ხრიკი, როგორ არ დაანაგვიანოთ კანალიზაცია სამშენებლო ნარევით რემონტის დროს

წარმოიდგინეთ: შესანიშნავი რემონტი გაგიკეთეს, ბინა ახალი კაფელით და აბრეშუმისებრი შპალერით ანათებს, მაგრამ, ამავდროულად ნიჟარაში მილი რატომღაც „ვიწროა“, ხოლო უნიტაზში წყალი გუბდება. ეს ახალმოსახლეობის შთაბეჭდილებას ცოტა აფუჭებს. რა არის ცუდი ჩარეცხვის მიზეზი? პასუხი მარტივია: მშენებლები მუშაობის დროს ინსტრუმენტებს და ვედროს რეცხავდნენ, ხოლო წყალი დარჩენილი სამშენებლო ნარევით, ცემენტით, ფითხით და შპალერის წებოთი პირდაპირ უნიტაზში ან ნიჟარაში ჩაღვარეს. რა გიკვირთ? მათ ხომ ფულს არ უმატებენ, რომ წყალი ქუჩაში გადაღვარონ! აი, შედეგიც! ასეთი რამ რომ არ მოხდეს, რემონტის დროს სპეციალური ნიჟარა სალექარით მოაწყვეთ. Novate გასწავლით, როგორ გააკეთოთ.

როგორ მუშაობს ნიჟარა – ამ მოწყობილობის მუშაობის პრინციპი მარტივია. ნიჟარა წყლის რეზერვუარის როლს ასრულებს, რომლის ზედა ნაწილში სანიაღვრე მილი არსებობს. რეზერვუარის ავსებისას მძიმე ნაწილები (ქვიშა, სამშენებლო ნარევის ნარჩენები) ძირში ილექება, ხოლო წყალი ზედმეტი მინარევის გარეშე კანალიზაციაში იღვრება. სამუშაო დღის ბოლოს მხოლოდ წყლის გადაღვრა მოგიწევთ, ხოლო ტაშტის ძირში დარჩენილი სამშენებლო ნარევი პოლიეთილენის ტომარაში გადაიტანეთ და გადააგდეთ. ამრიგად, თქვენს კანალიზაციაში არაფერი ზედმეტი არ მოხვდება, გამართულად იმუშავებს და სანტექნიკოსების სერიოზულ ჩარევას არ მოითხოვს.

როგორ გავაკეთოთ ნიჟარა–სალექარი – მოსამზადებლად დაგჭირდებათ 100 ლ მოცულობის მართკუთხა სამშენებლო ტაშტი, უმარტივესი გოფრირებული სიფონი და ცოტა ჰერმეტიკი. ტაშტის ზედა ნაწილი გახვრიტეთ და სიფონი დააყენეთ. ჰერმეტიკი წაუსვით, რომ არ გაჟონოს. ტაშტი სადგამზე დადგით, რომ მისი გამოყენება მოსახერხებელი იყოს, სიფონი კანალიზაციაში ჩადეთ და მზადაა! ამრიგად, რემონტი ან მშენებლობა (რეკონსტრუქცია/გადაკეთება, რომელიც ბევრ „ჭუჭყიან“ მუშაობას მოითხოვს) ზედმეტი ექსცესების გარეშე ჩაივლის.