სამზარეულოს პროექტი: როგორ გავაკეთოთ ბიუჯეტური და მოდური სივრცე

სამზარეულოს დიზაინი შეიძლება მუდმივად იცვლებოდეს, რადგან მის ახალ გამოყენებას ყოველთვის ვპოულობთ. დღეს ოჯახურ სივრცეს წარმოადგენს, სადაც არა მხოლოდ კერძებს ამზადებენ და დილას ფინჯანი ყავით ხვდებიან, არამედ ერთმანეთს ესაუბრებიან, სოციალურ ქსელში ერთვებიან ან მუშაობენ. ასეთ ემოციურად გაჯერებულ ოთახში ჰარმონიული სტილი უნდა იყოს, რომ პოზიტიური ფონი შეიქმნას. ამ მოთხოვნის შესრულებისას ზომიერების გრძნობა ადვილად შეიძლება დაკარგოთ და ოთახი უსარგებლო აქცენტებით გაავსოთ. ამის თავიდან აცილებას შეძლებთ დიზაინერული პროექტით, ერთ–ერთი თანამედროვე სტილის ფარგლებში ფერების და აქსესუარების შეზღუდვით. ბევრი დღემდე თვლის, რომ დიზაინერის მომსახურება ძალიან ძვირია. Novate გიზიარებთ ექსპერტების მოსაზრებებს, თუ რომელი სტილია პოპულარული ახლა და როგორ შექმნათ პროექტი მომსახურებაში ზედმეტის გადახდის გარეშე.

პირველი ნაბიჯები პროექტის შესაქმნელად

ბიუჯეტური პროექტის საფუძველი დამოუკიდებელი მუშაობაა. მისი დაწყება იმის დაგეგმით უნდა დაიწყოთ, როგორც წარმოგიდგენიათ ოთახი რემონტის შემდეგ. მარტივი ნახაზი ორი გეგმით – იატაკი და ოთხი კედელი. გეგმაზე კედლების სიგრძე, სიგანე და სიმაღლე, იატაკის ფართობი, ფანჯრის და კარის ზომები მიუთითეთ ახლა ნახაზს ძირითადი ელემენტების სქემატური სურათები დაუმატეთ: სამზარეულოს ავეჯი, მაცივარი, მაგიდა. მიახლოებითი პროპორციები საკმარისია, რადგან ახალი ავეჯის ზომები ჯერ არ იცით. ვიზუალიზაცია მნიშვნელოვანი ტექნიკური დეტალების შესწავლაში დაგეხმარებათ. მაგალითად, შეიძლება დაინახოთ, რომ ძველ ადგილას ნიჟარის გამოყენება მოსახერხებელი არაა, რადგან ავეჯის განლაგება შეიცვალა. ასევე შეიძლება მიხვდეთ, რომ მეტი როზეტი გჭირდებათ, რადგან საყოფაცხოვრებო ტექნიკის რაოდენობა გაიზარდა. სხვა ტექნიკური დეტალები მოიცავს ნიჟარის მიმაგრებას წყლის და სანიაღვრე მილებზე, გათბობის ბატარეის, სინათლის წყაროების და გამწოვის ადგილის განსაზღვრას. საწყისი გეგმა მზადაა. ახლა მომავალი სამზარეულოს ახალი კომპლექტი უნდა შეარჩიოთ. ხარისხიანი კომპონენტების არჩევას ბევრი დამოუკიდებლად ახერხებს, მით უფრო თუ რემონტის გამოცდილება აქვს. სტილის საკითხში კი სპეციალური ცოდნა დაგჭირდებათ, ამიტომ პროფესიონალ დიზაინერს დახმარებისთვის მიმართეთ. დიზაინერთან მისვლამდე თანამედროვე ინტერიერის ვარიანტები ფოტოებით შეისწავლეთ და განსაზღვრეთ, თუ რომელი სტილი მოგწონთ. შეგიძლიათ აირჩიოთ: კლასიკის თანამედროვე ინტერპრეტაცია, ულტრათანამედროვე ინტერიერი ან სტილი, რომელიც ბუნებასთან გაერთიანებას ეფუძნება. მაგალითისთვის ორი პოპულარული თანამედროვე სტილი განვიხილოთ.

