგიეროდ, შეგიძლიათ სრულად მოდუნდეთ, ქაოსისგან, ინფორმაციული ტექნოლოგიებისგან დაისვენოთ და სოფლური ცხოვრებით მაქსიმალურად დატკბეთ. ამას ხელს უწყობს ღია ცის ქვეშ დასასვენებელი ზონა და მომხიბვლელი დოლი, რომელიც სტუმრების და მოგზაურების რჩეული ძალიან მალე გახდა.

შენიშვნა: ნომერი შეგიძლიათ Airbnb-დან იქირავოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ Big Idaho Potato Hotel პოპულარული დასასვენებელი ადგილი ძალიან სწრაფად გახდა. ამ მიზეზით ნომრის წინასწარ დაჯავშნა მოგიწევთ. ერთი ღამის ფასი 80-დან 200 დოლარამდე მერყეობს, რაც სეზონსა და დღეების რაოდენობაზეა დამოკიდებული.