გასწავლით როგორ გალესოთ სახეხი, ხორცსაკეპი მანქანა და მაკრატელი სწორად

თუ იცით, რა და როგორ გააკეთოთ სამზარეულოში, მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტები და გალესილი ინსტრუმენტები გჭირდებათ. სწორი არაა, როცა დანა ბლაგვია, ხოლო ხორცის გატარება დიდ დროს და ძალას მოითხოვს. როგორ გავლესოთ ხორცსაკეპი მანქანა სახლის პირობებში სპეციალური ინსტრუმენტის გარეშე? აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია და Novate რამდენიმე მეთოდს გიზიარებთ.

ზოგი იტყვის, რომ დიდ ქალაქებში ბევრი სახელოსნოა, სადაც მსგავს ამოცანას შესანიშნავად გაუმკლავდებიან. მაგრამ! დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე სახელოსნოები შეიძლება დაკეტილი იყოს. პატარა ქალაქებში ხელოსნის პოვნა საერთოდ გაგიჭირდებათ. ხოლო ისეთ ინსტრუმენტს, როგორიც სახეხია, საერთოდ ხელს არ მოკიდებენ. კრეატიულად ფიქრი მოგიწევთ.

როგორ გავლესოთ ხორცსაკეპი მანქანა – სამზარეულოში ყველაზე „პრობლემური“ მოწყობილობებია სახეხი, დანა, მაკრატელი, ხორცსაკეპი მანქანის დეტალები და ბოსტნეულის დანა. მოდით გავარკვიოთ, როგორ დავუბრუნოთ ინსტრუმენტს სიცოცხლე და საერთოდ გჭირდებათ თუ არა.

სახეხი – ხელის სახეხი სამზარეულოში სამუშაოდ უცვლელი ნივთია. ის ყველს, ბოსტნეულს, მოხარშულ ხორცს, ხილს უმკლავდება. კვერცხს, ნიორს და შოკოლადსაც აქუცმაცებს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ მხარეს გამოიყენებთ. მაგალითად, ყველაზე პატარა რგოლები კლასიკური პარმეზანის, შოკოლადის და ნივრის გასახეხად არის განკუთვნილი.

გრძელი პირები, რომლებიც ჩვეულებრივ გვერდზეა, ხმელი ყველის ლამაზი ზოლების მისაღებად გამოგადგებათ. ყველაზე მუშა მხარეს ყველაფერი შეგიძლიათ გახეხოთ, თუნდაც ახლახანს მოხარშული ძროხის ღვიძლი. მენდეთ, სახეხი უფრო მოსახერხებელია, ვიდრე უდანაშაულო ბლენდერში „განადგურება“. მისი ძრავა ისეთი ძლიერი არაა, როგორც გვსურს. ტექნიკას მოვლა სჭირდება. პირველ რიგში, დარწმუნდით, რომ სახეხი დაბლაგვდა და ხშირი ხმარებისგან შიგნით ჩაღუნული არაა. ამისთვის დაგჭირდებათ ინსტრუმენტები. კერძოდ, ქლიბების მინიმალური ნაკრები. მისი დახმარებით „ფურცელი“ გარეთ მოღუნეთ და პომიდვრის გახეხვა სცადეთ. თუ პრობლემა არ გაქრა, ამ 3 ხალხური მეთოდიდან ერთ–ერთი გამოიყენეთ.

მეთოდი 1. იგივე ქლიბი. ინსტრუმენტის აბრაზიული მხრიდან სახეხის თითოეული პირი შიგნიდან გალესეთ. სწრაფი საქმე არაა, უფრო მედიტაცია. ამის შემდეგ სახეხი გამდინარე წყალში გარეცხეთ და პომიდვრით შეამოწმეთ. უმეტეს შემთხვევაში, სახეხი ისეთი ბასრი ხდება, თითქოსდა ახლა შეიძინეთ.

მეთოდი 2. ჭიქა. ჭიქით, უფრო ზუსტად მისი ქვედა აბრაზიული ნაწილით ბევრი რამის გალესვა შეგიძლიათ. ჭიქა სახეხზე გადაატარეთ ისე, თითქოსდა სტაფილოს ხეხავთ. 5 წუთი საკმარისია. გარეცხეთ, შეამოწმეთ. კარგი მეთოდია ხელმისაწვდომი „ინსტრუმენტით“.

