ცოლმა ყურები გამიჭედა ხის სახლზე ლაპარაკით. გიამბობთ, რა ჯდება მისი შენახვა სინამდვილეში

რა ღირს ხის სახლი? ალბათ, მკითხველების უმეტესობა მხოლოდ ასეთი სახლის ფასზე დაფიქრდა, მაგრამ არა. ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენი ერთ–ერთი მკითხველის გამოცდილებას, რომელიც სახლს თავად აშენებს. ნახეთ, რით განსხვავდება ასეთი სახლი, მაგალითად, ქვის ან აგურის შენობისგან და  საერთოდ რა დაგიჯდებათ ასეთი სტრუქტურის მოვლა.

ხის სახლის ღირებულება

ჩვენი მკითხველი, დიმიტრი ყვება, რომ რამდენიმე წლის წინ დამოუკიდებლად ოჯახური ბუდის აშენება გადაწყვიტა: „ბუნებრივი ხისგან ეკოლოგიური სახლის აშენება მსურდა. მთლიანობაში მოვახერხე კიდეც. გარკვეული მინუსებიც აქვს, მაგრამ მათი მოგვარება შესაძლებელია“.

დიმიტრი აღნიშნავს, რომ კედლის ასაშენებლად პროფილირებული ძელები აირჩია. უფრო მეტიც, ხის შენობის ქვეშ საძირკვლის გაკეთება ბევრად მარტივია. მამაკაცი დარწმუნებულია, რომ ქვის შენობის საძირკვლზე მეტი შრომა მოუწევდა.

მშენებლობის თავისებურება – „ბევრი შეიძლება ფიქრობს, რომ ხის სახლი გასული საუკუნეა. ყველას განსხვავებული აზრი აქვს. ზოგს სახანძრო უსაფრთხოება აწუხებს, ზოგიც მოპირკეთებულ მასალებს უპირატესობას ანიჭებს. ამ მიზეზით მორებზე უარი ვთქვი და კედლისთვის უბრალო ძელები გამოვიყენე. ესთეტიკური საერთოდ არაა“ – აღიარებს დიტო.„მხოლოდ ის მაწუხებდა, რომ მშენებლობის და გამოყენების პროცესში შეიძლება კედლებზე პატარა ბზარები გაჩენილიყო. ეს ხის შენობისთვის ბუნებრივი მოვლენაა. მე ხომ შვილები მყავს და სახლში ორპირ ქარს ვერ დავუშვებდი. ფაქტობრივად, შიში უსაფუძვლო იყო, რადგან მცირე ბზარების ამოვსება სპეციალური ჰერმეტიკით მარტივად შეიძლება.“

სასარგებლო ეკონომია – დიმიტრი განმარტავს, რომ ის და მისი ოჯახი სახლის გასათბობად ქვაბს იყენებდს. ასეთი ქვაბის საწვავად შეშის, ქვანახშირის ან სპეციალური საწვავი ბრიკეტების გამოყენება შეიძლება. მკითხველი დარწმუნებულია, რომ ასეთი გათბობა ფულს კარგად ზოგავს.თუ მთელი გათბობის სეზონზე ცენტრალური გათბობის და ნახშირის, შეშის ან ბრიკეტების შეძენის ღირებულებებს დათვლით, ბევრად იაფი გამოდის. რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახის შეშა არსებობს, ზოგი ძვირია, ზოგიც – იაფი. სახლის მფლობელს თავად შეუძლია გადაწყვიტოს, თუ რომელი საწვავი გამოიყენოს.„ელექტროენერგიაზე მცირე ხარჯები გვაქვს, გაზქურა გვეხმარება. სიტყვაზე, ბალონებით ვყიდულობთ. უსაფრთხო გადაწყვეტილება არაა, მაგრამ დროებით შესაფერისია. ერთი ბალონი მთელი 3 თვე გვყოფნის და იაფია. ეკონომია გამოდის.“

თბილი სახლი – დიმიტრი ამბობს, რომ ასეთი სახლი სითბოს დიდხანს ინარჩუნებს. აღნიშნავს, რომ ყველა აუცილებელი სადენი სახანძრო უსაფრთხოების დაცვით გაავლო. ასე მათთან ზედმეტი სითბო, სიცივე და ტენიანობა ვერ აღწევს. ფაქტია, რომ სახლში ტენიანობის პრობლემას შეეჯახა, რადგან მთელი სახლი მინერალური ბამბით დაფარა. სახურავიც და იატაკიც.მამაკაცი აღნიშნავს, რომ ყველაზე მეტი კონდენსატი იატაკის ქვეშაა. ამ პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალური ხვრელები გააკეთა. ასე კიდევ ერთი პრობლემა გამოჩნდა: ცივი წყლის მილი გაიყინა, რომელიც ღია ცის ქვეშ გადიოდა. დიტომ დაზიანებული მილი დათბუნა, ხოლო ჰაერის გამშვებს ახლა ბოლომდე არ ხსნის.

რა ღირს ხის სახლი ახლა – დიმიტრი დარწმუნებულია, რომ ხის სახლის მშენებლობა ბევრი თეთრის დაზოგვაში დაეხმარა. ფულს ავტონომიური საწვავი ქვაბიც ზოგავს. სახლის მშენებლობა გრძელდება, მეორე სართულსა და სახურავზე ჯერ ბევრი საქმეა. როგორ ფიქრობთ, მომგებიანი საქმე დაიწყო? შეიძლება თუ არა ფულის დაზოგვა, თუ საკუთარ ხის სახლში იცხოვრებთ და არა ცენტრალური გათბობის მქონე ჩვეულებრივ ბინაში?