2022 წლის 10 აქტუალური ტრენდი ინტერიერში. ასე გააფორმეთ, რომ უგემოვნოს სახელი არ გაგივარდეთ

თუ 2022 წელს სახლში რემონტს გეგმავთ, აუცილებლად გაეცანით ინტერიერის დიზაინის მოდურ ტენდენციებს, რომ რემონტის შემდეგ ბინას მოდური და თანამედროვე თამამად უწოდოთ. Novate ყველა აქტუალურ ტრენდს გიზიარებთ, დაწყებული მოთხოვნადი ფერებით და დამთავრებული მოსაპირკეთებელი მასალებით.

ზოგადი ტენდენციები

1. ჯაპანდი

თავისი არსით, მინიმალიზმის ერთ–ერთი მიმართულებაა, რომელიც იაპონურ და სკანდინავიურ მიმართულებებს (Japan + Scandi = Japandi) ჰარმონიულად აერთიანებს. პირველი სტილიდან თავშეკავებულობა, სიმარტივე და ლაკონურობა აიღო, ზედმეტი დეტალების არ ქონა და ყველაფერში წესრიგი, მეორესგან – პრაქტიკულობა, სიმყუდროვე, ბუნებრივი მასალების მიმართ სიყვარული. 2022 წელს ჯაპანდის აქტუალობა განპირობებულია იმით, რომ ყველა გლობალურ ტრენდს აკმაყოფილებს, მათ შორისაა გაცნობიერებული მოხმარება, ბუნებასთან კავშირი და ყველაფერში ზომიერება.სტილის მახასიათებლები:

  • ფუნქციურობა. სტილი სილამაზის გამო პრაქტიკულობას არასდროს სწირავს. რა თქმა უნდა, დიზაინი მნიშვნელოვანია, მაგრამ ფუნქციური მხარე უფრო ჭარბობს.
  • მარტივი ფორმები. ჯაპანდის ინტერიერში სწორი ხაზები და მრგვალი ფორმები ჰარმონიულად ერთიანდება. ჩაფიქრებულ ფორმებს ვერ შეხვდებით.
  • დაბალი ავეჯი. ხრუშჩოვის ტიპის ბინისთვის ჩვეულია, რადგან დაბალფეხიანი ავეჯი ჭერს ვიზუალურად ზრდის.
  • ორგანიზებული, დეტალებამდე გათვლილი, ნივთების შენახვის სისტემა სხვადასხვა ყუთების, კალათების და ორგანაიზერების დახმარებით.
  • მინიმალური დეკორი. არაფერი ჭრელი, ღვლარჭნილი და პომპეზური. მაქსიმუმ – ცოცხალი მცენარეები, მინიმალისტური პანო და დახვეწილი ფერწერა.
  • ბუნებრივი ფერები.
  • ერთფერიანი ტექსტილი.

2. მინი ოფისი

პანდემიამ სამუშაოს მიმართ ჩვენი დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეცვალა. თუ ადრე ოფისი ერთადერთ შესაძლო ფორმატად ითვლებოდა, ახლა კარანტინის შემდეგ სახლის ოფისის რეჟიმში მუშაობა გვიწევს. თუ თქვენი კომპანია კვლავ გრაფიკით მუშაობს და დილით 6:00 საათზე ადგომა გიწევთ, რომ ოფისში დროულად მიხვიდეთ, გარანტია არ არსებობს, რომ მორიგი ლოქდაუნი არ დაიწყება. სწორედ ამიტომ, კარგად მოწყობილ სამუშაო ადგილზე წინასწარ იზრუნეთ.დაგვეთანხმეთ, ნოუთბუქი სამზარეულოს მაგიდაზე კარგი იდეა არაა. პატარა იზოლირებული კაბინეტი, კომფორტული სავარძელი და მაგიდა, აუცილებელი რაოდენობის თარო, ყუთი, კარგი განათება – ეს უკვე სხვა საქმეა.ამ ტრენდში რამდენიმე მნიშვნელოვანი თავისებურება გამოიყოფა:

  • მრავალფუნქციური ავეჯი–ტრანსფორმერი. ერთოთახიანი და სტუდიოს ბინისთვის იდეალურია. ნებისმიერ დროს შეგიძლიათ დაკეცოთ და ადგილი გაათავისუფლოთ ან ინტერიერის სხვა ავეჯად გადააკეთოთ.
  • სწორი ზონირება. მუშაობას ვერ შეძლებთ, თუ ოჯახის წევრების თვალწინ იმყოფებით. სწორედ ამიტომ, ტიხრის, შირმის ან ეკრანის ქონა აუცილებელია. ასე განმარტოებას შეძლებთ.
  • კაბინეტი ლოჯიაში. ყველა შესაძლო ვარიანტიდან საუკეთესო გამოსავალი, რადგან სრულ ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს და ხელს არავინ შეგიშლით.
  • სივრცის სწორი გამოყენება. პატარა ბინაში თითოეული სანტიმეტრი მნიშვნელოვანია, ამიტომ ფანჯარასთან კაბინეტის მოწყობა წარმატებული გამოსავალია. ამ შემთხვევაში ფანჯრის რაფა შეგიძლიათ სამუშაო მაგიდად გამოიყენოთ.

