დამტკიცებულია, რომ ფარდა მფლობელის სულის ანარეკლია

რემონტის დროს ყველაზე უხეში შეცდომა ვიზუალიზაციის არ ქონაა. ადამიანები უბრალოდ ქმნიან ინტერიერს იმის მიხედვით, თუ როგორი ავეჯი აქვთ. პირველი, რაც ავეჯის და დეკორის არჩევამდე უნდა გააკეთოთ, დახატეთ. ასე მიხვდებით, რა შეუხამოთ. ბევრმა არ იცის, თუ როგორი ბინის ქონა სურთ. Novate გასწავლით, როგორ შეარჩიოთ ფარდა სწორად.

რომელი ფერის ფარდა ავირჩიოთ

ინტერნეტში ბევრ ლამაზ ინტერიერს იპოვით, მაგრამ თქვენი ინტერიერის შექმნა რთული ამოცანაა. ფერების შეხამება უნდა იცოდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოთახი ზედმეტად ჭრელი ან ძალიან ცარიელი გამოვა. დიზაინერების აზრით, თეთრი ინტერიერში იდეალურია. თუ ეჭვობთ, ყოველთვის ნეიტრალური ფერი შეარჩიეთ. ასეა ფარდის შემთხვევაში. რამდენიმე მეთოდი არსებობს, რომ ოთახისთვის ფარდა წარმატებულად შეარჩიოთ.

აქცენტი ფარდაზე – მოდური ინტერიერი თამამ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მწვანე, წითელი, შავი, ასევე ლურჯი და ყვითელი ფარდა შეიძლება ნათელი აქცენტი გახდეს და მთელი ოთახი გარდაქმნას. პასტელის პალიტრაში კონტრასტის მაგალითი შეიძლება იყოს  ყვითელი ფარდა ყავისფერ ინტერიერში ან ღია, სპილოსძვლისფერ ინტერიერში შოკოლადისფერი ფარდა და ღია ტიული.

ერთი და იმავე ფერის ჩრდილები – ჩვეულებრივ, ფარდას ოთახის მთავარ ფერს უხამებენ. თუ ოთახი პასტელურ კრემისფერშია გადაწყვეტილი, ფარდა შეგიძლათ რძისფერიდან ყავისფერამდე ნებისმიერ ფერში შეარჩიოთ. ზოგჯერ ფარდას შპალერის ფერში არჩევენ. ეს გადაწყვეტილება მათთვისაა, ვისაც პატარა ოთახის ვიზუალურად გაზრდა სურს. ერთი ფერის ფარდა და შპალერი ერთიან კონტურს ქმნის. რაც უფრო ნათელია კედლის და ფარდის ფერი, მით უფრო ფართო ჩანს ოთახი. კონტრასტული ფარდა, პირიქით, ოთახის ნაწილს ვიზუალურად „შეჭამს“.

ავეჯთან კომბინაცია – ფარდა არა მხოლოდ შპალერის, არამედ რბილი ავეჯის ფერში შეგიძლიათ შეარჩიოთ. შეგიძლიათ ერთი ფერის სამი ელფერი გამოიყენოთ ან დივნის/სავარძლის ფერი ფარდა შეარჩიოთ. თუ რბილი ავეჯი საერთო ინტერიერთან კონტრასტს ქმნის, მაშინ ამავე ფერის ფარდით ჰარმონიულ, საინტერესო ინტერიერს შექმნით.

ტექსტილი ინტერიერში – თუ კედელი, ავეჯი და იატაკი სხვადასხვა ფერის შეიძლება იყოს, აქ, ფერის პალიტრაში ჰარმონიის მიღწევა აუცილებელია. თუ ფარდა არაფერს ედრება, საერთო სურათს იმავე ფერის დივნის გადასაკრავი ან დეკორატიული ბალიშები შემატეთ. ფარდაზე ნიმუშები ინტერიერის განწყობის შესაბამისობაში დაგეხმარებათ.

ფარდის მასალა – საძინებლის ინტერიერში ფარდა მომაბეზრებელი არ უნდა იყოს. სასურველია, ამ ოთახისთვის ნატურალური ქსოვილი გამოიყენოთ: სელი, ბამბა. ღია ინტერიერი საძინებლში დაგამშვიდებთ და მოდუნებაში ხელს შეგიწყობთ. მნიშვნელოვანია შეარჩიოთ ისეთი ფარდა, რომელიც მზის სინათლეს არ ატარებს. მუქი სქელი ხავერდის ფარდა შეგიძლიათ სამუშაო კაბინეტისთვის გამოიყენოთ, ხოლო ღია აქცენტური ფარდა მისაღები ოთახისთვის.

ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ, რომ მასალის არჩევას დრო დაუთმოთ, თუ ინტერიერის სტილი ჯერ ვერ გადაწყვიტეთ. ბევრი არ იფიქროთ, აირჩიეთ ღია ფარდა, რომელიც მეზობლების ცნობისმოყვარე თვალისგან დაგფარავთ და არ გაგაღიზიანებთ. ღია ფერები ყოველთვის შეგიძლიათ რაიმეთი გააზავოთ. თუმცა თუ ოთახში ბევრი ღია შეუსაბამო ფერია, სახლის მფლობელი უწესრიგობის გრძნობას ვერ მოიშორებს. თქვენ როგორ შეარჩიეთ ფარდა ოთახში?