ფილიპინების კურორტის კონცეპტი, რომელშიც არქიტექტურა და ეკოლოგია იდეალურად გაერთიანებულია

ეკო ტურიზმის აქტიური განვითარება თანამედროვე არქიტექტორებს არჩევანს არ უტოვებს, რომლებიც ვალდებულნი არიან ახალი ობიექტების შექმნის პროცესში მონაწილეობა მიიღონ. ვინსენტ კალებომ, ბელგიელმა არქიტექტორმა, რომელიც თავისი ფუტურისტული პროექტებით ყოველთვის გვაოცებს, ფილიპინებზე ზღვისპირა კურორტის უნიკალური კონცეპტი წარმოგვიდგინა. ამ პროექტში არქიტექტურა და ეკოლოგია ერთ ფანტასტიკურ დიზაინში გაერთიანებულია.

მსოფლიოში ცნობილმა კომპანიამ Vincent Callebaut Architectures მომავლის კურორტი Nautilus შეიმუშავა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ თანამედროვე არქიტექტორებს პლანეტის შენარჩუნებაში საკუთარი წვლილის შეტანა სურთ. მოსალოდნელია, რომ კონცეპტის ეკოლოგიური მიმართულება და ის, რომ მისი მუშაობის პრინციპი მხოლოდ განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებას დაეფუძნება, ნულოვანი გამოსხივების მიღწევას შესაძლებელს გახდის.

„მსოფლიოში, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, კურორტის Nautilus პროექტი ხელს შეუწყობს ეკო ტურიზმის განვითარებას სამი ნულით: ნულოვანი გამოსხივება, ნულოვანი ნარჩენები და ნულოვანი სიღარიბე – განმარტავს კომპანიის დამფუძნებელი და იდეების მთავარი გენერატორი, არქიტექტორი ვინსენტ კალებო, – აღმოაჩინეთ სამყარო დამახინჯების გარეშე. ეკოსისტემა გააცოცხლეთ, იმის ნაცვლად, რომ გააერთიანოთ და დააბინძუროთ. კულტურული მემკვიდრეობის აღდგენაში აქტიური მონაწილეობა მიიღეთ.“

კურორტის კონცეპტი უკვე აღიარებულია ინოვაციურ კომპლექსურ ეკოტურიზმად, რომელიც შეძლებს გააერთიანოს სამეცნიერო შენობა, ინოვაციური ტექნოლოგიები და საზოგადოების მზრუნველი წევრების მზაობა, რომ დეგრადიდებული ეკოსისტემა აღადგინონ და დაიცვან. ეს ყველაფერი აქტუალურია ფილიპინებისთვის, რომელიც პლანეტაზე ყველაზე დაბინძურებულ ადგილად ითვლება.

პროექტის მახასიათებლები: ეკო კურორტის არქიტექტურა შთაგონებულია ცოცხალ არსებებსა და ენდემურ ეკოსისტემაში არსებული ფორმებიით, სტრუქტურებით და უკუკავშირით. დიზაინის ზოგიერთი ელემენტი ბუნებრივ პროცესებს და ფორმებს ჰგავს და ოქროს კვეთის წესს მისდევს. ობიექტი მთლიანად თვითკმარი იქნება. ეს იმას ნიშნავს, რომ კურორტი თავის ენერგეტიკულ მოთხოვნილებას განახლებადი ენერგიის წყაროთი თავად დააკმაყოფილებს, ხოლო დანერგილი პერმანენტული სოფლის მეურნეობა მოხმარების მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებს. ამასთან, წყლის რეკუპერაციის სისტემის და საკუთარი ნარჩენების სისტემური გადამუშავების დანერგვა იგეგმება.

ეკო კურორტის პროექტის განმასხვავებელი ნიშანია გარემოს დაცვის საკითხში ადგილობრივ მაცხოვრებლებს, მოგზაურებს, ინჟინრებს, მეცნიერებს და ეკოლოგებს შორის სრული ურთიერთქმედების უზრუნველყოფა. ერთობლივი კონცეფცია გულისხმობს პასუხისმგებლიან ეკოტურიზმს, რომელიც დაფუძნებულია არა მხოლოდ დასვენებაზე, არამედ განათლებაზე, რომელიც ბუნებრივი გარემოს და ეკოსისტემის მრავალფეროვნების შენარჩუნებას და აღდგენაში წვლილის შეტანას ხელს უწყობს. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესება არ დაგავიწდეთ, რომლის ტრადიციები თანდათან უნდა აღდგეს „ეკოლოგიური ვალის ნებაყოფლობითი ანაზღაურების ფარგლებში“.