3. რბილი ხაზები

უხეში მართკუთხა ფორმები თანდათან ქრება. ახლა დიზაინერები გლუვ, მოკვერცხილ ხაზებს უპირატესობას ანიჭებენ. შედეგად, ინტერიერი რბილდება, უფრო მსუბუქი, ჰაეროვანი და ძალდაუტანებელი ხდება. მისაღებ ოთახს დივანი–ნახევარმთვარე ამშვენებს, სამზარეულოს – მრგვალი სასადილო მაგიდა და სკამი მომრგვალებული საზურგით, საძინებელს – საწოლი რბილი ძირით, რომელიც თუნდაც მართკუთხა ფორმაში უფრო ნაზად გამოიყურება, ვიდრე ადრე.

4. სააბაზანო ოთახი სპას სტილში

ეს ტენდენციაც კოვიდის შემდეგ წარმოიშვა და ადამიანის ცხოვრებაში სახლის როლის გადახედვას უკავშირდება. იმ დროს, როცა ყველა სილამაზის სალონი და ფიტნეს ცენტრი დაიხურა, უნდა გადაეწყვიტათ, როგორ ჩაეტარებინათ სილამაზის პროცედურები სახლის პირობებში. აღმოჩნდა, რომ სახლში სპას ორგანიზება რთული არაა. ამისთვის აუცილებელი არაა კერძო სახლი ან დიდი სააბაზანო ოთახი გქონდეთ. მთავარია, იცოდეთ, რა გამოიყენოთ სააბაზანო ოთახის გასაფორმებლად. დაგეხმარებათ:

  • ხე, მარმარილო, ბამბა და სხვა სასიამოვნო ხელშესახები მასალა.
  • ჩაფიქრებული განათება. განათების რამდენიმე სცენარი აუცილებლად უნდა იყოს, დაწყებული ზედა განათებით და დამთავრებული დახშული განათებით, რომელიც მოდუნებას ხელს უწყობს.
  • არომათერაპია. წყლის პროცედურის დროს თაროებზე საყვარელი სანთლები დააწყვეთ და არომადიფუზორი გამოიყენეთ.
  • სივრცის ზონირება. სტანდარტული სააბაზანო ოთახის პატარა ზომის მიუხედავად მასში უნდა განთავსდეს დასაბანი ზონა, სარეცხი ზონა და ა.შ. გირჩევთ, ეს ზონები გამოყოთ ფერებით, სხვადასხვა ტექსტურით, დეტალებით და ა.შ.

ფერები

1. ძირითადი

პალიტრა თავისი უნივერსალურობის წყალობით მოდიდან არასდროს გადავა. შავი, თეთრი, კრემისფერი, ნაცრისფერის და ყავისფერის ყველა ელფერი ნებისმიერ ინტერიერში ჯდება და ბევრ ელფერთან წარმატებულ კომბინაციას ქმნის. ამ ფერებით შეცდომას არ დაუშვებთ, რადგან საკმაოდ ნეიტრალურია. მსგავსი ფერები ზედმეტად მოსაწყენი რომ არ იყოს, 1–2 ღია ფერში გააზავეთ. მათი დახმარებით აქცენტებს გააკეთებთ, გარკვეულ დეტალებს ან ზონებს გამოყოფთ.შენიშვნა: თუ არჩევანს მონოქრომულ პალიტრაზე აკეთებთ, ინტერიერს სხვადასხვა ტექსტურით მოცულობა შემატეთ. რამდენიმე გამოიყენეთ. გლუვი ზედაპირების და რელიეფების, რბილი და უხეში მასალების კონტრასტი მოდურად გამოიყურება.

2. ყვითელი

იყო დრო, როცა ყვითელი ინტერიერისთვის ძალიან კაშკაშად ითვლებოდა – მისთვის წყვილი ფერის შერჩევა რთული იყო, მთელ ყურადღებას იზიდავდა და სწრაფად გვბეზრდებოდა. ბოლო დროს მისი პოპულარობა მოულოდნელად გაიზარდა და მსგავსი ტენდენცია უახლოეს მომავალში შენარჩუნდება. ახლა ყვითელი მზესთან და D ვიტამინთან ასოცირდება, რომელიც ბინაში უნდა შეუშვათ, რომ მყუდროება და უსაფრთხოება იგრძნოთ. იმის გათვალისწინებით, რომ სახლში მეტ დროს ვატარებთ, სივრცე უნდა გვახარებდეს და ენერგიით გვმუხტავდეს. რა შეასრულებს ამ ამოცანას თბილ ყვითელზე უკეთ? თუ ეს ფერი გაინტერესებთ, Pantone–ს და Coloro-ს მიერ წარმოდგენილ მოდურ ფერებს გადახედეთ:

