5 დიზაინერული გადაწყვეტილება არქიტექტურაში, რომელიც გაოცებას იწვევს

ყველამ იცის, რომ სილამაზის გაგება შედარებითია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ხელოვნებას ან არქიტექტურას ეხება. თითოეული შემქმნელი გამოსახულებას თავისებურად აღიქვამს და გარდაქმნის. ზოგჯერ (საკმაოდ ხშირად) ყველა ამ შედევრს ვერ იგებს და არ იღებს. ასე მოხდა ამ 5 უჩვეულო დიზაინერული პროექტის შემთხვევაში, რომელიც ბევრს ადგილზე ანარცხებს.

1. სილამაზის სალონი Fujitsubo ტოკიოში (იაპონია)

იაპონურმა არქიტექტურულმა კომპანიამ Archivision Hirotani Studio სილამაზის სალონის ახალი პროექტი წარმოადგინა სახელწოდებით Fujitsubo (ნიჟარა). დიზაინერებმა გადაწყვიტეს, რომ ტოკიოს ერთ–ერთ უბანში თანამედროვე ტენდენციების ფორმირებაში შენობის არასტანდარტული ფორმებით და წინა მხარეს ფანჯრების არ ქონით განსაკუთრებული წვლილი შეეტანათ.

დიზაინის ფილოსოფია: „ნიჟარის“ ფორმა (უფრო სამხედრო ბუნკერი) და სახურავზე სამი შუქის ლუქი „სინათლის ჭურჭლის“ გამოსახულებას წარმოადგენს, რომელიც შეიძლება სტრუქტურაში ბუნების გზავნილად ჩაითვალოს, სადაც ხელოვნური განათება სჭარბობს. სპილენძის ფურცლებიც, რომლებიც სახურავის და კედლების რთულ ფორმებს ფარავს, აზრობრივ დატვირთვას ატარებს. ტექნოლოგიური დანიშნულების გარდა (გარე იზოლაცია), სპილენძი, რომლის ზედაპირიც დროთა განმავლობაში იცვლება, ბუნების, მოდის და ინფორმაციის ცვალებადობას ასახავს.

2. სააგარაკო სახლი ტიუბინგენში (გერმანია)

ექსტრავაგანტული სახლი ტიუბინგენში ჯერ კიდევ 2010 წელს გამოჩნდა, მაგრამ მისი გარეგნობა დღემდე გაკვირვებას იწვევს. ეს სახლის მფლობელებს არ აწუხებთ, რადგან თავად სურდათ ისეთი სახლის ქონა, რომელიც გარშემო სხვას არავის ექნებოდა. კომპანია Amunt Architekten Martenson und Nagel Theissen–ის და თავად მფლობელის ყველაზე დიდი სიამაყეა ის, რომ სახლი ფედერალური სამშენებლო კოდექსის ნორმებს სრულად შეესაბამება (ნაკვეთის შეზღუდული ფართობის მიუხედავად) და პასიური სახლის სტატუსს ატარებს.

Novate–ს ინფორმაციით, სწორედ მეზობლები გახდნენ მიზეზი, რის გამოც სახლის მშენებლობის ტრადიციული იდეა უარყვეს.ისინი მოითხოვდნენ, რომ მაღალ შენობებს ტიუბინგენის ციხის ხედი არ დაეფარათ (მხოლოდ ამ პირობით დათანხმდნენ ნაკვეთის გაყიდვას), ამიტომ ზოგიერთ მის მხარეს 70 გრადუსიანი კუთხე აქვს. აღსანიშნავია, რომ 6 კაციანმა ოჯახმა მიიღო ის, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა – სიმარტივის, მრავალფეროვანი ატმოსფეროს და საკუთარი განმარტოებული სივრცის შეგრძნება.

3. საზოგადოებრივი ცენტრი ალბერტსლუნდის კომუნაში (დანია)

კომპანია Juul&Frost–ის სპეციალისტებმა უჩვეულო საზოგადოებრივი ცენტრი ალბერტსლუნდის კომუნის (ჰერსტედლუნდის რაიონი) მაცხოვრებლებისთვის შექმნა. თავისებური კულტურის სახლი არა მხოლოდ უნდა გაფართოვდეს (საჭიროებისამებრ), არამედ სხვადასხვა ასაკობრივი და ინტერესის ჯგუფებისთვის ღონისძიებები მოაწყოს, მაგალითად, არაფორმალური შეხვედრები, ღია ღონისძიება, პრეზენტაცია, ყველა შესაძლო წრე, საზაფხულო ფესტივალი და დიდი ფეხბურთი, ბრიჯის ტურნირი, საერთო ნადიმი და ქორწინების წვეულება.