სკანდინავიური სტილი

სკანდინავიური სტილი სახლში მყუდრო გარემოს შექმნასთან ასოცირდება, სადაც მეგაპოლისის მაცხოვრებელი მძიმე სამუშაო დღის შემდეგ დასვენებას და ძალების აღდგენას შეძლებს. სკანდინავიაში მოიფიქრეს, როგორ შექმნან ინტერიერში სიმშვიდე და სიწყნარე. მთავარი მოტივი: ბუნებასთან დაბრუნება ძალების წყაროს საპოვნელად. ოსტატების მიერ შემუშავებულ ფერების პალიტრაში ჭარბობს მშვიდი, ნაკლებად კაშკაშა ფერები, რომელიც ტყის, კლდის, მდინარის, წყლის და ცის ბუნებრივ ელფერებს იმეორებს. ძირითადი პალიტრა: თეთრი, შავი და ღია ხის ელფერები. ბუნებაში შავი და თეთრი სუფთა სახით თითქმის არ გვხვდება, ამიტომ სკანდინავიურ სტილში მათ ურევენ, რითაც ნაცრისფერს იღებენ, ან ბუნებრივი მასალებით გადმოსცემენ. მაგალითად, მუქი ხე ინტერიერში შავ ფერს ცვლის. ფორმის მიმართ შვედეთის დიზაინის სკოლის მიდგომა ასევე ბუნებასთან დაკვირვებას ეფუძნება. ბუნებრივი ობიექტების გრაფიკა ყოველთვის მარტივია: ძლიერი მართკუთხა და კვადრატი კლდე, ზევით მიმართული ხის ტანი, მდინარის სანაპიროს წყვეტილი ხაზი. ბუნებრივი მიდგომა ტექსტურაშიც ჭარბობს. დიზაინერები ცდილობენ, რომ გაიმეორონ ქვის ზედაპირის ქაოსური ლაქა, ხის ხორკლიანი ნიმუში, ლითონის მქრქალი ბზინვარება. ბუნებრივი მასალების კომბინაცია თავშეკავებულ, ნეიტრალურ ინტერიერს ქმნის, სადაც ბევრი სივრცე და სინათლეა და არაა არქიტექტურული და დეკორატიული ზედმეტობა.

სკანდინავიური სტილის არჩევისას ყველა ელემენტში გამონაკლისის გარეშე მისი სიმკაცრით უნდა იხელმძღვანელოთ. მაგალითად, სამზარეულოს ფასადის ფონზე, რომელიც წიწვოვანი ხის ზედაპირის იმიტაციას წარმოადგენს, შავი ფოლადის ზოლებისგან დამზადებული სანათი გონივრულად გამოიყურება, ხოლო ბროლის ჭაღი კაშკაშა პრიალა ფასადის ფონზე ზედმეტია. სკანდინავიური ინტერიერის მნიშვნელოვანი განმასხვავებელი თვისებაა მინიმალიზმი და ბუნებრივი მასალების და ტექსტურების შეზღუდული გამოყენება. ეს ეკოლოგიური ცხოვრების ტრენდს წარმატებით ეთავსება. ამას არა მხოლოდ ვიზუალურად შეგიძლიათ მიყვეთ. სამზარეულოს ავეჯის ფასადების და ჩარჩოს შექმნისას როგორც მთელი ხე, ასევე კომპოზიტური მასალები (დსპ/მდგ/მულტიპლექსი) გამოიყენება. ეკოლოგიურობის ტრენდს მხარს დაუჭერთ ისეთი ავეჯის შერჩევით, რომელსაც გარემოს დაცვის სერთიფიკატი აქვს. მაგალითად, FSC სისტემის სერთიფიკატი. ასეთი ხის მასალა სატყეო მეურნეობიდან მიიღება და ეკოსისტემა გამოუსწორებლად არ ზიანდება.

