წარსულის გადმონაშთი თუ პრაქტიკული ნივთი: 5 მიზეზი, რატომ უნდა დადგათ თუჯის აბაზანა

დღეს ბევრი თვლის, რომ თუჯის აბაზანა საბჭოთა კავშირის გამოძახილია და არავის სურს თანამედროვე ბინაში მისი დადგმა, თან აქტუალური, მოსახერხებელი და მოდური არაა. Novate ეცდება გაარკვიოს, ნამდვილად ასეა თუ მართლაც არსებობს მითითებული მინუსები.

1. თუჯის აბაზნის მოწინააღმდეგეების მოსაზრება

რა თქმა უნდა, თითოეულს საკუთარი გემოვნება აქვს, ხოლო თანამედროვე ნაწარმი არა მხოლოდ ზომით, არამედ ფორმით მნიშვნელოვნად განსხვავდება. სააბაზანო ოთახის ზომებიც არსებობს. თუ ძალიან პატარა ოთახია, როგორც არ უნდა სცადოთ, ჯაკუზს ვერ დადგამთ. აი, თუჯის აბაზანის მოწინააღმდეგეების მოსაზრებები დამარწმუნებელი არა:

  • ძვირი ღირს
  • ბევრს იწონის
  • რა საჭიროა საბჭოური რარიტეტის დაყენება და ა.შ.

მნიშვნელოვანი მიზეზი, რატომ უნდა თქვათ ამ ნივთზე უარი, არ არსებობს. თუმცა სხვა ვარიანტების განხილვაც ხელს არ შეგიშლით, რომ დასკვნა გამოიტანოთ.

ფოლადის აბაზანა. ფასით ნამდვილად სხვა დანარჩენზე იაფია, მაგრამ ხარისხით დიდი ტაშტისგან არ განსხვავდება. ფოლადი ფორმას ადვილად იცვლის და ამ შემთხვევაში გამორიცხული არაა. წყლის აგროვებისას ძლიერი ხმაური გამოდის. თანდათან დეფორმირებულ ადგილას მინანქარი ცვდება. წყალი ასეთ ჭურჭელში სწრაფად ცივდება.

აკრილის აბაზანა. მას შეიძლება სხვადასხვა ფორმა და დიზაინი ჰქონდეს. გარეგნულად ლამაზია და ისეთი ხმაურიანი არაა, როგორც ფოლადის აბაზანა. ზოგიერთი მოდელის საფარს 20 წლიანი გარანტია აქვს. ბევრს არ იწონის და საკმაოდ გამძლეა, მაგრამ ძვირი ღირს.

2. თუჯის აბაზნის დადებითი მხარეები

რამდენიმე მომენტი თუჯის აბაზნის სარგებელზე საუბრობს.

  • ფასი საკმაოდ მისაღებია (ზომაზეა დამოკიდებული), გარანტია თითქმის მარადიულია. ყველაზე მნიშვნელოვანი: საწმენდად არა აბრაზიული საშუალება გამოიყენება, შეძენისას შეამოწმეთ, რომ ბზარები არ ჰქონდეს.
  • აბაზანა 150×70 სმ (პატარა) 94 კგ–მდე იწონის, მაგრამ მძიმე უნდა იყოს. ასე საუკეთესო გამძლეობა მიიღწევა. ადგილიდან ადგილზე მისი გადატანა მაინც არ მოგიწევთ. ფეხებზე იდგმება.
  • გამოყენებული მასალის წყალობით წყლის დასხმისას ძლიერ არ ხმაურობს. წყლის ტემპერატურა დიდხანს ნარჩუნდება.
  • იდეალურად თეთრი აბაზანა აბსოლუტურად ნებისმიერ ინტერიერს უხდება.
  • საშხაპე კაბინისგან განსხვავებით მასში შეგიძლიათ დაჯდეთ, ბავშვი დაბანოთ, თუნდაც პატარა ზომის იყოს.

რაც შეეხება მინუსებს, ესაა სხვადასხვა მხარეს გასროლილი წყლის შხეფები, რასაც ფარდის დახმარებით ადვილად მოაგვარებთ. არსებითი მიზეზი, რომ თუჯის აბაზანაზე უარი თქვათ, არ არსებობს.