გამძლეობა ულაზათოს წინააღმდეგ: როგორ ავეჯს იყენებდნენ ჩვენი ბებია–ბაბუები

როგორი საკამათო განცხადებაც არ უნდა იყოს, საბჭოთა კავშირის პერიოდში ინტერიერის დიზაინი მაინც იყო. მართალია, ბინას ულაზათოდ აფორმებდნენ, თუმცა ინტერიერში ერთი შეხედვით შეუსაბამოს შეთავსება საბჭოელი მოქალაქისთვის ჩვეული იყო. მოსაპირკეთებელი მასალების და ავეჯის დეფიციტი ასეთ აუცილებლობას ითხოვდა. ზოგჯერ ამ მცირე ნივთებიდან ოთახების გემოვნებით მოწყობა შეიძლებოდა.

ინტერიერის ნივთები საბჭოურ ბინაში

1. კედლის კარადა

ალბათ, კაცობრიობის ისტორიაში კორპუსის ავეჯის ყველაზე ფართო ვარიანტი. ეს გაზვიადება არაა. სსრკ–ს დაშლის შემდეგ ხალხმა ბევრი ახალი ავეჯი ლამაზი დიზაინით იხილა. კედლის კარადა, რომლის სიგრძე 10 მ–ს აღწევდა, უკვე აღარ აწარმოებენ. ამ კარადაში ოჯახის ყველა ნივთი ინახებოდა: ჭურჭელი, ტანსაცმელი, წიგნები, წამლები. სია უსასრულოა. პრაქტიკული და რაციონალური ხალხი კედლის კარადას დიდად აფასებდა. სრულყოფილი ავეჯია, რომელიც მისაღებ ოთახში კომპაქტურ სერვანტს ცვლიდა. რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელს იყენებდნენ ოჯახში, რომელთაც გარკვეული მიზეზით იმ დროისთვის მოდური კედლის კარადის შეძენა არ შეეძლოთ. მისაღები ოთახის ინტერიერში კედლის კარადა ოჯახის კარგ შემოსავალზე საუბრობდა.

2. მისაღები ზონა

ის ორი სავარძლისა და ჟურნალის მაგიდისგან შედგებოდა. აღსანიშნავია, რომ ავეჯი წარმოუდგენელი გამძლეობით გამოირჩეოდა. მაღალი ხარისხის საიდუმლო იმაშია, რომ სავარძელს ნატურალური ხისგან ამზადებდნენ.

3. მაგიდა

ძირითადად, საკვების მისაღებად გამოიყენებოდა. საბჭოურ ბინაში სამზარეულო პატარა ფართობს იკავებდა. ამ მიზეზით ბევრ ოჯახს მაგიდა სკამებიანად უფრო ფართო ოთახში, მისაღებში გაჰქონდა. საბჭოელი ოჯახისთვის ნამდვილი აღმოჩენა გახდა ახალი ავეჯი – მაგიდა–წიგნი, რომლის სიგრძის დარეგულირება შეიძლებოდა.

4. ტელევიზორი

თანამედროვე ადამიანი მაღალ კედელზე დაკიდულ თხელ ტელევიზორს იმდენად მიეჩვია, რომ ამ ტექნიკის სხვა კონსტრუქციული გადაწყვეტილება არ ესმით. ჩვენი ბებია–ბაბუები უყურებდნენ ტელევიზორებს, რომელთაც დიდი ნათურის მოწყობილობები ჰქონდათ. მათ ოთხ ფეხზე დგამდნენ. სურვილის შემთხვევაში შესაფერისი ზომის ტუმბოზე (საკმაოდ დიდი) შეგეძლოთ დაგედოთ.

5. საკერავი მანქანა

ფეხის საკერავი მანქანაც ინტერიერის ნივთს წარმოადგენდა. მართალია, მისი ქონა ყველას არ შეეძლო. სწორედ ამიტომ, საკერავი მანქანის ქონა დაუფარავი სიამაყის მიზეზი იყო. მისი დახმარებით არა მხოლოდ ახალ ტანსაცმელს კერავდნენ და ძველს აკეთებდნენ, არამედ სახურავის დახმარებით საწერ მაგიდად იყენებდნენ. ოთახის ინტერიერში ცალკე ნივთს წარმოადგენდა.