მეთოდი 3. ფოლგა. ფოლგით სახეხის გახეხვა ყველაზე მარტივია, მაგრამ მიშვებულ შემთხვევაში შეიძლება პრობლემას ვერ გაუმკლავდეს. ფოლგის რამდენიმე ნაჭერი დაჭმუჭნეთ და არც თუ ისე მკვრივი ბურთი გააკეთეთ. ახლა უბრალოდ სახეხზე გახეხეთ. ლითონი ლითონს ლესავს და ეს მუშაობს. გარეცხეთ, შეამოწმეთ, ისიამოვნეთ! სახეხი გალესილია.

დანა და მაკრატელი – თუ რაიმე მიზეზით სახლში დანის სალესი არ გაქვთ, არ იდარდოთ. იგივე ჭიქა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ჭიქა გადააბრუნეთ და დანა გალესეთ ისე, როგორც ჩვეულებრივ სალეს ქვაზე. აბრაზიული საშუალება ერთნაირად კარგად მუშაობს.

მაკრატელიც ამ მეთოდით შეგიძლიათ გალესოთ, მაგრამ დაშლა მოგიწევთ. თუ ამის შესაძლებლობა არ გაქვთ, ორი წყვილი მაკრატელი ერთმანეთის დახმარებით გალესეთ. ტექნიკის დაუფლებას დრო სჭირდება. სამზარეულოს და ჩვეულებრივი მაკრატელი ფრჩხილის ქლიბით სწრაფად და ხარისხიანად ილესება. ამასთან, ძველი ფრჩხილის ქლიბიც გამოგადგებათ.

ხორცსაკეპი მანქანის დანა და ლითონის დისკი (ბადე) – ხორცსაკეპ მანქანას არც თუ ისე სტანდარტული დანები აქვს, ამიტომ ცოტა შრომა მოგიწევთ. არაფერ რთულს არ გთავაზობთ. ზუმფარის ქაღალდის რამდენიმე ნაჭერი აიღეთ და მასზე ხორცსაკეპი მანქანის პირები წრიულად ამოძრავეთ.

თავდაპირველად, 600 მარცვლოვანი ზუმფარის ქაღალდის გამოყენებას გირჩევთ. პირების გალესვის შემდეგ უფრო სქელ მარცვლოვან ზუმფარის ქაღალდზე გადადით. უხეში ქაღალდიდან უფრო და უფრო წვრილმარცლოვან ქაღალდზე ნაზი გადასვლა წარმატების გარანტიაა. რეკომენდებულია, 1200 მარცვლოვანზე შეჩერდეთ. საპარსის სიბასრე არ გვჭირდება, დანა თავის საქმეს გაუმკლავდება და არ დაბლაგვდება. ლითონის დისკი დანით გალესეთ. ამისთვის დანა ყოველთვის ამ დისკის მხოლოდ ერთ მხარეს უნდა გაილესოს. მოხერხებულობისთვის, ლითონის დისკი მხოლოდ ერთ მხარეს გალესეთ. ასე ადვილად მიხვდებით, თუ რომელ მხარეს დაადოთ დანა. ხორცსაკეპი მანქანა ნაკლები პრობლემით უფრო დიდხანს გემსახურებათ.

ესეც ასე, სამზარეულოში ყველაზე მარტივი მანიპულაციებისთვის საკმარისია. ელექტრო ხორცსაკეპი მანქანის დანები ძალიან ნაზი და დაბალანსებული ინსტრუმენტებია. თუ რაღაცას არასწორად გააკეთებთ, მთელი მექანიზმი ცუდად იმუშავებს. გირჩევთ, მისი ელემენტები იმ მაღაზიაში გალესოთ და შეცვალოთ, სადაც შეიძინეთ. კონსულტანტებმა ყველაფერი დეტალურად უნდა აგიხსნათ. ვიმედოვნებთ, ჩვენი რჩევები გამოგადგებათ!