დიზაინერის ჯადოსნური ხრიკებით ხრუშჩოვის ინტერიერს მდიდრულ ნოტებს შემატებთ

21-ე საუკუნე არა მხოლოდ უპრეცედენტო ტექნიკური პროგრესით, არამედ ხალხის მიერ „მასობრივი“ კულტურის მიღებით დაგვამახსოვრდება. ერთნაირი ტანსაცმელი, ერთნაირი ავეჯი, ტიპიური მინიმალიზმი ყველა ინტერიერში. ყველაფერი რაღაც წვრილმანური გახდა და არავის სურს გამოყოფა. გაგება „მდიდრული ინტერიერი“ მხოლოდ დარცხვენილ ღიმილს იწვევს. რატომ? სჯობს იკეაში შეიძინოთ და იყოთ ისეთი, როგორც სხვები.

და სულ ტყუილად. უმეტესობის გემოვნება რაღაც ობიექტურზე ყოველთვის არ საუბრობს. ძველი ფილმები ან ფოტოები გაიხსენეთ. ოთახები გემოვნებით მორთულია, ხვალინდელი დღისადმი რწმენის ატმოსფერო სუფევს, ძვირფასი, დასამახსოვრებელი ფერები ჭარბობს. დეტალების და სახლის მფლობელის თამამი გადაწყვეტილების დათვალიერება სასიამოვნოა. ამ ყველაფერში რაღაც დახვეწილი, ამაღლებულია. რატომ არ უნდა მოვიქცეთ ჩვენც ასე?

მდიდრული ინტერიერი – ყველა წერტილი დაუყონებლივ რომ დავსვათ, განვმარტავთ: ფუფუნების ნოტები ყველაზე უბრალო საცხოვრებელ ბინასაც შეგიძლიათ შემატოთ. არ გირჩევთ, რომ 18 მ² ერთოთახიან ბინაში ოქროსფერი გადასაკრავი ან სვეტები გამოიყენოთ, არა. ბუნებრივია, რაც უფრო ფართოა ფართობი, მით უკეთესი.

მაშინაც კი, თუ ბინა სტანდარტული სიმაღლისაა, შეგიძლიათ უფრო მოდური გახადოთ. ინდივიდუალურ ინტერიერს, ფერებს და ავეჯს ნებისმიერი ფორმა შეიძლება ჰქონდეს. შეგიძლიათ აქცენტი მაგიდასა და კარადაზე გააკეთოთ, კედლის ფერი კი ნეიტრალური დატოვოთ.

მსგავსი ინტერიერისთვის წარმატებული ფერებია:

  1. ზეთისხილისფერი
  2. მარგალიტისფერი
  3. ლავანდისფერი
  4. მტვრიანი ლურჯი

უფრო მუქი, მშვიდი ტონები შეგიძლიათ კაშკაშა და მყვირალა ჩანართებს შეუხამოთ. ამ შემთხვევაში შინაგან გემოვნებას დაეყრდენით ან დიზაინერის მომსახურებით ისარგებლეთ.

დეკორი ძველ სტილში – ასეა თუ ისე, ნებისმიერი სტილის ინტერიერს აქცენტები ახასიათებს. როგორც მინიმალისტურს, ასევე იმ სტილს, რომელზეც ვსაუბრობთ, ფუფუნების ნაწილებით. სარკე პლასტმასის ჩარჩოთი, ჩვეული ავეჯი და ლარნაკები, რომლებიც ყველა თანამედროვე ფილმში გვხდება – ეს ყველაფერი სტილის ნიშანი არაა. უბრალოდ ყოველდღიური ბიუჯეტური გადაწყვეტილება.

თუ საყოფაცხოვრებო სივრცეს შემატებთ რამდენიმე ძველებურ ზარდახშას, სასანთლეს და სკივრს, საქმეს ძირეულად შეცვლით. მსგავსი ნივთები არა მხოლოდ ანტიკვარულ დახლებზე, არამედ წვრილმანების ბაზრობებზე, ინტერნეტის განცხადებებში და მეორადებში გვხდება. ნივთის მოწესრიგება დიდ დროს არ წაგართმევთ, სამაგიეროდ შეუფასებელი იქნება.

შერეული ტექსტურები – ნივთების მრავალფეროვნება შენობის გაცოცხლებას ხელს შეუწყობს. მაგალითად, ფარდას შეიძლება პლედისგან განსხვავებული სტილი ჰქონდეს. ლარნაკები აუცილებელი არაა გამჭვირვალე იყოს. კაშკაშა ფერები პასტელური ფერის შპალერს შესანიშნავად გამოყოფს. თუ გარისკვა არ გსურთ, განსხვავებული ნივთები ოთახის სხვადასხვა კუთხეში დადგით. დროთა განმავლობაში თვალი მიეჩვევა და მიხვდებით, თუ სად რომელი ნივთი გაიტანოთ. სილამაზე და პრაქტიკულობა.

ოქროსფერი და სპილენძისფერი ჩრდილები – ბოლო დრომდე ინტერიერში ოქრო, სპილენძი და ვერცხლი რაღაც ღვარჭნილად ითვლებოდა. მას შემდეგ, რაც ევროპელმა დიზაინერებმა ინტერიერის ახალი კოლექცია შემოგვთავაზეს, ყველაფერი შეიცვალა. ოქროსფერი ჩრდილები კვლავ მოდაშია. გახსოვდეთ, რომ ყველაფერი მარტივი არაა. სტილისტები მასიურ გამოყენებას ჯერ კიდევ აკრძალულად მიიჩნევენ. მხოლოდ მაშინ შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ სახლს უზარმაზარი ფართობი და დამატებით რამდენიმე სართული აქვს.

სკამის თხელ ფეხებზე ოქროსფერ არშიაში, თეთრ და მარგალიტისფერ კედლებზე ხაზები, მაგიდაზე ზოლები. აღმოჩნდა, რომ ახლა ეს საკმაოდ აქტუალურია. შეიძლება ითქვას, რომ ამით ახლახანს დავნაყრდით. მთავარია, ნოსტალგიის გრძნობაში არ გადააჭარბოთ. სტილი ან არის, ან არა.ინტერიერის საკითხი ყოველთვის ძალიან პირადულია. რა მნიშვნელობა აქვს, რას იტყვიან სტუმრები, თუ სახლის მფლობელს სწორედ ასე სურს ცხოვრება. მოსწონს ვინმეს თეთრი კედლების, თაროების და ავეჯის გარშემო არსებობა? მისი ნებაა. გსურთ ოთახი რბილი სათამაშო–მტვრისშემგროვებლით გაავსოთ? პრობლემა არაა.

თუ გსურთ ინტერიერს ცოტა სითბო, მყუდროება და საინტერესო გადაწყვეტილებები შემატოთ, რომელიც თავდაჯერებულობის შეგრძნებაში დაგეხმარებათ, აქცენტი მუხის ან ოქროს დეტალებზე გაააკეთეთ, თუნდაც პანელურ სახლში ცხოვრობდეთ. ინტერიერი მხოლოდ შიგნიდან ჩანს. სურვილი რომ ახდეს, უფრო თამამი და გულმოდგინე უნდა იყოთ, ხოლო სხვა დანარჩენის მოსაზრებაზე ყურადღება არ მიაქციოთ.