გამოცდილი ხელოსანი გირჩებს ათეთრებს და სახლში სადღესასწაულო ატმოსფეროს ქმნის

საახალწლო დღესასწაულისთვის ხელნაკეთი ნივთები წინასწარ უნდა მოამზადოთ. გეგმაში მაქვს საახალწლო გვირგვინი, სასანთლე, გირჩების გირლანდები და რამდენიმე საინტერესო ნივთი. ოღონდ თეთრი გირჩები მჭირდება. ასე დეკორი უფრო ზამთრული და მოდური ხდება.თავდაპირველად, აქსესუარების მაღაზიაში თეთრი გირჩების ყიდვა გადავწყვიტე, მაგრამ ფასმა დამაფიქრა, რომ საკუთარი ძალები მეცადა. ინტერნეტში ერთ საინტერესო ხრიკს გადავაწყდი და მისი ცდა გადავწყვიტე. წინასწარ გეტყვით, ცოტა გავისარჯე, მაგრამ შედეგი ამად ღირდა!Novate გასწავლით, როგორ გაათეთროთ გირჩები სახლის პირობებში. ყველა ხელოსანმა უნდა ჩაინიშნოს!

თეთრი გირჩები – პირველი საიდუმლო: მაქსიმალურად ახალი გირჩი მოძებნეთ, რომელიც დამპალი, მიწით ან ქვიშით დასვრილი არაა. თხელი ფარფლების მქონე გირჩები (ლარიქსი, ნაძვი) შეარჩიეთ, რადგან ადვილად თეთრდება. გირჩები მაქსიმალურად სუფთა უნდა იყოს.სანამ გათეთრებას დაიწყებთ, გირჩები გააშრეთ და გაშლა აცადეთ. ერთი ღამით გათბობის ბატარეაზე გაჩერება საკმარისია. მით უფრო, ახლა გათბობა უკვე ჩართული გვაქვს. ძველი კბილის ჯაგრისი აიღეთ და ფარფლებს შორის გაწმინდეთ, რომ ქვიშა ან ნებისმიერი სხვა ნაგავი მოაშოროთ.

ქლორი ან მათეთრებელი და კარგად გახსნილი გირჩები აიღეთ. გირჩები ქილაში მოათავსეთ და ხსნარი დაასხით. გირჩებს დააჭირეთ, რომ ზემოთ არ ამოვიდეს. სახურავი დაახურეთ, რომ ქლორის სუნი ბინაში არ გავრცელდეს. ქილა შეგიძლიათ აივანზე გაიტანოთ.ასე მთელი ღამე გააჩერეთ. 9 საათზე მეტხანს ამ ხსნარში გირჩების გაჩერება რეკომენდებული არაა, რადგან მტვრევადი გახდება.

ახლა ყველაფერი თქვენს მოთმინებაზეა დამოკიდებული. გირჩები ხსნარიდან ამოიღეთ, კვლავ გააშრეთ, სანამ არ გაიხსნება და მათეთრებლის ახალი ხსნარი დაასხით. გამოცდილი ხელოსნები ამბობენ, რომ ქათქათა გირჩების მიღება თანმიმდევრობაზეა დამოკიდებული: გააშრეთ, გახსენით და მათეთრებლის ახალი ხსნარი დაასხით.გირჩები სხვადასხვანაირად შეიღება, ზოგი უკეთ, ზოგი ცუდად. ყურადღება მიაქციეთ, რომ გირჩები შეიძლება 3 ან 24 საათში გათეთრდეს, ეს მათეთრებელზეა დამოკიდებული.

მას შემდეგ, რაც შედეგი დაგაკმაყოფილებთ, მათეთრებელი გადაასხით და გირჩები გამდინარე წყალში გარეცხეთ. ქაღალდზე გადაიტანეთ და გასაშრობად დატოვეთ. გახსნილი ფარფლები იმის ნიშანია, რომ გაშრა. თუ სუნი დარჩა, ნაძვის ხის ეთერზეთისა და წყლის დახმარებით ადვილად მოიშორებთ. ხსნარი სპრეის ბოთლში ჩაასხით და გირჩები დანამეთ.

გთავაზობთ რამდენიმე იდეას, როგორ გამოიყენოთ გათეთრებული გირჩები.

ნახეთ, როგორ მაგრად გამოიყურება თეთრი გირჩები ლარნაკში!

აი, საახალწლო გვირგვინი თეთრი გირჩებით.

ტოპიარის ხის საინტერესო ვარიანტი.

რას არ აკეთებენ შემოქმედების მოყვარულები, რომ დეკორი გაამრავალფეროვნონ. ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვთქვა: თეთრი გირჩები საახალწლო კომპოზიციის ხიბლია. მასტერკლასი შეინახეთ და ბავშვებთან ერთად შემოქმედებას შეუდექით. ვგულისხმობთ ხელნაკეთი ნივთების შექმნას და არა გირჩების შეღებვას. ასეთი საქმიანობა ბავშვებს ნამდვილად გაახარებთ.