ნეოკლასიკა

ნეოკლასიკა – ანტიკურ ხანაში ჩამოყალიბებული დიზაინის თანამედროვე ინტერპრეტაცია. ეს ერთ–ერთი ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე სტილია, რომელიც სხვადასხვა ეპოქაში მოდის და ხელოვნების ტენდენციების მიხედვით იცვლებოდა. ასე მე-17-18 საუკუნეებში კლასიკური ინტერიერის სტილი ძლიერ შეიცვალა, როცა იტალიელმა მხატვრებმა ფორმებში, ფერებსა და დეკორში ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს და ბაროკოს სტილი შექმნეს.თანამედროვე დიზაინერებიც კლასიკას პატივ სცემენ, თუმცა ანტიკური ნიმუშის ზუსტად გადაღებას არ ცდილობენ. ისინი ფორმებს ამარტივებენ და დეტალების რაოდენობას ამცირებენ, რომ კლასიკური ინტერიერი უფრო ხელმისაწვდომი, მოსახერხებელი და მყუდრო გახდეს. კლასიკაზე სრულად უარის თქმა შეუძლებელია: მის საფუძველში ზედმეტად უნაკლო პროპორციები და სიმეტრიაა ჩადებული. ეს თვისება დიზაინერებს და ინტერიერის მფლობელებს ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებს. ნეოკლასიკურ სტილში ფერების პალიტრა ნაზი და დახშობილია. ძირითადი ფერი: თეთრი და კრემისფერი ნაცრისფერის ელფერთან კომბინაციაში. აქცენტად გამოიყენება კაშკაშა ფერი, როგორიცაა შავი, წითელი ან ვერცხლისფერი. მაქსიმალურად თანამედროვე სტილის შესაქმნელად მუქი ლურჯი (მაგალითად, ფარდა, სამუშაო ზედაპირი) შეგიძლიათ დაუმატოთ. ნეოკლასიკური სტილის სამზარეულოს ავეჯი მარტივი და სიმეტრიულია. თითოეული კომპონენტი უნაკლო პროპორციებით გამოირჩევა. კლასიკურ მემკვიდრეობას დეკორატიული ელემენტები შეგახსენებთ. სამზარეულოს ფასადი მთელ პერიმეტრზე შემოვლებული რელიეფური კანტით არის გაფორმებული, ავეჯის ზედა ნაწილი გაფორმებულია ჰორიზონტალური ელემენტებით, რომელიც ანტიკური ტაძრის კარნიზს ჰგავს, მაგრამ უფრო გამარტივებული ვარიანტია, სხვადასხვა აქსესუარის გარეშე.

ნათელ სივრცეს კონტრასტული ფერის სახელურები აცოცხლებს. ავეჯი ერთ–ერთი ყველაზე მოსახერხებელი მეთოდით კლასიკურ წარმოშობას შეგახსენებთ, ამიტომ დახვეწილი ჰორიზონტალური სახელურები მუქი ბრინჯაოსფერი საფარით შეარჩიეთ. ეს ელემენტი თეთრ და კრემისფერ სივრცეს გააცოცხლებს და ჰორიზონტალურ რიტმს ხაზს გაუსვამს.არაფერი არ შეგახსენებთ კლასიკურ ინტერიერს, როგორც რთული ჭაღი. საერთო კომპოზიციის შესაქმნელად სჯობს ბრინჯაოსფერი ნიმუში ცენტრში, სასადილოზე მაგიდაზე მოათავსოთ. ერთი მოდელის მაგიდა–სკამები შეარჩიეთ, რომ ჰარმონია არ დაირღვეს – აუცილებელი არაა კლასიკური იყოს, რადგან ნეოკლასიკა კლასიკას და თანამედროვეს აერთიანებს.ნეოკლასიკა ანტიკური არქიტექტურის ელემენტებზე დაყრდნობით თანამედროვე მასალებს და ტექნოლოგიებს მიესალმება. სწორედ ამიტომ, იატაკის საფარზე ექსპერიმენტები შეგიძლიათ. კერამიკის ფილების ნაცვლად ხარისხიანი ლამინატი ან PVC საფარი შეგიძლიათ აირჩიოთ. მნიშვნელოვანია, რომ იატაკის საფარის ფერი შექმნილ ფასადთან ჰარმონიაში იყოს.

