ბუნებრივი მასალები ინტერიერში: როგორ აარჩიოთ და არ ინანოთ თქვენი გადაწყვეტილება

ადრე ბუნებრივი მასალები მხოლოდ მოდის ხარკად აღიქმებოდა. ახლა უფრო გადაუდებელი მოთხოვნილებაა, რადგან მეგაპოლისებში მაცხოვრებლებს ბუნებასთან წვდომა ხშირად არ აქვთ. Novate გიამბობთ, როგორ ჩართოთ მსგავსი მასალები ინტერიერში სწორად, რომ მისი პრაქტიკულობა არ შეამციროთ.

რჩევა 1: ინტერიერი არ გადატვირთოთ

წლების წინ, როცა დიზაინერები ბინებს კლასიკურ სტილში აფორმებდნენ, ბუნებრივ მასალებზე აქცენტს არ აკეთებდნენ – პირიქით, რთულ ფორმებს, ამოკვეთილ დეტალებს და პომპეზურ გარეგნობას გულმოდგინედ ნიღბავდნენ. თანამედროვე ინტერიერში აბსოლუტურად საპირისპირო სიტუაციაა – იგივე ხე, ბეტონი, ლითონი, ბამბა უნდა გამოიყოს და ყურადღებას იზიდავდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზღვარი შეინარჩუნოთ და სივრცე არ გადატვირთოთ.

რჩევა 2: ხე დეტალებში გამოიყენეთ

ხატოვანი ხის მასალა იატაკის იდეალური საფარია. უთანასწორო, დაჩრდილული, კვანძებიანი, ჭრელი – ეს ყველაფერი საინტერესო აქცენტი ხდება, თუმცა ადრე ბიუჯეტის ნაკლებობის ნიშნად ითვლებოდა.ხის ფიცარი გარემოს ჰარმონიულად რომ შეერწყას და ინტერიერში გამოიკვეთოს, სწორი ფონი შეურჩიეთ. მაგალითად, ღია ფერში შეღებილი კედელი. თუ თბილი ფერის ხეს იყენებთ, კრემისფერ ზედაპირზე უარი თქვით, რადგან იატაკი კედელთან გაერთიანდება. ეს სივრცის ვიზუალურად გასაზრდელად კარგია, მაგრამ კონკრეტულად თქვენი მიზნისთვის ცუდია – მნიშვნელოვანია, რომ ხე კედელთან კონტრასტული იყოს და ამით ყურადღებას იზიდავდეს.ბუნებრივი მასალა კედლის გაფორმებაში მშვენივრად გამოიყურება. ყველაფერს ხელი არ ახლოთ, ერთი აქცენტური ზედაპირი საკმარისია. ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი, რომელიც ინტერიერის სტილის მიუხედავად ყოველთვის მშვენივრად გამოიყურება – გლუვი პანელები ლამაზი ხის ტექსტურით. კედელზე შეგიძლიათ პარკეტის ფიცარი გააკრათ.

რჩევა 3: ნატურალური ქვა გამოიყენეთ

დიახ, ძვირია, მაგრამ წარმოუდგენლად ლამაზი და ხარისხიანია, ასე ვთქვათ, საუკუნოვანი. ბინის გაფორმებისას გაითვალისწინეთ, რომ ქვა ცივი მასალაა, ამიტომ მისი გამოყენების სფერო თქვენი ბინის მახასიათებლებზეა დამოკიდებული. მაგალითად, სამხრეთ მხარეს ინტერიერში მარმარილო ან ფიქალი შეგიძლიათ იატაკის ხის საფარის ნაცვლად გამოიყენოთ – ასე ცხელ კლიმატში სასურველ სიგრილეს მიიღებთ. ჩრდილოეთ მხარეს, სადაც ქვის გარეშეც ცივა, ნატურალური მასალა ლოკალურად გამოიყენეთ. მაგალითად, მარმარილოთი მთელი კედელი გამოყავით. თვალწარმტაცი ტექსტურა ერთფერიან ფონზე ძალიან მომგებიანად გამოიყურება.სააბაზანო ოთახის და სამზარეულოს ინტერიერში რბილი ფიქალი კარგად ჯდება. მას ორი დიდი პლიუსი აქვს. პირველ რიგში, მასალას საინტერესო და ლამაზი ტექსტურა აქვს, მეორეც, მონტაჟისას ადვილად მუშავდება. თუ არჩევანს მარმარილოზე აკეთებთ, მუქი მასალა გამოიყენეთ: თეთრი დროთა განმავლობაში თავის პირვანდელ ფერს კარგავს და უფრო იაფფასიანი ხდება.