6. სამზარეულოს ავეჯი

ყველა საბჭოელი ქალის ოცნება იყო. შიდა ინდუსტრია მხოლოდ მცირე ზომის სამზარეულოს ავეჯს აწარმოებდა. ფერების არჩევანი საკმაოდ შეზღუდული იყო. ავეჯი თეთრი ან ხისფერი იყო. აღსანიშნავია, რომ ასეთი ავეჯის წარმოება ბიუჯეტურ ვარიანტად იყო ჩაფიქრებული. სწორედ ამიტომ, დაპრესილი ნახერხი ხისგან დამზადებულ დაფებს იყენებდნენ. იმის გაცნობიერებით, რომ კონსტრუქცია საიმედო არაა, გამოცდილი მამაკაცები სამაგრებს აძლიერებდნენ და სამზარეულოს ფასადის გაფორმებასაც ცვლიდნენ.

7. აჟური

თითქმის ყველა ბინაში, სადაც დიასახლისი იყო, მაგიდას აჟურულ გადასაფარებელს აფარებდნენ. აჟურული ტექნიკით ნაქსოვ სალფეთქებს ინტერიერის ბევრ ნივთს აფარებდნენ, დაწყებული შემოსასვლელში ტუმბოთი და ტრიუმოთი და დამთავრებული ტელევიზორით და საკერავი მანქანით. ყველაზე მარჯვე დიასახლისები სახლს აჟურული ფარდებით აფორმებდნენ.

8. ხალიჩა

თანამედროვე ინტერიერში ხალიჩას იატაკზე აგებენ. საბჭოთა პერიოდში, კი კედლებს აფორმებდა. სსრკ–ს დროს „შიშველი“ კედლის დატოვება მიღებული არ იყო. მასზე ან ხალიჩა ან პლაკატი უნდა ყოფილიყო გაკრული. ეს შეიძლება ყოფილიყო პატარა და ხელმისაწვდომი ფასის გობელენი, რომელზეც მთები და სხვა რამ იყო გამოსახული. უფრო მოდურად სქელი და ბეწვიანი ხალიჩა ითვლებოდა. აღსანიშნავია, რომ ეს უბრალოდ ბინის გაფორმება არ იყო. კედელზე გაკრული ხალიჩა ოთახში სითბოს ინარჩუნებდა, ასევე ერთგვარ ხმის იზოლაციას წარმოადგენდა, მეზობლების ხმამაღალ საუბარს ახშობდა.

საბჭოური ავეჯის უპირატესობა – ახლა საბჭოური ავეჯი მოძველებული და ნაკლებად მიმზიდველია, მაგრამ რიგი უპირატესობები აქვს.

  1. მაღალი ხარისხი. მარტივი ფორმების და „მოსაწყენი“ ფერების მიუხედავად, სსრკ–ს დროს წარმოებული ყველა დივანი და სავარძელი თანამედროვე მოდელებს გამძლეობით სჯობს. ამაზე არავინ კამათობს. საბჭოური ავეჯი ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა მხოლოდ იმიტომ, რომ მოძველდა, თუმცა კარგად შენახულია.
  2. კომპაქტური ზომები. ძველად ავეჯს სტანდარტული ბინებისთვის აწარმოებდნენ, სადაც ჭერის სიმაღლე 2 მეტრზე მაღალი არ იყო, ხოლო კარები – ვიწრო. სწორედ ამიტომ, რბილი და კორპუსის ავეჯი საკმაოდ კომპაქტური და დაბალი იყო. დიდ ადგილს არ იკავებდა.
  3. ფეხების ქონა. თანამედროვე კარადების და დივნებისგან განსხვავებით საბჭოური ავეჯის ქვეშ გამოგვა შეგიძლიათ. მაღალი ფეხები სავარძელს, სერვანტს, გარდერობს და სხვა ნივთებს ჰქონდა.