თუ ხალიჩით ოთახის ცენტრის გამოკვეთა გსურთ, ნაზი ფერადი ორნამენტი ან აღმოსავლური დიზაინი შეარჩიეთ. თუ თანამედროვე ინტერიერზე ხაზგასმა გსურთ, გეომეტრიული ნიმუშები აირჩიეთ. ანტიკურზე საუბრისას მარმარილოს გვერდს ვერ აუვლით. ხელოვნური ქვის ნიჟარა დაგეხმარებათ, რომ მასალა დიზაინში ჩართოთ და სიმარტივე და ნეოკლასიკის ფუნქციურობა არ დაარღვიოთ. მარმარილო ინტერიერს მონუმენტურობას შესძენს. ამავდროულად, კომპიუტერული ტექნოლოგიის დახმარებით ნიჟარის ფორმა სტილის შესაფერის თანამედროვეობას შემატებს.

სად მივიღოთ დახმარება პროფესიონალი დიზაინერისგან

საუკეთესო შესაძლებლობა, რომ სპეციალისტს გაესაუბროთ – მაღაზიაში წადით, სადაც სამზარეულოს კომპლექტები იყიდება. ამ ვარიანტს რიგი მინუსები აქვს: მაღაზიაში როზეტების, წყლის მილების, სინათლის წყაროების და ბევრი სხვა დეტალის არჩევაში ვერ დაგეხმარებიან, რადგან ასეთი ნივთები არ აქვთ.გირჩევთ, რემონტის და ავეჯის ქსელურ ჰიპერმარკეტს ეწვიოთ, სადაც სამზარეულოს გასაახლებლად ყველაფრის შერჩევას შეძლებთ. მსხვილ ქსელებში დამატებითი მომსახურების სეგმენტი აქტიურად ვითარდება და პროექტირებაში დაგეხმარებიან. სამზარეულოს ავეჯის, სააბაზანო ოთახის და სხვა განყოფილებებში ავეჯის პროექტირებასა და არჩევაში უფასოდ დაგეხმარებიან. აქ, შესაძლებლობა გაქვთ კომპლექსური სამზარეულოს პროექტი ერთ–ერთ თანამედროვე სტილში შექმნათ.ელექტროობის და სანტექნიკის განყოფილებაში შეგიძლიათ კონსულტანტს გაესაუბროთ, რომ ნიჟარის გადატანის, დამატებითი სადენების შექმნის და ახალი როზეტების შესახებ დამატებითი რჩევა მიიღოთ.დიზაინის სერვისი ონლაინ რეჟიმშიც ხელმისაწვდომია. ვინაიდან, პროექტის ავეჯი მზა კარადებისგან შედგება, დამოუკიდებელი პროექტირებისთვის მხოლოდ ოთახის ზომები დაგჭირდებათ. საყოფაცხოვრებო ტექნიკა, განათების ვარიანტები, მაგიდა და სკამები, წინსაფარი, კედლის ფერი ონლაინ დაგეგმარებისას ხელმისაწვდომია – ეს ელემენტები მარტივად შეგიძლიათ ჩასვათ და შეცვალოთ. ონლაინ დაპროექტების უდავო უპირატესობა ისაა, რომ დროში შეზღუდული არ ხართ და შეგიძლიათ პროექტი იდეალურამდე იმდენ ხანს მიიყვანოთ, რამდენ ხანსაც გჭირდებათ. დამატებით, შეფასებასაც მიიღებთ, ფასები გამჭვირვალეა, თითოეული ელემენტის ღირებულება შეგიძლიათ საიტებზე შეამოწმოთ.

