გამოცდილმა ხელოსნებმაც არ იციან, რამხელა უნდა იყოს სახრახნისის სახელურის სიგრძე

ალბათ, ყველამ იცის, როგორ გამოიყენოს სახრახნისი. ყველაზე უბრალო ინსტრუმენტსაც კი ფარული შესაძლებლობები აქვს, რომლის შესახებ ბევრს წარმოდგენა არ აქვს. Novate უბრალო სახრახნისის 5 “ფიშკას” გთავაზობთ.

როგორ გამოვიყენოთ სახრახნისი

ოპტიმალური სიგრძე – ოჯახში როგორც გრძელი, ასევე მოკლე სახრახნისი შეიძლება გამოგადგეთ. არსებობს სახელურის სიგრძე, რომლითაც მუშაობა უფრო მოსახერხებელია? აღმოჩნდა, რომ არსებობს! მეცნიერებმა დაადგინეს, რომ 120-155 მმ სიგრძის სახრახნისის ღერო მაქსიმალურ ძალას უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რომ მაღაზიაში სახრახნისის ღეროს სიგრძე შეგიძლიათ მისი ნომრის მიხედვით შეარჩიოთ. მოცემული ცხრილის მიხედვით სახრახნისი №3 ყველაზე ერგონომიულია.

  • №0 – ღეროს დიამეტრი 4 მმ, სიგრძე 80 მმ–ზე ნაკლები.
  • №1 – ღეროს დიამეტრი 5 მმ, სიგრძე 80-დან 100 მმ–მდე.
  • №2 – ღეროს დიამეტრი 6 მმ, სიგრძე 100-დან 120 მმ–მდე.
  • №3 – ღეროს დიამეტრი 8 მმ, სიგრძე 120-დან 150 მმ–მდე.
  • №4 – ღეროს დიამეტრი 10 მმ, სიგრძე 150–დან 200 მმ–მდე.

ექვსწახნაგა მაძლიერებელი – თუ თქვენს სახრახნისს სერიოზულ დატვირთვასთან შეჯახება უწევს, ყურადღება ექვსწახნაგა მაძლიერებლით აღჭურვილ მოდელებს მიაქციეთ. ასეთი ექვსწახნაგი შეგიძლიათ ქანჩით დაიჭიროთ, რომ ყველაზე დაუმორჩილებელი ლითონის ნაწარმი დაატრიალოთ.

შლიცის უხეში დამუშავება – ხარისხიანი სახრახნისის მწარმოებლები შლიცს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ამასთან, სჭვალის კარგად გადასაბმელად შლიცს განზრახ აუხეშებენ. ძვირადღირებულ სახრახნისებში ვოლფრამის კარბიდის დაფრქვევა ხდება, რაც მაღალ სიმტკიცეს და ცვეთამდგრადობას უზრუნველყოფს.

შეძენისას ბუნიკის ფერს ყურადღება მიაქციეთ. თუ ღეროზე მუქია, ეს დამატებით გამძლეობაზე საუბრობს, რაც მუშაობის მოხერხებულობასა და მომსახურების ვადაზე დადებითად აისახება.

ხვრელი სახელურში – ბევრი ფიქრობს, სახრახნისის სახელურში ხვრელი იმისთვისაა, რომ მარყუჟი გაუყაროთ და ხელზე ჩამოიცვათ ან შესანახად დაკიდოთ. სინამდვილეში ამ დეტალს კიდევ ერთი სასარგებლო დანიშნულება აქვს.

ასეთ ხვრელში შეგიძლიათ ჩადოთ სპეციალური ბერკეტი–გამაძლიერებელი ან სხვა სახრახნისის ღერო, რომ გამოყენებული ძალა გაზარდოთ.

სახრახნისი ხელისგულზე უნდა მოგერგოთ – აღმოჩნდა, რომ კომფორტული სახრახნისის შერჩევა ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ზოგს ფართო ხელი აქვს, თითები მოკლე, ზოგს ვიწრო ხელი გრძელი თითებით. თითოეული შემთხვევისთვის არსებობს განსხვავებული სახელური: გრძელი ან მოკლე, დიდი ან პატარა დიამეტრის. სწორედ ამიტომ, ინგლისში არსებობს საწარმო, სადაც სახელურს მომავალი მფლობელის ხელის მიხედვით ამზადებენ.

და კიდევ სახელურის შესახებ. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ სახელურის საფარსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საიმედო დაჭერას უზრუნველყოფდეს, ამასთან ხელიდან არ სრიალებდეს. შემჩნეულია, რომ საუკეთესო დაჭერას მყარი და რბილი მასალების კომბინაცია უზრუნველყოფს. ამასთან, ამობურცული ნაწილები ძალიან დიდი არ უნდა იყოს (მაქსიმუმ 0,5 მმ), წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება კოჟრები გაგიჩნდეთ.

თუ სახრახნისს წელიწადში რამდენჯერმე იყენებთ ან ცხოვრება მოგზაურობის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ, შვეიცარული კომპანია Victorinox–ის მრავალფუნქციურ ინსტრუმენტებს გადახედეთ. აქ იპოვით სახრახნის, ხერხს, პინცეტს, სახსნელს. ასევე იზოლაციის მოსახსნელ ინსტრუმენტებს, სახაზავს, საჭრეთელს, მაკრატელს, კორპსაძრობს, ყველის დანას. შვეიცარიაში მის გარეშე შეუძლებელია