ბიძაშვილმა ხის სახლი და აბანო ააშენა, ხის გასაჟღენთი საშუალებაც თავად მოამზადა

ხის ავეჯზე ვგიჟდები და ხის სახლი საერთოდ ოცნებაა. ჩემმა გარე ბიძაშვილმა, ალექსანდრემ ასეთი სახლი ააშენა. ლამაზი, ეკოლოგიური, ნათელი, მთლიანად ხის ძელებით, მის გვერდით ხის აბანო ააშენა. ყველაფერს თავად აკეთებდა, ხის გასაჟღენთი საშუალებაც თავისი ხელით გააკეთა. სხვათა შორის, რეცეპტი ბაბუასგან, ასე ვთქვათ, მემკვიდრეობით მივიღეთ.Novate გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ხის გასაჟღენთი საშუალება დამოუკიდებლად სახლის პირობებში. დროში გამოცდილი რეცეპტი!

ხის გასაჟღენთი საშუალება საკუთარი ხელით – ხე ლამაზად გამოიყურება. მას გინდათ უყუროთ და ყნოსოთ კიდეც. დიახ, დიახ, ხისგან დამზადებული სახლი სხვანაირად სუნთქავს! თუმცა ხეს დიდი მინუსი აქვს: დროთა განმავლობაში გარემოს ზემოქმედებით იშლება. მაგალითად, ტენიანობის და ჟანგბადის გამო. ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალური საშუალებით უნდა გაჟღინთოთ.გასაჟღენთი საშუალება შეგიძლიათ მაღაზიაში შეიძინოთ ან თავად გააკეთოთ. მეორე ვარიანტის უპირატესობა ისაა, რომ ფულის დაზოგვას შეძლებთ და თან უფრო ნატურალურ ანუ თქვენი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ნარევს გააკეთებთ!

გთავაზობთ ფუტკრის ცვილზე, სელის ზეთსა და კანიფოლზე დაფუძნებულ გასაჟღენთ საშუალებას. სიტყვაზე, სელის ზეთი – ცივი დაწურვის საკვები ზეთი. ფუტკრის ცვილი – ნამდვილად საუკეთესო საშუალება ხის ბოჭკოების დასაკავშირებლად და აბრეშუმისებრი ბზინვარების მისანიჭებლად.ფიჭვის ფისის ექსტრაქტის მიღებისას სკიპიდარის გამოხდა ხდება, ასე სუფთა და ღირებული ფისი რჩება. ეს ჩვენი კანიფოლია. სხვათა შორის, კანიფოლის დიდი უპირატესობა გლიცერინთან ერთად მომზადებისას კიდევ უფრო ძლიერდება. შედეგად, ატმოსფერული ზემოქმედების მიმართ გამძლე და მაღალი ელასტიურობის მქონე ფისი გამოვა.

ზოგიერთი მცოდნე გვირჩევს, რომ სკიპიდარი დავამატოთ, ხოლო დასრესილი კანიფოლი სპირტში გავხსნათ.

დაგჭირდებათ:

  • 1 ლ სელის ზეთი
  • 100 გრ ცვილი
  • ფიჭვის კანიფოლი

მოქმედების ეტაპები:

  1. სელის ზეთი ძველ ქვაბში ჩაასხით. წყლის ორთქლზე ან სუსტ ცეცხლზე გააცხელეთ. მუდმივად აურიეთ.
  2. ცვილი დანით პატარა ნაჭრებად დააქუცმაცეთ.
  3. ცვილის ნაჭრები არც თუ ისე ცხელ სელის ზეთს ქვაბში დაუმატეთ.
  4. ნარევს რამდენიმე ნაჭერი ფიჭვის კანიფოლი დაუმატეთ.
  5. ნარევი ცვილით და კანიფოლით სუსტ ცეცხლზე ცვილის გახსნამდე აცხელეთ. ყურადღება მიაქციეთ, რომ კანიფოლი არ გადნეს.
  6. ესეც ასე, ხსნარი მზადაა. ახლა შეგიძლიათ ხის მასალას წაუსვათ.

ადრე მსგავსი ნარევით ხის დაფებს სურათებით ფარავდნენ და ბაზარზე ყიდნენ. მოცულობითად გამოიყურებოდა, ხალხს მოსწონდა და ყიდულობდა. ჩვენი მეზობელი, ბაბუა ლადო ამბობს, რომ მდფ–ს საჭრელ დაფას და ტორსს მზესუმზირას ზეთით ჟღინთავს.

„შემდეგ ნებიმიერი (ცივი–ცხელი) წყლით მუდმივად ვრეცხავ და რეაქცია არ აქვს. ცხელი ზეთი ღრმად აღწევს და ხის ყველა შესაძლო კაპილარს ბლოკავს.”მახსოვს, ბავშვობაში მშობლები ძველ მზესუმზირას ზეთს, რომელიც წლების განმავლობაში მწარე გემო ჰქონდა, ღუმელზე დიდხანს ადუღებდნენ, შემდეგ ამით ხეებს ფარავდნენ: ღობე, ფრონტონი და ა.შ. დიდხანს არ ყოფნიდა, 3-4 წელიწადში კვლავ იმეორებდნენ. ეს საკმარისია, რომ ღობეს ახალივით ებრწყინა!

საკუთარი ხელით მომზადებული გასაჟღენთი საშუალება არაერთხელ დაგეხმარებათ. ასეთი საშუალება ნებისმიერ ხის ინსტრუქციას უხდება, ხის ფერს, სიღრმეს და ტექსტურას მომგებიანად კვეთს. ხის მასალა შეღებვის შემდეგ გარე ზემოქმედებისგან დაცულია. მზის სხივების მოხვედრისას ხე ლამაზად ბზინავს, მაგრამ ამასთან ბუნებრივად გამოიყურება.

გასაჟღენთი საშუალების ხარჯი მცირეა, ხოლო მასა შეუდარებელია. სასარგებლო ხრიკი შეინახეთ, სახლის გარემონტების დროს გამოგადგებათ.