დეკორი, რომლითაც ნებისმიერი სტილის ინტერიერი შეგიძლიათ შეავსოთ

სკანდინავიურ სტილში ხე დეკორატიული ხელოვნების მთავარი მასალა იყო და რჩება. ხისგან ავეჯს და დეკორის ნივთებს აკეთებენ. სკანდინავიური ნაწარმი, განსაკუთრებით სუვენირები, ხელით ნამუშევარია. ოსტატების მაგალითს შეგიძლიათ მიბაძოთ და რამდენიმე აქსესუარი საკუთარი ხელით გააკეთოთ. მაგალითად, მაღაზიაში შეგიძლიათ მზა ლითონის მაგიდის ჩარჩო შეიძინოთ და შავად გადაღებოთ, ხოლო მაგიდად გამძლე მინა შეუკვეთოთ. ამავე მეთოდით ლითონის ტაბურეტი შეგიძლიათ ააწყოთ.მოძებნეთ ყველაფერი, რაც ხელით გაკეთებულს ჰგავს. მაგალითად, ლამაზი საჭრელი დაფა, დანების და სხვა ნივთების სადგამი, რომელიც მასიური ხისგან დამზადებულია და ბუნებრივ ფერსა და ტექსტურას ინარჩუნებს. ნეოკლასიკურ სამზარეულოში აქცენტის როლს თიხის ჭურჭელი ასრულებს. აუცილებელი არაა იპოვოთ თეფშები, ჭიქები ან ლარნაკები ანტიკური ნახატებით. ფერების კომბინაცია დაიცავით: შავი გრაფიკა ბუნებრივი მოწითალო თიხის ფონზე წაუგებელი ვარიანტია.ფარდა განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს. სკანდინავიურ და ნეოკლასიკურ სტილებში ნატურალური ქსოვილის ფარდები გვხდება სხვადასხვა ნახატებით. სკანდინავიური ნიმუში: ხის, ფოთლის, ცხოველის უმარტივესი გამოსახულების უსასრულო გამეორება. თანამედროვე დიზაინმა ეს ხალხური ორნამენტები უფრო გაამარტივა და ძირითად გეომეტრიულ ფორმებთან (წრე, კვადრატი, სამკუთხედი) გააერთიანა.ანტიკური ნიმუში: კარგად ნაცნობი მეანდრი. ეს ტალღის ან სპირალის მსგავსი კლაკნილი ხაზების განმეორებითი კომბინაციაა. ბევრ თანამედროვე სტილში გახსნილობის პრინციპი ჭარბობს. სამზარეულოს ინტერიერის ელემენტების არჩევისას თარო–ჩარჩოს ყურადღება მიაქციეთ. ეს თანამედროვე ელემენტია, რომელიც სამზარეულოს ავეჯში დასაკიდი თაროების ნაცვლად გამოიყენება. მართკუთხა, კვადრატული ფოლადის მილისგან შედუღებული, ყველა მხრიდან ღია. თარო–ჩარჩოს გვერდითა კედლები არ აქვს, მხოლოდ ორი მინის ზედაპირი ზემოთ და ქვემოთ.

ღია თაროები როგორც სკანდინავიურ, ასევე ნეოკლასიკურ სტილს უხდება. ასე ყველაზე ლამაზი ჭურჭელი გამოჩნდება და დამატებითი აქცენტი გახდება. გახსნილობის თემის გავრცელება რეილინგის დამაგრებით შეიძლება. ეს მილის სისტემაა, რომელიც სამზარეულოს წინსაფარს ემაგრება. მილზე მოთავსებულია კავები პატარა ჭურჭლის, მაგალითად ყავის მადუღარას, კოვზის, ნიჩბის და სხვა აქსესუარების დასაკიდად.