როგორ მოვაშოროთ საყვარელ ხალიჩას უსიამოვნო სუნი

ხალიჩა წარსულის გადმონაშთი არაა. ის ინტერიერს სითბოს და სიმყუდროვეს მატებს. რა თქმა უნდა, კედელზე ჩამოკიდება არ ღირს. აი, მისაღებ ოთახში ან სამუშაო კაბინეტში იატაკის ლამაზი ხალიჩის დაგება შეიძლება. მთავარია, გახსოვდეთ, რომ ხალიჩა სწრაფად ჭუჭყიანდება. განსაკუთრებით, თუ სახლში პატარა ბავშვები ან შინაური ცხოველები ცხოვრობენ. Novate გასწავლით, როგორ მოიშოროთ ხალიჩის უსიამოვნო სუნი.

როგორ მოვაშოროთ ხალიჩას უსიამოვნო სუნი – ხალიჩის მასალაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ძლიერ შთანთქავს არომატებს. როგორც წესი, ნატურალური მასალის ხალიჩა უსიამოვნო სუნებს უფრო სწრაფად და მეტს იწოვს, ვიდრე სინთეტიკური. მაგალითად, ასეთი იატაკის საფარი თამბაქოს მოყვარულს დაუყონებლივ გამოაშკარავებს. ოღონდ ამ სუნის მოშორება მარტივი არაა.

ხალიჩებისთვის სპეციალური შამპუნები და არომატიზატორები უკვე დიდი ხანია იყიდება. ინოვაციური მრეცხავი მტვერსასრუტებიც შეგიძლიათ ნახოთ. მართალია, მისი ფასი იკბინება, ხოლო ქიმიური სარეცხი საშუალებების რეგულარულად გამოყენება არ გვსურს. როგორ მოვაშოროთ უსიამოვნო სუნი ხალიჩას?Novate ყოველთვის ცდილობს, რომ გამოცდილი ხალხური მეთოდები გაგიზიაროთ. რაც უფრო მარტივია, მით უკეთესი! დამატებით, სახლში მომზადებული საშუალება საოცარ შედეგს იძლევა და მიზანს მიაღწევთ. ხალიჩის გაწმენდის შემთხვევაში ასე მოხდა.

სახლის დალაგების ინტერნეტ–გურუ, სოფი ხინჩლიფი პატარა ხრიკებს გიზიარებთ. საყვარელ ხალიჩას უსიამოვნო სუნი რომ მოაშოროთ, სოდა მოაყარეთ. სოდის უხვი ფენა უსიამოვნო არომატს შთანთქავს. რამდენიმე საათში (ჩვეულებრივ, 1 საათი საკმარისია) ხალიჩა მტვერსასრუტით გაწმინდეთ.ამ მეთოდით შინაური ცხოველის სუნს მოიშორებთ, რომელსაც ხალიჩაზე წოლა უყვარს. სხვათა შორის, სოდა არა მხოლოდ ხალიჩის, არამედ ძველი, რბილი ავეჯის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, სავარძელი ან დივანი. გარდა ამისა, სოდა ობს და მის სუნს ეფექტურად ებრძვის.

სხვა მეთოდები – გაუმჯობესებული ვარიანტიც არსებობს. ამ შემთხვევაში ცოტა გარჯა მოგიწევთ. სოდას წყალი და რამდენიმე წვეთი საყვარელი ეთერზეთი დაუმატეთ. ფაფა უნდა მიიღოთ. ეს ფაფა მთელ ხალიჩას წაუსვით. 15 წუთში ხალიჩა მტვერსასრუტით გაწმინდეთ. როცა ბოლომდე გაშრება, კვლავ მტვერსასრუტით გაწმინდეთ.

უსიამოვნო სუნი ხალიჩის მფლობელის ერთადერთი პრობლემა არაა. ლაქების მოშორება უფრო რთული საქმეა. თუ საყოფაცხოვრებო ქიმიით ხალიჩის გარეცხვა არ გსურთ, წყალბადის ზეჟანგი გამოიყენეთ. მთელი საწმენდი საშუალება ყველა დროისთვის მოამზადეთ!ყველაფერი მარტივია. 1 ჭიქა თბილი წყალი, 150 მლ წყალბადის ზეჟანგი და 0,5 ჭიქა სოდა აურიეთ. პირველ რიგში, შეამოწმეთ, თუ რა რეაქცია ექნება ხალიჩას ამ საშუალებაზე. უხარისხო მასალის ფერი შეიძლება შეიცვალოს. ცოტა ნარევი ხალიჩის კუთხეში დააწვეთეთ. თუ ყველაფერი კარგადაა, შინაურული საშუალება თამამად გამოიყენეთ, რომ საძულველი ლაქები მოიშოროთ.

თუ გსურთ ხალიჩას თამბაქოს არომატი მოაშოროთ, ძმარი გამოიყენეთ. 9%–იანი სუფრის ძმარი წყალს 1:3 თანაფარდობით აურიეთ. მიღებული სითხე პულვერიზატორში ჩაასხით და შესხურებით მთელი ხალიჩის ზედაპირი დაამუშავეთ. შემდეგ უბრალოდ გააშრეთ.

გაფრთხილებთ, რომ ყველა ეს მეთოდი კლასიკურ ხალიჩაზე გამოგადგებათ. თუ ხაოიანი ხალიჩა გაქვთ, სჯობს ქიმწმენდაში წაიღოთ. ასე ნერვებს და იატაკის საფარის ხარისხს შეინარჩუნებთ.

SOS სიტუაცია – საყვარელმა კატამ შეცდომა დაუშვა და მისი ტუალეტი ხალიჩაში აერია? არ იდარდოთ! პირველ რიგში, სველი ლაქა სალფეთქით მოაშორეთ. ახლა ზემოთ აღწერილი ძმრის ხსნარი დაასხით. როცა ადგილი გაშრება, სოდა უხვად მოაყარეთ. ახლა ლაქას კიდევ ერთი შინაურული საშუალება შეასხურეთ. 1 ჩ/კ თხევადი საპონი, 100 მლ წყალბადის ზეჟანგი და 200 მლ წყალი აურიეთ. ამ ნარევით ხალიჩის ლაქა დაამუშავეთ, 3 საათში ქაფის ნარჩენები მოაშორეთ და ხალიჩა გააშრეთ.

თუ მსგავს პრობლემებთან შეჯახება მოგიწიათ, როგორ გაუმკლავდით? გაგვიზიარეთ მოქმედი ხრიკები, რომლებიც ხალიჩიდან უსიამოვნო სუნის და ლაქების მოშორებაში დაგვეხმარება.