პროექტის ავტორებმა პანდუსების, კიბეების, ლუქების და გადასასვლელების ჭკვიანი სისტემა შეიმუშავეს, რომ სხვადასხვა დონესა და პლატფორმაზე წვდომა უზრუნველყოთ. დამატებით შენობის გარე ნაწილზე სკეიტბორდინგის პანდუსი და ალპინიზმის კედელი დააყენეს. მიმდებარე ტერიტორიაც ჩართეს, სადაც არა მხოლოდ სპორტით დაკავება, არამედ სეირნობა, სკამზე ჩრდილში დაჯდომა შეიძლება, აქვეა სამწვადე ზონა. მოკლედ დასასვენებელი ზონა მაღალ დონეზე მოაწყვეს. მართალია, ობიექტის უცნაური ფორმები ბევრ კამათს იწვევს, მაგრამ მისმა მრავალფუნქციურობამ და ხელმისაწვდომობამ ყველა მხარე შეარიგა.

4. ბეღელის ვილა Naila House მექსიკის წყნარი ოკეანის სანაპიროზე

ოახაკა–დე–ხუარესის გარეუბანში (მექსიკა) წყნარი ოკეანის სანაპიროზე ბეღელის მსგავსი უცნაური მოცულობის შენობა კომფორტული ვილა აღმოჩნდა. ის 4 მართკუთხა შენობისგან შედგება, რომელშიც არც ერთი ფანჯარა არაა. ერთი შეხედვით, როგორ შეიძლება ასეთ პირობებში ცხოვრება ან დასვენება, თან ისეთ ადგილას, სადაც თვალწარმტაცი ხედი იშლება. ყველაფერი ისე ცუდად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. Naila House აგებულია უძველესი მეთოდით, რომელსაც ოახაკაში სანაპირო სახლების აგებისას იყენებდნენ.

ქოქოსის პალმის ქერქი და ფოთლები, ადგილობრივი ნატურალური ხის მასალა, უძველესი ტექნიკა, რომელსაც სანაპირო სახლების შექმნისას ტრადიციულად იყენებენ, თიხის იატაკი – ყველაფერი თანამედროვე კონსტრუქციასთან ადაპტირებულია და ცხელ რეგიონში კომფორტულ პირობებში ცხოვრებას უზრუნველყოფს. კედლების გისოსიანი სტრუქტურის წყალობით გამჭვირვალობის და ჰაერის გამტარობის უზრუნველყოფა შეძლეს, ასევე თავიდან აიცილეს ფანჯრების და დამატებითი სავენტილაციო სისტემის დაყენების აუცილებლობა. ზღვის ნიავი, რომელიც კედლებიდან ან ღია კარიდან შემოდის, ოთახს კონდიციონერის გარეშე აჯანსაღებს, ამასთან სანაპიროზე საოცარ ხედს უზრუნველყოფს.

5. ბაღის სახლი ტბასთან (ჩეხეთი)

გამოდის, რომ სააგარაკო სახლებისთვის სხვადასხვა კონსტრუქციის მოფიქრება ყველას შეუძლია, რომ დასვენების დღეები ქალაქის ქაოსისგან მოშორებით გაატარონ. მსგავსი რამით ჩეხებიც გატაცებულნი არიან. მაგალითად, სახანძრო წყალსაცავის მახლობლად მდებარე პატარა მიწის ნაკვეთის მფლობელმა ნამდვილად გაგვაოცა. მას რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ ჭაობი ულამაზეს ტბად ექცია და გიგანტური მუხლუხოს ფორმის ბაღის სახლი აეშენებინა.

ორიგინალური შენობა სახელწოდებით Masilko ადგილობრივ რელიეფს იმეორებს და აქვს შემდეგი ზომები: სიგრძე – 11,7 მ, სიგანე – 3,54 მ, მაქსიმალური სიმაღლე მიწის ზემოთ – 5,5 მ. ობიექტის სიგანის გათვალისწინებით საცხოვრებელი ზონები ერთმანეთის გვერდით მდებარეობს, დაწყებული შესასვლელით და დამთავრებული ღია ტერასით, რომელიც წყალზე „კიდია“.

6. შემთხვევა, როცა თქმა, რომ სახლი უცნაურია, ნიშნავს, არაფერი თქვა