6 შეცდომა, რომელსაც სააბაზანო ოთახის დამოუკიდებლად გარემონტებისას ხშირად უშვებენ

გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად სააბაზანო ოთახის რემონტი მარტივი ამოცანა არაა. თითქმის ყველაფერში შეიძლება შეცდომა დაუშვათ, დაწყებული გათვლებით, სათავსოს ორგანიზებით და დამთავრებული ტექნიკური უსაფრთხოებით. Novate გიამბობთ, რა შეცდომებს უშვებენ ბინის მფლობელები სველი წერტილის დამოუკიდებლად გარემონტების დროს.

შეცდომა 1: წყლისგან დაცვის უგულებელყოფა

ერთი შეხედვით, ელემენტარულია, მაგრამ ბევრს ავიწყდება. სააბაზანო ოთახში წყალგაუმატარი ელექტროობის გაკეთება აუცილებელია. ეს არა მხოლოდ როზეტს, არამედ განათების დეტალებს ეხება. წყალთან კონტაქტისას მოკლე ჩართვა მოსალოდნელია. ტრეკის განათების სისტემა შეგიძლიათ სამზარეულოში ან მისაღებ ოთახში გამოიყენოთ, თუმცა სველი წერტილისთვის შეუფერებელია. როცა როზეტებს და განათებას შეარჩევთ, ყურადღება წყლისგან დაცვის ხარისხს მიაქციეთ, რომელიც IP მაჩვენებლით აღინიშნება. მინიმალური მაჩვენებელია IP44.

შეცდომა 2: დახურული დგარი კომუნიკაციებით

ხშირად ისე ხდება, რომ კანალიზაცია და მილები მშენებლების მიერ წინასწარ განსაზღვრულ ნიშაში მდებარეობს მრიცხველებთან ერთად. თუმცა მილები შეიძლება უბრალოდ კუთხეში მოთავსებული იყოს და დამალვას ითხოვდეს. მფლობელებმა შეიძლება მოსახსნელი ეკრანის ნაცვლად სივრცე ფილებით დაფარონ და მილებთან წვდომა დაბლოკონ. ამის გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება: თუ მოულოდნელად შეკეთება ან კომუნიკაციის გამოცვლა დაგჭირდებათ, ყველა ტიხრის დაშლა მოგიწევთ. შედეგად, ძვირაღირებული რემონტის ნაწილი ნულზე დავა. ოპტიმალური გადაწყვეტილება: მილები ტიხრით ან კარით დაფარეთ, რომელსაც შემოწმების დროს მარტივად დაშლით.პატარა სააბაზანო ოთახში ნიჟარას ტუმბოთი აბაზანის გვერდით დგამენ, რითაც სიფონთან წვდომას ზღუდავენ. ადრე თუ გვიან შეიძლება დაბინძურდეს და უმტკივნეულო წვდომა აუცილებელი გახდება. ჰიდრომასაჟურ აბაზანაში ლუქის დაყენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მასში ძრავია, რომელსაც დროული შემოწმება სჭირდება. სწორედ ამიტომ რემონტის დაწყებამდე სანტექნიკოსთან ან სხვა სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ, რომ გაიგოთ, რომელი კომუნიკაციების დახურვა არ შეიძლება.

შეცდომა 3: ფულის დაზოგვის მცდელობა

დიზაინერებმა, ასევე რემონტის სპეციალისტებმა კარგად იციან, თუ რომელი მწარმოებლის ნდობა შეიძლება. ამ მასალებთან მუდმივად მუშაობენ, ამიტომ საჭირო ნივთის არჩევისას ეჭვი აღარ ეპარებათ. თუ რემონტს დამოუკიდებლად აკეთებთ, ალბათ, პირველ რიგში, მოსაპირკეთებელი მასალების და სანტექნიკის ფასს აკვირდებით.არ გედავებით, ფასიც მნიშვნელოვანია და ზოგიერთ ნივთს მაღალი ხარისხის მიუხედავად უბრალოდ ვერ შეიძენთ. თუმცა ყველაზე იაფფასიანი ნივთის შეძენა ნიშნავს, რომ უახლოესი რამდენიმე წელი თავის ტკივილი უზრუნველყოფილი გექნებათ. ნიჟარა დეფექტით, საშხაპე კაბინა, რომელიც მუდმივად ტყდება, დაზიანებული სანიაღვრე ავზი, მასთან შეუთავსებელი სანიაღვრე პანელები – ეს ყველაფერი ბევრ საზრუნავს მოგიტანთ როგორც დალაგების, ასევე გამოყენების კუთხით.სააბაზანო ოთახში სანტექნიკა მთავარია, ამიტომ მის შერჩევას განსაკუთრებული სიფრთხილით და ყურადღებით უნდა მიუდგეთ. სპეციალისტთან კონსულტანცია გაიარეთ, მიმოხილვები წაიკითხეთ და შემდეგ გადაწყვიტეთ, თუ რაზე შეჩერდეთ.

