ხალიჩის წმენდის მშრალი მეთოდი რეცხვის და ქიმწმენდის გარეშე

ხალიჩა პრაქტიკულად ნებისმიერი სახლის უცვლელი ატრიბუტია. ეს ლოგიკურია, რადგან არა მხოლოდ ინტერიერს აფორმებს, არამედ თბო და ხმის იზოლაციას წარმოადგენს. ამ პოპულარული იატაკის საფარის ერთადერთი ნაკლი სწრაფად გაჭუჭყიანების უნარია. ნამდვილი მტვრის შემგროვებელი. თუ თბილ ამინდში მის გარეცხვას ქუჩაში შეძლებთ, სიცივეში ამის გაკეთება პრობლემურია. მისი გარეცხვა შეიძლება, მაგრამ ცივ ნესტიან ამინდში გაშრობა თითქმის შეუძლებელია.Novate გიამბობთ, როგორ გაწმინდოთ ხალიჩა მშრალი მეთოდით სახლის პირობებში, მოაშოროთ ჭუჭყი და სუნი და ჩაუტაროთ დეზინფექცია. მეთოდი სიიაფით და სიმარტივით, ასევე წმენდის მაღალი ხარისხით გამოირჩევა.

რა დაგჭირდებათ ამ მეთოდისთვის

მნიშვნელოვანია! წმენდის მეთოდი მხოლოდ მოკლე (2-3 მმ) და საშუალო (3-8) ბეწვიანი ხალიჩისთვის გამოგადგებათ.მშრალი წმენდისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ ორი კომპონენტი: წვრილი მარილი (ექსტრა) და სოდა. სამუშაო ინსტრუმენტად მტვერსასრუტი და ჯაგრისი აუცილებელია.

როგორ გავწმინდოთ – სოდა და მარილი თანაბარი პროპორციით აურიეთ. მშრალ ჭურჭელში 500 გრ სოდა და ამდენივე მარილი ჩაყარეთ, კარგად აურიეთ. ფხვნილი ხალიჩას თხელ ფენად მოაყარეთ, თანაბრად გადაანაწილეთ და ჯაგრისით ქსოვილში ღრმად შეაზილეთ. ნარევმა რომ იმოქმედოს, ხალიჩაზე 6-8 საათით გააჩერეთ. დროის გასვლის შემდეგ მტვერსასრუტით ნარევი კარგად მოაშორეთ. ესეც ასე! იაფი, ხარისხიანი, ეფექტური და, რაც მთავარია, უსაფრთხო წმენდა დასრულებულია!

როგორ მოქმედებს – სოდას მათეთრებელი ეფექტი აქვს. სოდის დახმარებით სხვადასხვა სირთულის ლაქას ამოიყვანთ და მოაშორებთ – მისი ფორმულა გამძლე ჭუჭყსა და ცხიმსაც შლის. ხალიჩას უპრობლემოდ გაწმენდს და უსიამოვნო სუნს მოაშორებს.მარილი ასრულებს ორ ფუნქციას:

  • ჰაერიდან საკმარისი რაოდენობის სითხეს იწოვს, რომ სოდამ უკეთესი რეაგირება მოახდინოს და ჭუჭყი გაანეიტრალოს (მშრალი წმენდის ეფექტი);
  • მასალას დეზინფექციას უკეთებს. მტვრის ტკიპას, ბაღლინჯოს, რწყილს, ობს და ბაქტერიას მარილის ეშინია, უმეტესობა მათგანი მარილთან კონტაქტისას იღუპება.

ამ ორი ინგრედიენტის ფხვნილი მარტივი და ეფექტურია. მათი დახმარებით ხალიჩას გაწმენდთ, როცა უამინდობის გამო ამას გარეთ ვერ აკეთებთ.