ჩინელმა ბებიამ მიბრძანა გადავაგდო 7 ნივთი, რის გამოც ყოველთვის სუსტად და დაღლილი ვარ

სახლში ცუდი ნივთები მხოლოდ მტვერს არ აგროვებს და ფეხებში არ გვედება, არამედ ჩვენს ენერგიას იწოვს. შეუმჩნევლად ავად ვხვდებით, მუდმივად დაღლილობას და ძვლების მტვრევას ვუჩივით. თითქოსდა, რატომ? დაავადების ნიშნები არ გვაქვს, მაგრამ გაჩნდა მოთენთილობა, აპათია, სიზარმაცე.

ჩინელი უხუცესები დიდი ხანია ამბობენ, რომ სახლი მიკროსამყაროა, სადაც მხოლოდ თქვენ ხართ მფლობელი. ყველაფერი, რაც თქვენს საცხოვრებელში ხდება, თქვენს განწყობაზე დაუყონებლივ აისახება. ზედმეტი ხარახურა, ცუდი რემონტი, სუნი, გარედან ხმაური – ყველაფერს ადამიანის დათრგუნვა ქვეცნობიერ დონეზე შეუძლია. ჩუმად გროვდება და ნამდვილ პრობლემად იქცევა. Novate გიამბობთ, თუ რომელი ნივთები მიეკუთვნება „ცუდის“ კატეგორიას.

ცუდი ნივთები

გამხმარი ყვავილები – ზოგისთვის მკვდარი გამხმარი ყვავილები და მცენარეები საინტერესოდ გამოიყურება. დროში გაყინული ბუნება, რომელსაც ყველა მხრიდან შეგიძლიათ შეხედოთ. შესაძლოა, ასეთ ჰერბარიუმში რაღაც არის, მაგრამ მასში შეიძლება მიკროსკოპული მწერები დასახლდნენ. სიცოცხლის ჯაჭვის ნაწილი. გარდა ამისა, ენერგეტიკულად მკვდარი მცენარე ან ფიტული ჩვენზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. გამხმარი ყვავილი ამად არ ღირს.

გაბზარული ჭურჭელი – ზოგადად, სახლში გაბზარული ჭურჭლის ქონა გასაკვირია. ნორმალური სახლების უმეტესობაში ყოველთვის საკმარისი ჭურჭელია. რესტორანი არაა, მაგრამ რამდენიმე სტუმრისთვის მაგიდაზე დასადებად ჭურჭელი მოიძებნება, მაგრამ რატომღაც დიასახლისები ხშირად გაბზარულ თეფშს ან ჭიქას არ აგდებენ. რატომ? სტუმრებთანაც ვერ გაიტანთ და თქვენთვისაც არაკომფორტულია. ძველი რწმენის მიხედვით, ასეთ ჭურჭელს დარდის მოტანა შეუძლია. გადააგდე და ამაზე აღარ იფიქრო.

ნახატი დამდგარი წყლით – გასაკვირია, მაგრამ ისეთი უვნებელი ნივთი, როგორიც ნახატია, შეიძლება სახიფათო იყოს. ტბა ან გუბე სასიცოცხლო ნაკადის შეჩერებასთან, დაგუბებასთან ასოცირდება. ეს ენერგია შეიძლება მფლობელზე გადავიდეს. მუდმივი დაბრკოლება კარიერაში, პრობლემები პირად ცხოვრებაში, ძალიან ნელი პიროვნული განვითარება ან საერთოდ არ ქონა. სჯობს დაკიდოთ ნახატი ჩანჩქერით ან მღელვარე ზღვით. აი, მოქმედების მესიჯი!

ძველი ფეხსაცმელი – უმეტესობა ჩვენგანი საყვარელ წყვილ ფეხსაცმელს ან ბოტასს თავს ევლება და დამშვიდობება არ სურს მაშინაც კი, თუ უბრალოდ ხარახურას წარმოადგენს. მას ანტრესოლზე ან თაროს, კარადის შორეულ კუთხეში ინახავენ. და სულ ტყუილად. ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორი ენერგია შეიწოვა, სანამ ვატარებდით. არადა ფეხსაცმელი ყველაფერს ინახავს. მხოლოდ ნაგავსაყრელზე!

საჩუქარი–მოჩვენება – რაც უფრო დიდხანს ვცხოვრობთ, მით უფრო მეტ მეგობარს და ნაცნობს ვკარგავთ. ზოგს უთანხმოების გამო ვკარგავთ, ზოგიც იქ მიდის, საიდანაც აღარ ბრუნდებიან. ორივე შემთხვევაში მათი საჩუქრები უნდა მოიშოროთ. პირველის მფლობელის ენერგია ადრე თუ გვიან თქვენგან მთელ ძალას შთანთქავს. ასეთია ამ საჩუქრების ბუნება. საერთო ფოტოები მოგონებას და ნოსტალგიას შესანიშნავად გადმოსცემს.

ნიჟარები და ქვიშა – წარსული მოგზაურობის სუვენირი მხოლოდ გაოცებას იწვევს. ის ინტერიერში არ ჯდება, მტვერს აგროვებს და სახლში ადამიანს საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. ეს ბუნება, მისი ბუნებრივი კომპონენტებია. ქვიშის ადგილი სანაპიროზეა, ნიჟარის წყალში. თქვენი ორგანიზმი ასეთ პარადოქსულ ენერგეტიკულ ტალღებს ვერ გაუმკლავდება. თავის ტკივილი – მხოლოდ პირველი ნიშანია.

ძველი გასაღები – კიდევ ერთი ნივთი კატეგორიიდან „გამომადგება“. რისთვის? შესაძლოა კარი ან საკეტი უკვე აღარ გაქვთ, ნაგავსაყრელზე გადააგდეთ. გასაღები კი ბინაში რჩება და ცუდ ენერგიას იზიდავს. კიდევ რა უნდა გააკეთოს? ის ხომ დანიშნულების ნივთს დააშორეს. მისგან მომავალი ნეგატივი ბინაში ნამდვილად არ გჭირდებათ. საერთოდ, როგორი აზრები სტუმრობს ადამიანს, რომელიც გაუგებარ გასაღებებს ინახავს? თადარიგიანობა, სიხარბე? გაუგებარია.

ორი სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, ფიზიკური და სულიერი, ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. არა მხოლოდ ხილული და გაცნობიერებული ნივთები არსებობს. არის ისეთიც, რასაც ენერგიას ვუწოდებთ და ის ყოველთვის გარს გვახვევია, ჩვენზე პირდაპირ გავლენას ახდენს. უძველესი დროიდან ყველა კონტინენტზე ხალხმა ამის შესახებ იცოდა და ესმოდა. მაშინ რატომ არ უნდა მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ მათი რჩევები?