რჩევა 4: სწორი ოთახები შეარჩიეთ

ბუნებრივი მასალის გამძლეობა და პრაქტიკულობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ოთახში იყენებთ. მაგალითად, მასიური დაფა დერეფანში დროთა განმავლობაში ცვდება. თუ მას საძინებლის ან მისაღები ოთახის მოსაპირკეთებლად გამოიყენებთ, სადაც ფეხსაცმლით სიარული მიღებულია, მასალა წლები გემსახურებათ.საინჟინრო და პარკეტის დაფა უფრო სტაბილურ მასალად ითვლება, რადგან სხვადასხვა სახის ხისგან არის შეწებილი. პარკეტის დაფას ძალიან თხელი სასარგებლო ფენა აქვს, ამიტომ ერთ რესტავრაციას გაუძლებს, მეორეს – უკვე ვეღარ. საინჟინრო დაფა უფრო სქელია.ყურადღება მიაქციეთ: ნატურალური ქვა შეგიძლიათ თანამედროვე მეთოდებით დაამუშავოთ. მაგალითად, თეთრი მარმარილო შეგიძლიათ სპეციალური ლაქით დაფაროთ, ასე ყავის და ღვინის კვალიც არ დარჩება. ისინი, როგორც ცნობილია, ძლიერი მღებავი პიგმენტებია და მათი ლაქების მოშორება ძალიან რთულია.

რჩევა 5: ბუნებრივი მასალის ავეჯი

კარადა გლუვი ფასადით, ზედმეტი დეტალების გარეშე, შესაძლოა სახელურის გარეშე, უფრო დიდხანს გემსახურებათ. შეგიძლიათ გამოიყენოთ მდფ ან მასიური ხე. ორივე გამოყენებაში კარგად ვლინდება. ჩაშენებული ავეჯისთვის სჯობს მდფ–ს ჩარჩო გამოიყენოთ. მასიური ხის გამოყენებისას არსებობს მცირე ხვრელების გაჩენის ალბათობა, რომელიც სამზარეულოს ინტერიერს ნამდვილად არ დაამშვენებს.სამუშაო ზედაპირისთვის ხე იდეალური მასალაა. მთავარია, რომ ინტერიერი დეტალებით არ გადატვირთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მონადირის სახლს დაემსგავსება. ასეთი მაგიდა ხიბლი, ნეიტრალური ინტერიერის მოდური დეტალი უნდა გახდეს.

რჩევა 6: ნატურალური ქსოვილები

სამწუხაროდ, მთლიანად ნატურალური ქსოვილები მიმზიდველი გარეგნობის მიუხედავად არაპრაქტიკულობის გამო ინტერიერს ცუდად შეეფერება. განსაკუთრებული მოვლა სჭირდება (მხოლოდ მშრალი წმენდა) და შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. ოპტიმალური ვარიანტია ნახევრად ნატურალური მასალები – ნატურალურ სილამაზეს ინარჩუნებენ და უფრო პრაქტიკულია.

რჩევა 7: ადგილობრივი მწარმოებლები შეარჩიეთ

არსებობს სტერეოტიპი, რომ ბუნებრივი მასალები წარმოუდგენლად ძვირია და ხელფასიდან თანხა მთელი წელი უნდა დაზოგოთ, რომ ინტერიერის გასაფორმებლად შეიძინოთ. სინამდვილეში, ცოტა გაზვიადებულია. მაგალითად, ქართული წარმოების ბუნებრივი მასალები ხელოვნურ ევროპულ მასალაზე ბევრად იაფია. მაგალითად, კვადრატული მეტრი ბუნებრივი ფიქალის ფილები დაახლოებით 130 ლარი ღირს, ხოლო ხარისხიანი საინჟინრო და პარკეტის ფიცრების ფასი 100 ლარიდან იწყება. ავეჯის გასაფორმებლად და კარკასისთვის სჯობს დამუშავებული მდფ გამოიყენოთ – ეს ფასის და ხარისხის იდეალური ბალანსია.

რჩევა 8: ცოცხალი მცენარეები

ეკოსტილი, რომელშიც ბუნებრივი მასალები გამოიყენება, ყვავილების გარეშე რთული წარმოსადგენია. ცოცხალი მცენარეები ბინას მყუდროებას და სიცოცხლეს მატებს. თუ მცენარეების მოვლის, გადარგვის, გამოკვების და მორწყვის დრო არ გაქვთ, ხელოვნური მცენარეები შეარჩიეთ. ახლა იმდენად ხარისხიან ხელოვნურ ყვავილებს აკეთებენ, რომ დეტალური დათვალიერების გარეშე ნამდვილისგან ვერ გაარჩევთ.ბინისთვის შეგიძლიათ უპრეტენზიო ოთახის მცენარეები შეარჩიოთ, რომელთაც კვირაში ერთხელ მორწყვა სჭირდებათ. მაგალითად, ქლოროფიტუმი, რომელიც ჰაერს შესანიშნავად წმენდს, ცუდად განათებულ შენობაში თავს კარგად გრძნობს და მორწყვის გარეშე დიდხანს ძლებს. ინტერიერს შეგიძლიათ შემატოთ სუკულენტები, რომელიც იგივე კაქტუსია. მას 1–2 თვე მორწყვა არ სჭირდება, ამისთვის მადლობასაც გეტყვით. და მაინც, ფოთლებს დააკვირდით, თუ შემცირდა და დანაოჭდა, დროა მორწყათ.