საბჭოელი დიასახლისების ხრიკები ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად. ჩაინიშნეთ

ქალებს, რომელთაც სსრკ–ს ეპოქაში დიასახლისობა უწევდათ, თანამედროვე კომფორტი არც ესიზმრებოდათ. ამის მიუხედავად, სახლში სისუფთავის და წესრიგის შენარჩუნებას ახერხებდნენ. ისინი თავის დაძვრენას ახერხებდნენ და რთულ სიტუაციაშიც გამოსავალს პოულობდნენ. Novate საბჭოელი დიასახლისების რამდენიმე ხრიკს გიზიარებთ.

1. ხორცსაკეპი მანქანის დანის გალესვა

ადრე ქალები ხორცსაკეპ მანქანაში გამხმარ პურს ატარებდნენ. ამას საფანელის მისაღებად აკეთებდნენ. ხმელი პურის გატარების შემდეგ ხორცსაკეპი მანქანის ბლაგვი დანა ბასრდებოდა.

2. გაზქურის გაწმენდა

სამზარეულოს გაზქურას მშრალი მდოგვის და სოდის ნატურალური ნარევი კარგად წმენდდა. მიღებულ ფაფას ჭუჭყიან ზედაპირს უსვამდნენ. 1 საათში სველი ჩვრით აშორებდნენ. ლაქის ან ცხიმის მოსაშორებლად ზედაპირს მარილს აყრიდნენ, შემდეგ ქაღალდით ამშრალებდნენ.

3. ნეილონის კოლგოტის რესტავრაცია – საზრიანი დიასახლისები ნეილონის კოლგოტზე წასულ თვლებს ღია ფერის თმით კემსავდნენ. ძაფისგან განსხვავებით სრულიად შეუმჩნეველი იყო. ასე ქალები ერთ კოლგოტს თვეობით იცვამდნენ. სხვათა შორის, ამ გარდერობის ნივთის კერვის სპეციალურ ტექნოლოგიას იყენებდნენ. კერვა მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, ნეილონს ნათურაზე ჭიმავდნენ. ასე ყველა ისრის და ნახვრეტის გაკერვას ახერხებდნენ.

4. ბლოკირების მოშორება

საბჭოელი დიასახლისები ამ პრობლემას თავისებურად უმკლავდებოდნენ. ნიჟარაში 1 ჭიქა სოდას ყრიდნენ და 9%–იან სუფრის ძმარს ასხამდნენ და იმწამსვე ჩვრით ხურავდნენ. არ დაუშვათ, რომ ქაფი ზემოთ ამოვიდეს. 10 წუთში ნიჟარაში სრულ ჩაიდან ცხელ წყალს ასხამდნენ. ამ მარტივი და ეკონომიური მეთოდით ნიჟარაში გაჭედილ მილს ებრძოდნენ.

5. სამკაულის გაწმენდა

ბევრი ნივთის დეფიციტის მიუხედავად ქალები სამკაულებს ატარებედნენ. მათ მოსავლელად ხელმისაწვდომ საშუალებებს, მაგალითად, კბილის ჯაგრისს და ლიმონის წვენს იყენებდნენ. ამრიგად, სამკაულს ძველებურ ბზინვარებას და სილამაზეს უბრუნებდნენ.

6. ფეხსაცმლის გაწელვა

ჩექმის გასაწელად ასეთ ხრიკს მიმართავდნენ: თითოეულში წყლით სავსე პარკს დებდნენ და შემდეგ ფეხსაცმელს სითხიანად საყინულეში ინახავდნენ. საოცარია, მაგრამ მეთოდი „მუშაობდა“ და ჩექმა 1 ზომით იზრდებოდა.

7. კავების ფორმირება

საბჭოელი დიასახლისები ცდილობდნენ, რომ არ გადაეგდოთ ნივთები, რომელთათვის „მეორე სიცოცხლის“ მიცემა შეიძლებოდა. მაგალითად, კბილის ჯაგრისები სანაგვე ყუთში დიდხანს არ ხვდებოდა. მათ ჩართულ ქურაზე მანამ ათბობდნენ, სანამ არ მოიხრებოდა. ამის შემდეგ კავებს აკეთებდნენ და სააბაზანოში პირსახოცის საკიდად იყენებდნენ.

8. ხახვის შენახვა

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი ხრიკი დღემდე აქტუალურია. მაგალითად, ბევრი დიასახლისი ხახვს დღესაც ნეილონის კოლგოტში ინახავს და კიდებს. ამასთან, ყოველი ხახვის ჩადების შემდეგ კოლგოტი უნდა გაკვანძოთ. ასე ბოსტნეული რამდენიმე თვე ინახება.

9. ნეილონი ყოველდღიურობაში

ნეილონის კოლგოტი, რომელიც „რემონტს“ აღარ ექვემდებარება, სხვადასხვა საოჯახო საქმეში აქტიურად გამოიყენებოდა. მაგალითად, ნეილონით დივნის პატარა ბალიშებს ავსებდნენ. ნეილონის ნაწარმს ხის გასაპრიალებლად და ფეხსაცმლის გასაწმენდად იყენებდნენ. კოლგოტი ხაჭოს გასაწურად „ფილტრი“ იყო. დიასახლისები ნეილონს ცომის საგორავს აცმევდნენ, რომ ცომი არ მიკვროდა. სარემონტო სამუშაოების დროს ნეილონის კოლგოტში კირს წურავდნენ, რომ ხსნარში გოროხები არ ყოფილიყო.

10. პირშუშხის გახეხვა

სსრკ–ს პერიოდში თითქმის ყველა დიასახლისი კონსერვებს იმარაგებდა. დაკონსერვებული ხილი და ბოსტნეული კულინარიის უცვლელი ნაწილი იყო. ბევრი მწნილის შენახვის პერიოდში პირშუშხით ხრიკს იყენებდნენ. მის გასახეხად ხორცსაკეპი მანქანის საცმს პარკს აცმავდნენ. ასე პირშუშხას მძაფრი სუნი მთელ სამზარეულოში არ ვრცელდებოდა.

11. სუფთა თეთრეულისთვის სასიამოვნო არომატის მინიჭება

თანამედროვე დიასახლისები თეთრეულის კონდიციონერის ფართო არჩევანით განებივრებულნი არიან. საკმარისია, ერთ–ერთი სურნელოვანი არომატი აირჩიონ. ადრე თეთრეულის კონდიციონერს თავად ამზადებდნენ. ბეწვიან ხელთათმანს რამდენიმე წვეთ ეთერზეთს ასხამდნენ და სარეცხ მანქანას უმატებდნენ (იმ დროს ნახევრად ავტომატური). აღსანიშნავია, რომ ამ ხრიკის გამოყენების შემდეგ ხალხის შეფასებები დადებითია.

12. ტანსაცმლიდან ცხიმის ლაქების მოშორება

ყველა ქსოვილის გათეთრება ან მანქანაში გარეცხვა არ შეიძლებოდა. როცა საქმე დელიკატური ქსოვილიდან ცხიმის ლაქის მოშორებას ეხებოდა, საბჭოელი დიასახლისები მშრალი მდოგვის და წყლის ნარევს იყენებდნენ. 1 ჭიქა მდოგვს ფაფის მიღებამდე წყალში აზავებდნენ, რომელსაც მარლის ფენაში ხეხავდნენ და შემდეგ თბილ წყალში აზავებდნენ. ამ ხსნარში ტანსაცმელს 2 საათით ალბობდნენ.ეს მეთოდები ჩვენს ყურადღებას იმსახურებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ოჯახს შეზღუდული ბიუჯეტი აქვს.