პლასტმასის ფანჯრის რაფას ვწმენდ და საძულველ სიყვითლეს დიდი ხნით ვიშორებ

დიასახლისების უმეტესობა იატაკს გულმოდგინედ წმენდს, ჭურჭელს, სამუშაო ზედაპირს და თეთრეულს დროულად რეცხავს. რატომღაც ბევრს ავიწყდება, რომ სახლში ფანჯრის რაფასაც რეგულარული წმენდა სჭირდება. Novate გთავაზობთ ეფექტურ საშუალებებს, რომლებიც პლასტმასის ფანჯრის რაფის სწრაფად გარეცხვაში დაგეხმარებათ.

როგორ გავწმინდოთ ფანჯრის რაფა სახლში – ჭუჭყიანი ფანჯრის რაფა ოთახის გარეგნულ იერს კარდინალურად აფუჭებს. როგორ მოვაშოროთ ჭუჭყი თეთრ პლასტმასის ფანჯარას? სინამდვილეში, ყველაფერი ძალიან მარტივია. თეთრებად ღირებული საშუალება სახლში სისუფთავის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

სარეცხის საპონი – თუ ჩვეულებრივი თხევადი საპონი ან ჭურჭლის სარეცხი საშუალება არ მოქმედებს, უკეთესი ვარიანტი გვაქვს. დიასახლისის საპონი (ოღონდ არა თხევადი, არამედ მყარი) ჭუჭყს სწრაფად გაუმკლავდება. საქმე იმაშია, რომ მასში უფრო ბევრი ტუტე შედის, ვიდრე ჩვეულებრივ საპონში. სწორედ ამიტომ, ცხიმის ლაქაც მარტივად ამოყავს.

საპონი სახეხზე გახეხეთ და თბილ წყალში გახსენით. ახლა საპნიანი ნარევი ფანჯრის რაფას წაუსვით. თუ ჩამჯდარი ჭუჭყია, საპნიანი ნარევი 30 წუთით გააჩერეთ, შემდეგ კარგად გაწმინდეთ. ეს ფანჯრის რაფის გაწმენდის ერთ–ერთი ყველაზე უსაფრთხო და ეკოლოგიური მეთოდია.

სარეცხი ფხვნილი – თუ საპონი ფანჯრის რაფაზე ჭუჭყს ვერ უმკლავდება, ნებისმიერი ფირმის სარეცხი ფხვნილი სცადეთ. მათეთრებელი საუკეთესო ვარიანტია. ასე ლაქებს მოიშორებთ და ზედაპირს გააღიავებთ.

სარეცხი ფხვნილი ფანჯრის რაფას მოაყარეთ და სველი ღრუბლით ჯერ ლაქა, შემდეგ მთელი რაფა გახეხეთ. წარმოქმნილი ქაფი წყლით კარგად მოაშორეთ და გაამშრალეთ. თუ ფანჯრის რაფა PVC ფირით არის შესრულებული, ფხვნილის მეთოდი არ გამოგადგებათ. ღრუბლის უხეში მხარე ნაკაწრებს დატოვებს.

მინის საწმენდი საშუალება – მინის საწმენდი საშუალება ფანჯრის რაფაზე ჭუჭყს და ლაქას უმკლავდება. დამატებით, მისი გამოყენება ძალიან მოსახერხებელია. მსგავსი საშუალებების უმეტესობა მოსახერხებელ სპრეის ბოთლში იყიდება.

უბრალოდ საშუალება ფანჯრის რაფაზე გააფრქვიეთ, რბილი ჩვრით გაწმინდეთ და წყლით ჩამორეცხეთ. ჩამჯდარი ჭუჭყის შემთხვევაში საშუალება დროებით შეგიძლიათ დატოვოთ ან პროცედურა რამდენჯერმე გაიმეოროთ.

ძმარი – თეთრებად ღირებული საშუალება, რომელიც, ალბათ, ყველა დიასახლისს სახლში აქვს, მაღაზიაში ნაყიდ საშუალებაზე ცუდად არ მუშაობს. ძმარი ცხიმის ლაქას კარგად შლის, ჟანგს აშორებს, ასევე ფანჯრის რაფას ათეთრებს.

თავდაპირველად, ძმარი წყალს 1:1 პროპორციით აურიეთ, შემდეგ ფანჯრის რაფას წაუსვით და 10-15 წუთით გააჩერეთ. ხსნარი ფრთხილად ჩამორეცხეთ და ფანჯრის რაფა გაამშრალეთ. პროცედურა გაიმეორეთ, თუ მთელი ლაქა არ გაქრა. თუ თქვენს ფანჯრის რაფაზე PVC ფირია, განსაკუთრებით ფერადი, ძმრით ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავეთ. საქმე იმაშია, რომ ძმარს ზედაპირის ფერის შეცვლა შეუძლია.

ძმრისა და სოდის ნარევი – თუ ფანჯრის რაფაზე ძველი, ჩამჯდარი ლაქაა, ძვირადღირებული საწმენდი საშუალების გამოყენება არ იჩქაროთ. ძმრისა და სოდის ნარევზე დაფიქრდით. საშუალება რთულად ამოსაყვან ლაქებთან ბრძოლაში რეკომენდებულია.

თავდაპირველად, სოდა სველი ღრუბლით ჭუჭყიან ადგილს თხელ ფენად წაუსვით. შემდეგ ზემოდან ცოტა ძმარი დააწვეთეთ. ქიმიური რეაქციის დასრულებას დაელოდეთ და ნარევი ჭუჭყთან ერთად მოაშორეთ. აუცილებლობის შემთხვევაში პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ.

კბილის პასტა და ცარცი – კბილის პასტისა და ცარცის ნარევი აბრაზიული თვისებების წყალობით ლაქებს წმენდს და ზედაპირს ათეთრებს. თავდაპირველად, ცარცი კარგად დაფშვენით. ცარცის ფხვნილი და პასტა თანაბარი პროპორციით აურიეთ და სველ ღრუბელზე წაუსვით, ფანჯრის რაფას მსუბუქად შეაზილეთ. ცოტა ხნით დატოვეთ. მას შემდეგ, რაც ჭუჭყი გაქრება, ნარევი წყლით მოაშორეთ და ზედაპირი გაამშრალეთ.

სისუფთავეს და სახლის ბზინვარებას გისურვებთ