სამზარეულოს 6 დაგეგმარება, რომელიც უახლოეს მომავალში ნამდვილად არ მოძველდება

ადრე სამზარეულო მეორეხარისხოვან ოთახად ითვლებოდა. პატარა, უსახური ოთახი იყო, რომელსაც მხოლოდ კერძების მოსამზადებლად იყენებდნენ. პატარა ფართობი სტუმრების მიღებას შეუძლებელს ხდიდა. სამაგიეროდ, დღეს მისაღებ ოთახს იკავებს, ბოლო მოდის შესაბამისად აფორმებენ და ისე გამოიყურება, როგორც პრიალა ჟურნალების ფოტოებზე. Novate გიამბობთ, როგორ მოაწყოთ თქვენი სამზარეულო, რომ წლები თვალს გიხარებდეთ.

ვარიანტი 1: დაგეგმარება კუნძულით

მას შემდეგ, რაც სამზარეულო–მისაღები ოთახის ღია სივრცე ყველაზე პოპულარული სიის ლიდერი გახდა, ბინის მფლობელებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს ისეთ ნივთს, როგორიცაა კუნძული. მრავალფუნქციური ნივთი შეგიძლიათ დამატებით მაგიდად და სამუშაო ზონად გამოიყენოთ.ერთი მხრივ, მასში ბევრი უჯრაა სამზარეულოს სხვადასხვა ნივთის შესანახად, მეორე მხრივ, ბარის სკამები აქვს მიდგმული. აქ შეგიძლიათ კარტოფილი გათალოთ და მეგობრებს ესაუბროთ.თუ გსურთ, კუნძული ბარის დახლად მარტივად გადაკეთდება – ასეთი დეტალი ინტერიერს ნამდვილად დაამშვენებს, უფრო ორიგინალურს და საინტერესოს გახდის. თუ დღემდე ფიქრობთ, რომ კუნძულით დაგეგმარება მხოლოდ დიდი ოთახისთვისაა, უნდა გაგახაროთ – ავეჯი პატარა სამზარეულო–მისაღების ღია სივრცეში ადვილად ჯდება. სტანდარტული ბინის სწორად გადასაკეთებლად კარგი გამოსავალია.სამზარეულოს დაგეგმარება კუნძულით საშუალებას გაძლევთ მთელი სამუშაო ზედაპირი და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა ცენტრში გადაიტანოთ. კუნძულებზე ხშირად ქურა გვხდება. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ შენობის ცენტრში ელექტროქსელის გაჭიმვა უფრო მარტივია, ვიდრე წყლის და კანალიზაციის მილების. სწორედ ამიტომ, კუნძულზე ნიჟარაზე არც იოცნებოთ.

კუნძულოვანი სამზარეულოს დაგეგმარება შეიძლება ნებისმიერი იყოს. ტრადიციული ვარიანტი: ხაზოვანი, თუმცა სურვილის შემთხვევაში ასო U ან T ფორმის შეგიძლიათ დაამზადოთ. ყველაფერი ოთახის განლაგებასა და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.ყურადღება მიაქციეთ: სამზარეულო კუნძულით არა მხოლოდ ლამაზი და პრაქტიკულია, არამედ ერთ მნიშვნელოვან ტენდენციას განასახიერებს. ადამიანი ქურასთან „გადასახლებაში მყოფი პატიმარი“ არაა, რომლის ერთადერთი მიზანი ოჯახის წევრების გამოკვებაა. ახლა ოჯახური ცხოვრების და სტუმრებთან საუბრის სრულყოფილი მონაწილეა.

ვარიანტი 2: მესამე იარუსი

ალბათ, ინტერნეტში სამზარეულოს ინტერიერის ფოტოების დათვალიერებისას შეამჩნიეთ, რომ ავეჯი ჭერამდე ავიდა. თუ ადრე კარადასა და ჭერს შორის 40-50 სმ სივრცეს ტოვებდნენ, ახლა ყველაფერს მაქსიმალურად იყენებენ: ასე დამატებითი იარუსი იქმნება. გასაგებია, რომ ზედა კარადიდან სამზარეულოს გაჯეტების ან პროდუქტების რეგულარულად გამოღება მოსახერხებელი არაა, ამიტომ ჩვეულებრივ ისეთ ნივთებს ინახავენ, რომელთაც ყოველდღიურად არ იყენებენ. მაგალითად, სადღესასწაულო სუფრა, იშვიათად გამოყენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სათადარიგო პირსახოცები ან დანა–ჩანგალი.ყურადღება მიაქციეთ, რომ აუცილებელი არაა ზედა იარუსი დიზაინით და მასალით დანარჩენი ავეჯის შესაბამისი იყოს: ის შეიძლება დამოუკიდებელი დეკორატიული ელემენტი გახდეს. მაგალითად, ქვედა და შუა „სართული“ შეიძლება იყოს თეთრი, ხოლო ზედა – ხის. ასევე ორი „ყრუ“, მესამე – ჰაეროვანი, მინის ფასადით. საბოლოო ფერები ოთახის დიზაინით განისაზღვრება. სხვათა შორის, შეგიძლიათ ორდონიანი დასაკიდი კარადა არ გააკეთოთ, არამედ მაქსიმალურად დააგრძელოთ, რომ სიმაღლით ჭერს მიწვდეს.

