საბჭოური ნივრის საჭყლეტის ფარული შესაძლებლობა, რომლის შესახებ ყველას დაავიწყდა

ოჯახში ჩვეულებრივი ნივრის საჭყლეტი თითქმის ყველას აქვს. ბევრ ჩვენგანს ეს მარტივი მოწყობილობა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან შემოგვრჩა და კარგად ფუნქციონირებს. მას მხოლოდ ნივრის საჭყლეტად ვიყენებთ, არადა მექანიზმს სხვა სასარგებლო ფუნქციებიც აქვს, რომელთაც ჩვენი ცხოვრების გამარტივება შეუძლიათ. Novate გიამბობთ, როგორ გამოუყენოთ ნივრის საჭყლეტი.

სხვათა შორის, ნივრის დაჭყლეტვის შესახებ. აუცილებელი არაა, რომ ნივრის კბილები გაასუფთავოთ. პრესში შეგიძლიათ ფურცლებიანად მოათავსოთ და მანიპულაცია შეასრულოთ. გარეთ სუფთა ფაფას მიიღებთ, ხოლო ფურცლები პრესში დარჩება.

საჭყლეტის დამატებითი ფუნქციები

ჩვენ ყველას გვინახავს კბილები სახელურების შიდა მხარეს. მათი დახმარებით კაკლის გატეხვა ადვილია. ნიგოზიც იმტვრევა, მაგრამ ცოტა ძალისხმევის გაღება მოგიწევთ. ამ მხრივ, იმავე პრესის გამოყენება უფრო მარტივია, მაგრამ ეს მოყვარულის დონეზეა.

რაც შეეხება, თხილს და ხილის კურკას, აქ ზედმეტი ძალისხმევა არ გჭირდებათ. მათ სწრაფად და მარტივად გატეხავთ და ბირთვი მთელი დარჩება.

მეორე ფუნქცია, რომლის შესახებ ყველამ არ იცის, ალუბლის დაკურკვის შესაძლებლობა. ნივრის საჭყლეტის ერთ–ერთ სახელურს ჩაღრმავება აქვს, მეორეს – სარჭი. კენკრა ჩაღრმავებაში ჩადეთ და უბრალოდ მეორე სახელური (სარჭი) დააჭირეთ. კურკა გამოვა. პროცესი ბევრად დაჩქარდება.

როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან მარტივი და მოსახერხებელია.