შეცდომა 4: სანტექნიკის და ავეჯის შერჩევა „თვალით“

მნიშვნელოვანია, რომ სანტექნიკა მხოლოდ დაგეგმვის და აზომვების შემდეგ შეიძინოთ. თვალით შეძენისას შეიძლება ისეთი სიტუაცია შეიქმნას, როცა უნიტაზი დააყენეთ და შემდეგ ხვდებით, რომ მუხლები კედელს ედება. სხვათა შორის, ეს თითქმის ყველა საბჭოურ ბინაში კლასიკური შეცდომაა. საბედნიეროდ, კომფორტული სანტექნიკის დაყენების ფართო არჩევანი გვაქვს. მაგალითად, მომცრო მოდელი შეიძინეთ. კომპაქტური არა მხოლოდ სარეცხი მანქანა, არამედ უნიტაზი, ნიჟარა, საშხაპე კაბინა შეიძლება იყოს. დრო სპეციფიკაციას და შერჩეული მოდელის დამონტაჟების საკითხებს დაუთმეთ.მეორე მომენტი გაზომებს უკავშირდება. დიზაინერები გირჩევენ, რომ გაზომები სრულ მოპირკეთებულ ზედაპირზე გააკეთოთ, სანამ სანტექნიკას დაამონტაჟებთ. ასე დასაკიდ სანტექნიკას თქვენთვის მოსახერხებელ სიმაღლეზე დააყენებთ. თავიდან აიცილებთ სიტუაციებს, როცა ფილების და წებოს საერთო სისქის გამო სანტექნიკა ზუსტად ერთი სანტიმეტრით არ ეტევა. დარწმუნდით, რომ შერჩეული სანტექნიკისთვის საკმარისი თავისუფალი ადგილი გაქვთ, ამის შემდეგ შეგიძლიათ შეიძინოთ.კარგი ალტერნატივა: სანტექნიკა და ავეჯი, რომელიც კედლების სისქეზე დამოკიდებული არაა, რადგან მას არ ედგმება. მაგალითად, უნიტაზი შეგიძლიათ სხვადასხვა მხარეს მიაბრუნოთ, რომ ადგილი ნამდვილად გეყოთ. ჩაშენებული კუთხის ავზით ადგილს დაზოგავთ.

რაც შეეხება ავეჯს, ამ კუთხით კარადის და ტუმბოს გაღების მექანიზმზე წინასწარ დაფიქრდით, რომ გაღებისას ინტერიერის სხვა ნივთებს არ შეეხოს. თუ მანძილი საკმარისი არაა, კარი ნიჟარას ან უნიტაზს მიერტყმება. ამის თავიდან ასაცილებლად, ავეჯის შეკვეთისას „სიკეთეები“ გაითვალისწინეთ.ყურადღება მიაქციეთ: თუ გსურთ ნიჟარის და უნიტაზის ადგილების შეცვლა ან საშხაპე კაბინის ნაცვლად ჯაკუზის დაყენება, ეს საქმე უნდა შეათანხმოთ, თუნდაც გადაკეთების კატეგორიაში არ შედიოდეს.

შეცდომა 5: პირსახოცის საშრობის დემონტაჟი

უეშმაკო სახელის მიუხედავად, ამ მოწყობილობას უფრო მეტი ფუნქცია აქვს, ვიდრე პირსახოცის გაშრობა. სველი წერტილის გათბობა და ოთახის ობისგან დაცვა უფრო მნიშვნელოვანია. მისი აღება არ შეიძლება, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში სააბაზანო ოთახში მუდმივად მაღალი ტენიანობა იქნება. ახლით ჩაანაცვლეთ ან ნებისმიერ კედელზე გადაიტანეთ, რომელიც მეზობელთან საერთო არაა. შეძენილი მოდელი ძველზე დიდი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მეზობლის მილები გაცივდება და მათი მხრიდან საჩივრები მოსალოდნელია. ყურადღება მიაქციეთ, რომ კანონი წყლის პირსახოცის საშრობის ნაცვლად ელექტრული ვარიანტის დაყენებას არ კრძალავს. ის უფრო ესთეტიკურია, თუმცა დენის ხარჯი საგრძნობლად მოიმატებს.

შეცდომა 6: სათავსოს არ ქონა

მოსახერხებელი სანტექნიკა კარგია, მაგრამ სააბაზანო ოთახში სხვა რამეც უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, სათავსო, რომელიც დიზაინთან რბოლაში ხშირად ავიწყდებათ. შედეგად, სააბაზანოს მოწყობილობები ქაოსურად მიმოფანტულია, ხოლო ყველა სახის კრემი, კოსმეტიკა, ბამბის დისკი, თმის დასავარცხნი მოწყობილობები პირდაპირ ნიჟარაზე დევს.წესრიგის დასამყარებლად დაგეგმვის ეტაპზე თქვენი მოთხოვნილებები კარგად გაანალიზეთ და დაფიქრდით, თუ რამდენი კარადა, ტუმბო და თარო გჭირდებათ მათ დასაკმაყოფილებლად. იდეალური წესრიგის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიზუალური ხმაური არ იქნება. გამოდის, რომ ნივთების უმეტესობა უცხო თვალისგან დაფარული უნდა იყოს.