ვარიანტი 3: ავეჯი „ფანჯრით“

„სამსართულიანი სამზარეულოს“ აშკარა პრაქტიკულობის მიუხედავად, ერთი ნაკლი აქვს – მასიურად და ვეებერთელად გამოიყურება. კონსტრუქცია ვიზუალურად რომ შეამსუბუქოთ, კარადის შუა ხაზი ნაკლებად ღრმა გააკეთეთ და წინსაფრის ფერში გააფორმეთ. ამ ხრიკით ისეთ ეფექტს შექმნით, თითქოსდა ავეჯის ცენტრში ფანჯრის მსგავსი ცარიელი სივრცე შეიქმნა. ხოლო კარადა მის გარშემო მდებარეობს.დიზაინერები გირჩევენ, რომ წინსაფრის და შუა „სართულის“ გასაფორმებლად თბილი ხის ფერები გამოიყენოთ. ასე ოთახს მყუდროებას შემატებთ, ავეჯს უფრო ჰაეროვანს გახდით.

ვარიანტი 4: დაკიდული კარადის გარეშე

თანამედროვე სამზარეულოს დიზაინი ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადადის. ზოგიერთი ექსპერტი გვირჩევს ავეჯი ჭერამდე ავწიოთ, სხვები გვთავაზობენ, რომ სივრცე შევამსუბუქოთ და ზედა დაკიდულ კარადაზე საერთოდ უარი ვთქვათ. მეორე ტენდენცია პოპულარულ მინიმალიზმს უკავშირდება – თანამედროვე ადამიანი ყველაფერი ზედმეტის მოშორებას და სამზარეულოში მეტი სინათლის და ჰაერის შემოშვებას ცდილობს. რა გაუმკლავდება ამ ამოცანას უკეთ, თუ არა ზედა კარადის არ ქონა? ალტერნატივად გამოიყენეთ ღია თაროები, ასევე მაღალი კარადა–სვეტი, რომელიც ცალ–ცალკე ან მთელ ჯგუფად შეგიძლიათ დადოთ.

ვარიანტი 5: კედლის კარადა

სურვილისამებრ, მეორე და მესამე ვარიანტი ერთ სამზარეულოში შეგიძლიათ გააერთიანოთ. თანამედროვე დაგეგმარების ერთ–ერთ ყველაზე პოპულარულ ვარიანტად ითვლება ერთ მხარეს ყრუ კედელი კარადით და მასზე მიდგმული სამუშაო ზედაპირი, რომლის ზემოთ ზედა „ავეჯის სართული“ არაა. ასეთი შეერთება აუცილებელი პირობა რაა. თქვენ შეგიძლიათ სამზარეულო ორ ხაზად, კუნძულით ან მის გარეშე მოაწყოთ. თუ ოთახი დიდია, „კედლის კარადა“ შეუთავსეთ კლასიკურ სამზარეულოს მეორე იარუსთან ერთად.

ვარიანტი 6: შესამჩნევი გამწოვი

აქ, აზრები იყოფა. ზოგი თვლის, რომ გამწოვი, რომელიც თავისი დიზაინით ყურადღებას იქცევს, წარსულის ტრენდია, სხვები, პირიქით, ფიქრობენ, რომ ტენდენცია მხოლოდ იზრდება. პირველის დასაცავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაშენებულმა მოდელებმა ტექნიკა ნამდვილად დამალა, მეორეს დასაცავად ვიტყვით, რომ ეფექტურ გამწოვს დეკორატიული დანიშნულებაც აქვს. გარდა ამისა, ერთი დეტალი არსებობს: თუ სამზარეულოში ზედა კარადას არ იყენებთ, გამწოვის შენიღბვას ვერ შეძლებთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ არა ჭერში, არამედ სამუშაო ზედაპირში ჩააშენოთ, მაგრამ ასეთი ვარიანტი ყველას არ მოსწონს.

სხვათა შორის, კუნძულის მქონე სამზარეულოს მფლობელთათვის კარგი ამბავი გვაქვს. ახალი ტექნოლოგიების წყალობით გამწოვი ქურასთან ერთად შეგიძლიათ ოთახის ცენტრში გადაიტანოთ. რა თქმა უნდა, ამ მოწყობილობის დიზაინის და გარეგნობის მხრივ მოთხოვნები გაიზარდა. მაღაზიებში სხვადასხვა მოდელების პოვნას შეძლებთ: მრგვალი, კვადრატი, განათებით და კავებით, დეკორით და მის გარეშე. ალბათ, გაოცდებით, მაგრამ იყიდება ჭაღის ფორმის გამწოვი ბროლის საკიდარით. ასევე შეგიძლიათ შეარჩიოთ მოდელი თაროებით, სადაც სანელებლებს ან ოთახის ყვავილებს დააწყობთ ან სრულყოფილი არქიტექტურული კონსტრუქცია, რომელიც მაგიდასთან ერთად ორიგინალურ სვეტს ქმნის.