  • თბილი კარაქისფერი ჩრდილი
  • ყვითელ–ნარინჯისფერი მანგოს სორბეტი
  • ჩალისფერი
  • დამტვერილი ჟანგმიწა

3. მინერალური ელფერები

2022 წელს თბილი ელფერები ფავორიტებს შორისაა, მაგრამ ცივი პალიტრის დავიწყება არ ღირს. ახლა ძალიან მოდურია საფირონის, გრაფიტის, კვარცის, მალაქიტის და სხვა მინერალური ელფერები.ქვის, მარმარილოს, ხის, თიხის და კერამიკის ტექსტურებთან კომბინაცია იდეალურია. ცივი პალიტრის გამოყენებისას მნიშვნელოვანი დეტალი არსებობს. თუ ოთახში ბევრი მზის სინათლე ფანჯრიდან ხვდება, შერჩეული ფერი შეგიძლიათ კედლის, სამზარეულოს ავეჯის და სხვა მთავარი ელემენტების გასაფორმებლად გამოიყენოთ. თუ შენობა ბნელი და ცუდად განათებულია, ცივი ფერი დოზირებულად გამოიყენეთ.

მასალები

1. ქვა და ხე

ბუნებრივი მასალები ყოველთვის პოპულარობის მწვერვალზეა. ეს გასაკვირი არაა, თუ მათ გამძლეობას, მდიდრულ გარეგნობას და ნებისმიერ სტილში გამოყენების შესაძლებლობას გავითვალისწინებთ. ადრე მაღალი ფასის გამო მის გამოსაყენებლად ყველა მზად არ იყო, მაგრამ ახლა ეკოლოგია, ხარისხი და გამოყენების თვისებები პირველ ადგილზეა.მარმარილოს, ხის და ქვის გამოყენებით შეგიძლიათ ბუნებას დაუახლოვდეთ, კომფორტით გარემოცული იყოთ და სახლში ეკოლოგიური გარემო შექმნათ. მასალები არა მხოლოდ მოსაპირკეთებლად, არამედ ავეჯისა და დეკორისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. უფრო მეტიც, ერთმანეთს იდეალურად ეთავსება. ხშირად სამზარეულოში აერთიანებენ – ხის ავეჯი ქვის ან მარმარილოს სამუშაო ზედაპირთან შეუდარებლად გამოიყურება. სააბაზანო ოთახშიც შეგიძლიათ ექსპერიმენტები ჩაატაროთ, ერთ ინტერიერში მარმარილოს მოსაპირკეთებელი მასალები, ქვის ნიჟარა და წყალგაუმტარი ხის ავეჯის ფასადი გააერთიანეთ.

2. ახალი ტექნოლოგიები და Zero-waste

6-7 წლის წინ მოთხოვნადი 3D ნაბეჭდი მასალა „გაზრდილი“ ვარიანტებით ჩანაცვლდა, რომელიც ელეგანტურ და მოდურ ნაწარმებში განსახიერდა.  ტიხრები, ავეჯი, კერამიკა, პლაფონი – ეს ყველაფერი 3D პრინტერით მარტივად შეგიძლიათ შექმნათ.ამ ტრენდის მთავარი უპირატესობა ისაა, რომ გაცნობიერებულ მოხმარებასთან ადვილად იხლართება. Zero-waste ძალიან აქტუალურია, კერძოდ, ავეჯი და დეკორი პლასტმასის ან ხის ნარჩენებისგან, მეორადი გამოყენების პრინციპით მზადდება.ტექნოლოგია საქართველოში ჯერ დიდად გავრცელებული არაა, მაგრამ მალე ეს გაუგებრობა გამოსწორდება. მოკლედ, მისი გამოყენება ახლავე შეგიძლიათ დაიწყოთ – თქვენი ხელით კაშპო, ლარნაკი ან აბაჟური გააკეთეთ.

3. ტექსტურირებული მინა

ინტერიერში მინის არსებობა ბინას დახვეწილს, ელეგანტურს, მსუბუქს და ჰაეროვანს ხდის. მასალის სიმყიფე მის პოპულარობას და სხვადასხვა ვარიანტში მისი გამოყენების მცდელობას არ ამცირებს. ტექსტურირებულ მინას განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ. ის შეიძლება იყოს წიბოვანი, ამოზნექილი, დაბინდული, ვიტრაჟული და ა.შ. რაც შეეხება გამოყენების ვარიანტებს, ბევრია:

  • მოპირკეთებაში. გლუვი მინა ტიხრების, ოთახის ზონირებისთვის გამოიყენება.
  • სააბაზანო ოთახის დიზაინში. საშხაპე კაბინის გამჭვირვალე მინა მოდური დაბინდული ან წიბოვანი მინით ჩაანაცვლეთ.
  • დეკორში. ფერადი ტექსტურირებული მინის ნაწარმი, მაგალითად, ლარნაკი ან ჭურჭელი, ინტერიერს გააფორმებს და უფრო ორიგინალურს გახდის.