თანამედროვე სასახლე უზარმაზარ კაჭარზე აღმართეს, რომ ძველი ხე არ მოეჭრათ

ძველი ლეღვის ხე ამოსავალი წერტილი გახდა უნიკალური პროექტის შესაქმნელად, რომელიც ბუნებისა და ეროვნული ტრადიციის მიმართ პატივისცემას გამოხატავს. ბრაზილიელმა არქიტექტორებმა ხის ფესვების შესანარჩუნებლად და მუდმივი ზეწოლისგან დასაცავად არა მხოლოდ საძირკვლის გადატანა, არამედ სახლის ზედა სართულის ნაწილის ისე დადგმა გადაწყვიტეს, თითქოსდა ჰაერშია გამოკიდებული და დიდ კაჭარს მსუბუქად ეხება. ამით სასახლის უნიკალურობა არ შემოიფარგლება.

ბრაზილიელმა აქიტექტორმა, სტემერ როდრიგესმა და მისმა კომპანიამ Stemmer Rodrigues Arquitetura პორტუგალიისთან (ბრაზილია) ახლოს სააგარაკო სახლისთვის ორიგინალური პროექტი შექმნა. პროექტის სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ არა მხოლოდ სასახლე ბუნებრივ ზონაში შეზღუდულად უნდა მოეთავსებინათ, არამედ ძველი ლეღვის ხე უნდა შეენარჩუნებინათ, რომელიც ნაკვეთის მთავარი ღირშესანიშნაობაა. მცენარის შესანარჩუნებლად და ფესვებზე ზეწოლის თავიდან ასაცილებლად სასახლის, სახელწოდებით Casa Da Figueira, მშენებლობის ტაქტიკის შეცვლა მოუწიათ.

სტრუქტურული მახასიათებლები: სახლი რამდენიმე მართკუთხა ბლოკისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთზე პერპენდიკულარულად დევს. ქვედა მოდული ხისგან საკმაოდ შორსაა, ხოლო ზედა დონე მიწაზე „დაკიდულია“, ერთი ნაწილით გვერდით მდებარე კაჭარს მსუბუქად ეხება.

მოდულის მასალის არჩევანი საინტერესო კომპოზიციური გადაწყვეტილება გახდა. პირველი სართულის ფასადი სიმსუბუქით და ჰაეროვნებით გამოირჩევა, რასაც უხვი შემინვა და ნატურალური ხის ელემენტები ხელს უწყობს. ზედა ბლოკი მასიური ბეტონისგან არის დამზადებული, რომელიც ჰაეროვან ქვედა მოდულთან და ხესთან, თვალწარმტაცი ლანდშაფტის მთავარ „პერსონაჟთან“, კონტრასტს ქმნის.

ბეტონის კონსტრუქციები ტყუილად არ აურჩევიათ. Novate–ს ინფორმაციით, ამ რეგიონში სამხრეთის ქარი ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ხელს უწყობს და ეს ხშირად ხდება. მთელი შენობა ისეა აგებული, რომ ყრუ კედელი სამხრეთ მხარეს გადის, რითაც სახლში სითბო ნარჩუნდება და ეზო ორპირი ქარისგან დაცულია. ჩრდილოეთის ქარი, პირიქით, სივრცეს ყოველთვის ნაზი სითბოთი ავსებს.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩრდილოეთ მხარეს ბუნებრივი წყალსაცავი აუზით არის, გასაკვირი არაა, რომ ყველა ფანჯარა ამ მხარესაა მიმართული. სწორი დაგეგმარებით ჰაერის ნაკადი მიმართულია შენობისკენ, რომ ცხელ ზაფხულში სივრცე გააგრილოს. სამხრეთ მხრიდან სრულად გასანივებლად სახლს (სახურავზე) სავენტილაციო მილები და სინათლის ლუქები აქვს, რომლებიც ცხელი ჰაერის ნაკადის გასვლასაც ხელს უწყობს.

Casa Da Figueira–ს შიდა სივრცის დაგეგმარებაში ჭარბობს ღია ზონები მინიმალური ტიხრებით და ყრუ კედლებით, რომ მფლობელებმა სასახლის ნებისმიერი წერტილიდან თვალწარმტაცი ხედებით ტკბობა შეძლონ. ამას საცხოვრებელი მოდულის უხვი შემინვა ხელს უწყობს, სადაც მოთავსებულია ფართო მისაღები, სამზარეულო–სასადილო და 2 საძინებელი ინდივიდუალური სააბაზანო ოთახებით. მცირე საფარი, რომელიც სახლის საზღვრებს ცდება, ტერასას ქმნის, სადაც აუზში ცურვის შემდეგ სუფთა ჰაერზე დასვენება შეგიძლიათ.

მეორე დონე მეტ კონფიდენციალურობას უზრუნველყოფს, მაგრამ ყრუ კედლები და ხის პანელები საძინებელ ოთახში ხედს არ ზღუდავს. აქ შეგიძლიათ საწოლიდან ადგომის გარეშე წყლის ლივლივს უყუროთ.სააგარაკო სახლი დასასვენებლად არის აშენებული, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მშენებლებმა სამწვადე ზონაც მოაწყვეს. ის ცალკე პავილიონში მოაწყვეს, სადაც სამზარეულო სამწვადით, დიდი სასადილო ზონა და მყუდრო დასასვენებელი კუთხეა.

თავად მცენარეც ჩართეს, რომლის გამოც პროექტის ადაპტირება მოხდა. გიგანტურ ლეღვის ხეზე სახლი ააშენეს, უფრო ზუსტად მის გვერდით ხის ბოძებზე დადგეს, რომ მას ზიანი არ მიაყენოს.