არც ერთი ბოლქვი არ გაფუჭდება. კარტოფილის და ჭარხლის შენახვის საიდუმლო მეთოდი

შემოდგომა პერიოდია, როცა ბოსტნეულს ყველაზე დაბალი ფასი აქვს. დროა მარაგები შეავსოთ, რადგან ტრადიციულად ზამთარსა და გაზაფხულზე ფასები ორმაგდება, ზოგიერთ რეგიონში სამმაგდება. ამჟამინდელ პირობებში ეს ძვირი სიამოვნებაა. მომარაგება პრობლემა არაა, მოსავლის გაზაფხულამდე შენახვა უფრო რთულია. Novate გასწავლით, როგორ შეინახოთ კარტოფილი და ჭარხალი ისე, რომ ერთი ბოლქვიც არ დაკარგოთ.

რატომ კარტოფილი და ჭარხალი – ეს ორი ბოსტნეული შესანახად საუკეთესო მეზობლები არიან. საქმე იმაშია, რომ ჭარხალი ზედმეტ სითხეს კარგად იწოვს. ჭარხალს სითხე მხოლოდ უხდება. აი, კარტოფილისთვის ზედმეტი სითხე საზიანოა, მისგან ხშირად ლპება. ხანგრძლივი შენახვისას სჯობს კარტოფილი და ჭარხალი ერთად შეინახოთ. საკმარისია, კარტოფილს ზემოდან რამდენიმე ჭარხალი დაადოთ და ზედმეტი სითხე განეიტრალდება.

შენახვისთვის მომზადების წესი – სანამ კარტოფილს შეინახავთ, გადაარჩიეთ, დაზიანებული და დაავადებული ბოლქვები მოაშორეთ, შემდეგ გააშრეთ. ამისთვის მშრალ განიავებულ შენობაში თხელ ფენად გაშალეთ და რამდენიმე დღე გაშრობა აცადეთ.

ბოსტნეული სჯობს განიავებად ყუთებში შეინახოთ. ტომრები ამ საქმეში არ გამოგადგებათ. კარტოფილის შესანახად იდეალური პირობა: ბნელი, გრილი შენობა (სარდაფი, საკუჭნაო, დათბუნებული ყუთი, თუ აივანზე ან დაუმთბარ ლოჯიაში ინახავთ).

შენახვის მთავარი საიდუმლო

კარტოფილი და ჭარხალი გაზაფხულამდე უპრობლემოდ და დანაკარგის გარეშე რომ შეინახოთ, ცირცელის ხმელი ფოთლებით დაფარეთ. დაგჭირდებათ მხოლოდ ხმელი ფოთლები, რომ დაავადებები არ განვითარდეს. ამ ხის ფოთლებს კარგი ანტიმიკრობული და სოკოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს. ცირცელი ძლიერი ბუნებრივი ანტიოქსიდანტიაა. მისი წყალობით კარტოფილი და ჭარხალი არ გაფუჭდება და გაზაფხულამდე გაძლებს.