ხრიკები მთელი მსოფლიოდან, როგორ დავზოგოთ გათბობასა და ელექტროენერგიაზე

„ზამთარია ცივა, მარტოხელა სახლები. ზღვა, ქალაქი – ყინულისგან დამზადებული. მალე გაზაფხულია, თოვლი დნება და შემდეგ..“ – თითქოსდა არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ ნაცნობი სიმღერის სტრიქონი, რომელიც ყოველწლიურად მკაცრი რეალობა ხდება, როგორც კი დათბობის სეზონი და მორიგი ფასების ზრდა იწყება. საიდუმლოს არავისთვის წარმოადგენს, რომ სიცივის დადგომისთანავე გაზსა და სინათლეზე ფასი იზრდება, რაც მთელ მსოფლიოში ხალხს სიტუაციიდან გამოსავლის ძიებას აიძულებს. ისინი სხვადასხვა ხრიკებს მიმართავენ, რომ ფული დაზოგონ და სიბნელეშიც არ გაიყინონ. Novate რამდენიმე სასარგებლო ხრიკს გიზიარებთ.

როგორ დავზოგოთ ელექტროენერგიაზე

როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ყოველწლიურად სულ უფრო მეტად ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ დავზოგოთ კომუნალურ გადასახადებზე, კერძოდ, ელექტროენერგიაზე. სწორედ ამიტომ, პლანეტის ყველა კუთხიდან ადამიანები გვიზიარებენ ხრიკებს, რომლის წყალობით თეთრი თეთრს ზოგავს.

1. სახლიდან გასვლისას ყველაფერი გამორთეთ

როზეტებში შეერთებული არ დატოვოთ მოწყობილობები, რომელთაც დღეში მხოლოდ რამდენიმე საათით იყენებთ.

2. დაე იყოს სინათლე

მაგიდის LED ნათურა ბატარეასა და აკუმულატორზე გამოიყენეთ, თუ საჭმლის გაცხელება, შეღებვა ან რაიმე წვრილმანის გაკეთება გსურთ.

3. სანთლის შუქზე

თუ LED ნათურები არ გაქვთ, სანთლები გამოიყენეთ. როგორც მრჩევლები ამბობენ, სანთლები არა მხოლოდ სინათლეს, არამედ სითბოს იძლევა (შედეგად, ორი ერთში გამოვა).

4. Wi-Fi გამორთეთ

Wi-Fi  გამორთეთ არა მხოლოდ ღამით, არამედ ყოველთვის, როცა სახლიდან გადიხართ.

5. ყველაფერი სუფთა ჰაერზე

ელექტროსაშრობი დაივიწყეთ. თეთრეული აივანზე ან ქუჩაში გაკიდეთ.

6. წამზომი

წყლის გამაცხელებელზე წამზომი დააყენეთ. გაჯეტი კილოვატების კარგად დაზოგვაში დაგეხმარებათ.

7. წყალი ქურაზე გააცხელეთ

ელექტროჩაიდანი დაივიწყეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ მხოლოდ რამდენიმე ჭიქა წყლის გაცხელება გჭირდებათ.

8. ენერგიის დამზოგავი მოწყობილობები

შესაძლებლობის მიხედვით ენერგიის დამზოგავი მოწყობილობები შეიძინეთ.

9. დღეში ერთხელ

ტელეფონი ღამით, ავიარეჟიმზე დატენეთ. სხვა დროს დასატენად Power Bank გამოიყენეთ.

10. ნოუთბუქი VS კომპიუტერი

შესაძლებლობის მიხედვით ნოუთბუქი გამოიყენეთ და არა პერსონალური კომპიუტერი.

11. სავარცხელი და ასანთი დასახმარებლად

მიკროტალღური ღუმელი, ფენი, უთო და სხვა მოწყობილობა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ცხოვრების განუყოფელი ნაწილი და ყოველდღიური რიტუალი იყო, იშვიათად გამოიყენეთ.

როგორ დავზოგოთ გათბობაზე

ელექტროენერგიის დაზოგვაზე ასე თუ ისე გავერკვიეთ, ახლა გათბობაზე გადავიდეთ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში უფრო რთული სიტუაციაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ხალხი იმედს არ კარგავს და ხუმრობს კიდეც, რომ თბილად ჩაიცვათ და სანთლის შუქზე გათბეთ.

1. ფანჯრის დათბუნვა

თუ შესაძლებლობა არ გაქვთ ფანჯარაზე მინა უფრო თანამედროვე ვარიანტით ჩაანაცვლოთ, ხოლო ის, რაც გაქვთ, ქარს უბერავს, დროა ფანჯრის კლასიკური იზოლაცია გაიხსენოთ. ახლა ბევრი სხვადასხვა თანამედროვე მასალა არსებობს, რომლის წყალობით შეძლებთ ამოავსოთ ხვრელები, საიდანაც უმოწყალოდ უბერავს.

2. გასათბობად

ბევრი უცხოელი გათბობაზე ფულის დასაზოგად, უბრალოდ ბატარეას თიშავს ან დაბალზე წევს და ყველა შესაძლო მეთოდით თბება. ეს ხუმრობა არაა. და მაინც, სიკეთის წყალობით ზოგიერთი გამოცდილ რჩევას გვიზიარებს, როგორ გავთბეთ და არ გავიყინოთ.

3. მზის სინათლე შემოუშვით

თუ გაზაფხულსა და ზაფხულში ფარდების დახურვას ჩქარობთ, რომ საძულველი მზის სხივები მოიშოროთ, შემოდგომა–ზამთრის პერიოდში საპირისპიროდ უნდა იმოქმედოთ. ფარდა გადაწიეთ და მზის სინათლე შიგნით შემოუშვით. ასე ოთახს „გაათბობთ“.

4. კედლების და აივნის დათბუნვა

კედლების და აივნის დათბუნვა ეფექტური, მაგრამ ხარჯიანი მეთოდია.