ბენზოხერხმა მრუდედ ხერხვა დაიწყო და ნაცნობ ხელოსანთან პრობლემის მოსაგვარებლად გავიქეცი

ბენზოხერხი ხეების გაჩეხვის და ნებისმიერი რამის გახერხვის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს. არასწორი გამოყენებით შეიძლება კარგი ინსტრუმენტი დაკარგოთ. გაუმართაობის მიზეზი ან ფაქტი, რომ ხერხი სხვა მხარეს გადის, შეიძლება სხვა პრობლემაზე საუბრობდეს. Novate ეცდება გაარკვიოს, რატომ გადის ხერხი გვერდზე და მრუდედ ხერხავს.

ბენზოხერხის გამოყენება – ბენზოხერხის გამოყენებისას ინსტრუმენტი სწორი მიმართულებით უნდა დაიჭიროთ. ბენზოხერხი მარტივი ინსტრუმენტი არაა და თუ მხერხავს მის დასაჭერად საკმარისი ძალა არ აქვს, ხერხი მუშაობის დროს გვერდს იცვლის. ასე საწვავზე ხარჯი იზრდება და ეს საჭრელ მასალაზე ხერხის ტრაექტორიის გაზრდას იწვევს. ამის გამო ხერხი ცვდება და ვარსკვლავაზე დატვირთვა იზრდება, ინსტრუმენტის მწარმოებლურობა მცირდება.

ბენზოხერხი მრუდედ ხერხავს რამდენიმე მიზეზით: კბილები თანაბრად გალესილი არაა, ხერხის ჯაჭვი აწეული არაა ან ხერხის ნაბიჯს არ ემთხვევა. ზოგჯერ ხერხის თავი უბრალოდ ცვდება. თუ სახერხი მასალის სიმრუდეს დროულად ყურადღებას არ მიაქცევთ, მალე ხერხის ძრავის შეკეთება მოგიწევთ.

პირველ რიგში, ჯაჭვი შეამოწმეთ. მრუდე ხერხის მიზეზი შეიძლება უთანაბროდ გალესილი კბილები იყოს. თითოეული კბილი წინა კბილთან მიმართებაში სწორად გალესილი უნდა იყოს. სხვადასხვა დაშორების შემთხვევაში დისბალანსი წარმოიქმნება და ინსტრუმენტი ხერხვისას მხარეს იცვლის.

ასევე ჯაჭვის დაჭიმულობა უნდა შეამოწმოთ. ისე უნდა იყოს დაჭიმული, რომ ბენზოხერხის სამი კბილი ჩანდეს. ზოგჯერ ჯაჭვი ერთი მხრიდან ცვდება. ამ დროს უბრალოდ მოხსენით და მხარე შეუცვალეთ. თუ ორივე მხრიდან გაცვეთილია ან ხერხის სხვა დეტალს არ შეესაბამება, მთელი ინსტრუმენტი სწრაფად გაცვდება.

სალტის ცვეთა – ჯაჭვი უფრო სწრაფად ცვდება, ვიდრე სალტე, მაგრამ ისიც უნდა შეიცვალოს. როცა ერთ სალტეზე 3 ჯაჭვი ცვდება, დროა გამოცვალოთ. ზოგჯერ სალტის ცვეთის დანახვა რთულია. ამის გასაგებად კუთხოვანით შეამოწმეთ. სწორ ზედაპირზე სალტე დადეთ და კუთხოვანა მიამაგრეთ.

დამწყებმა სჯობს კბილები ზუმფარის ქაღალდით გალესოს. ყოველი 15 საათიანი ხერხვის შემდეგ ხერხის კბილები უნდა გალესოთ. 2 თვეში ერთხელ ინსტრუმენტი სახელოსნოში წაიღეთ, სადაც ამას პროფესიონალი გააკეთებს. დამოუკიდებლად შეგიძლიათ ხერხის კბილები ქლიბით გალესოთ, მაგრამ არსებობს წესი. ხერხის თითოეული კბილი ერთნაირი რაოდენობით უნდა გაილესოს, წინააღმდეგ შემთხვვეაში არათანაბარ სიმკვეთრეს მიიღებთ. ზოგჯერ ხერხის მფლობელი უბრალოდ ვერ ამჩნევს, როგორ გადადის ხერხით მყარ საგანზე და კბილები უბრალოდ იშლება.

თუ სალტე ზემოდან და ქვემოდან კუთხოვანას კედელს ეხება, დროა შეცვალოთ. თუ მრუდე ნახერხი შეამჩნიეთ, კბილები, ჯაჭვი და სალტე შეამოწმეთ. არასდროს შეიძინოთ ავეჯი ხერხისთვის, სანამ ზუსტი ზომები არ გეცოდინებათ. თუ არ იცით, როგორ არის მოწყობილი მექანიზმი, სჯობს დამოუკიდებლად არ დაშალოთ.