დივნის უხეში სამკლავურის კრეატიულად შენიღბვა

ყველა დიასახლისს არ მოსწონს დივანი ხის სამკლავურით. ზოგი შეიძლება თვლიდეს, რომ ნამდვილად მოსახერხებელია. მასზე ხომ შეგიძლიათ დადოთ ფინჯანი ჩაი, წიგნი, თეფში წასახემსებლით ან ხილით. ზოგიერთი დივანი სამკლავურით მართლაც მოძველებულად გამოიყურება. Novate დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილება იპოვოთ, თუ ხის სამკლავურიანი მოსაწყენი დივნის გადაკეთებას აპირებთ.

დივანი ხის სამკლავურით – ბევრი ექსპერტი გირჩევთ, რომ გადაწყვეტილების მიღება არ იჩქაროთ. შესაძლოა, ცოტა ხანში სამკლავურის კომფორტში დარწმუნდეთ. სიტყვაზე, საჭირო არაა ხის ელემენტები მოიშოროთ და სრულყოფილ რბილ დივნად გადააკეთოთ. შეგიძლიათ ავეჯის შესაფერისი საღებავი შეარჩიოთ და სამკლავური ამ მეთოდით განაახლოთ.

აირჩიეთ ფერი, რომელიც დივანს განაახლებს და ნაჭრის გადასაკრავის ფერთან ტანდემს ითამაშებს. კლასიკურ ფერებს (შავი და თეთრი) ყურადღება მიაქციეთ, რადგან ყოველთვის ლამაზად გამოიყურება და აქტუალობას არ კარგავს.

დამოუკიდებლად გადაკეთების საინტერესო ვარიანტები – ენთუზიაზმით აღსავსე ადამიანები გირჩევენ სამკლავურები მოხსნათ, თუ თქვენს გემოვნებაში არ ჯდება. ამის გაკეთება მარტივია, მაგრამ ფრთხილად იმოქმედეთ, რომ დივნის გადასაკრავის ნაწილი არ დააზიანოთ. ამ ხრიკის მნიშვნელოვანი მომენტია დივნის შესაფერისი ნაჭრის შერჩევა. სამკლავურების მოხსნის შემდეგ ნაჭერი შეარჩიეთ და სპეციალურ მაღაზიაში რაიმე შემავსებელი მაგალითად, პოროლონი შეიძინეთ. ახლა ძველი სამკლავურის ადგილას პოროლონი სამშენებლო სტეპლერით დაამაგრეთ, ზემოდან ნაჭერი გადააფარეთ და იმავე მეთოდით დააფიქსირეთ.

სასარგებლო რჩევები – დიზაინერები გირჩევენ, რომ ძველი სამკლავურის ადგილას სრულყოფილი მაგიდა ან ერთგვარი ტუმბო დადგათ. ავეჯის მაღაზიაში მარტივად შეიძენთ, მხოლოდ შესაფერისი სიმაღლის მაგიდის შერჩევა მოგიწევთ. სამკლავური შეგიძლიათ საერთოდ არ მოხსნათ. საკმარისია მის ზემოთ პრაქტიკული და საჭირო მაგიდა მოათავსოთ. ახლა ფინჯანი ყავა და ტკბილეულის თეფში ხელის გაწვდენაზეა.

თუ შეღებვა ან ხის ელემენტის შეცვლა უფრო მოგწონთ, მოაჯირზე შეგიძლიათ ეკოტყავი ჩამოაცვათ. მინიმალისტურად და კრეატიულად გამოიყურება. კატის მოყვარულებს შეუძლიათ სისალი გამოიყენონ. მისი ჩანაცვლება მარტივია, თუ კატამ შემთხვევით დივნის კუთხეების გაფხაჭნა გადაწყვიტა.

ლამაზი დივანი ხის სამკლავურით – ეპოქსიდის ფისი ძველი სამკლავურის შესაცვლელად ლამაზი ვარიანტია. სამკლავური შეგიძლიათ შეღებოთ, თემატური დეკორი (ნიჟარა, ვარსკვლავი, ბზინები) დაუმატოთ. ასეთი სამკლავურისთვის ერთგვარი მოლარტყვა უნდა გააკეთოთ, რომ ფისი ჩასხმის შემდეგ არ ჩამოიღვაროს. თუ დრო და სურვილი არ გაქვთ, რომ მოძველებურ სამკლავურს თავად ებრძოლოთ, პროფესიონალს მიმართეთ. ისინი ავეჯის გადასაკეთებლად ბევრ ვარიანტს შემოგთავაზებენ. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენს გემოვნებას და ჯიბეს შეესაბამება.

თქვენ როგორ შეცვლიდით ხის სამკლავურიან დივანს? როგორ ფიქრობთ, სჯობს პროფესიონალს მიმართოთ თუ თავად გადააკეთოთ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.