Novate–ს ინფორმაციით, თითოეულ არქიტექტურულ ობიექტს თავისი კონსტრუქციული მახასიათებელი, დანიშნულება და ფუნქცია აქვს:

ბრუნავი ტრისკელიონები (სიცოცხლის სპირალი – მსოფლმხედველობის წმინდა ელემენტი). აღმოსავლეთით 12 პატარა სპირალის კოშკი მზის მოძრაობის გამეორებას შეძლებს. აი, 54 მოდული, რომელშიც საცხოვრებელი ბინებია გათვალისწინებული, გენერატორის დახმარებით დღეში 360 გრადუსით ბრუნს შეასრულებს. 162 ნომრიდან და რეზინდენციიდან მხოლოდ პეიზაჟური ხედები იშლება. გეგმავენ, რომ შენობის ფასადი მოძრავი ზედაპირისგან შექმნან, რომელშიც ჩაშენებული იქნება პანდუსები, რომლითაც მცენარეებით დახუნძლულ ტერასებზე ასვლას შეძლებთ. ამ სიმწვანეში დაიმალება ჰაერის ვერტიკალური ცირკულაციის და კონდიციონერის სისტემები, მზის კოლექტორები, რომელიც ცხელ წყალს გამოყოფს, ენერგეტიკული პანელები და წვიმის წყლის შეგროვების სისტემა.

მწვანე ნიჟარები. კურორტის დასავლეთით ზღვის ნიჟარის ფორმის 12 პატარა სასტუმრო–ბუტიკია გათვალისწინებულია. თითოეულის ქვედა სართულზე საგამოფენო დარბაზების განთავსება იგეგმება, სადაც არქიპელაგის ეკოლოგიურ და სოციოკულტურულ პრობლემებზე ისაუბრებენ. ამ ობიექტების ბიოცემენტის კონსტრუქციას სამდონიანი სპირალი აქვს, რომლის ნიშები ცოცხალი მიკროორგანიზმებით დასახლდება და „ეკოჩონჩხს“ შექმნის. აივნებზე იშვიათი ეგზოტიკური მცენარეების დარგვას გეგმავენ.

ფურცლები ხვეულით. ორგანული ფორმის პატარა პავილიონები ეკო ტურისტებს წყალთან დასვენებას და მოდუნებას სთავაზობს. „ფურცლები“ ჰიპერბოლური მწვანე სახურავით დაფარულია, ხოლო „ხვეულა“ წყალსაცავია, სადაც მეცნიერებს ზღვის ბინადრებთან და მარჯნის რიფებთან წვდომა ექნებათ, რომ ზღვის ფლორის და ფაუნის გადაშენების პირას მყოფი არსებების გადარჩენა შეძლონ.

ორიგამის მთა. ლაგუნის ცენტრში ნამდვილი სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის და დასასვენებელი ზონის მოწყობას გეგმავენ. მისი ფასადი ტალღოვანი აივნებით დაფარულია, რომელიც გიგანტური ორიგამის სახით იშლება და სიმწვანეში ეფლობა. შენობის სახურავზე მოწყობილია ბოსტანი და ორგანული ბაღი, სადაც არა მხოლოდ სელექციონერ სამუშაოს შეასრულებენ, არამედ ეკო კურორტის რესტორნისთვის ხილს, ბოსტანს და მწვანილს მოიყვანენ. ხელოვნური მთის შიგნით მოწყობილი იქნება ლაბორატორია, სამეცნიერო და სადემონსტრაციო კლასები, საკონფერენციო დარბაზები, სპორტული აუზი და აუზი ზღვის წყლით დასასვენებლად. ყველა ეს ზონი ღიაა, რომ ტურისტებმა მკვლევარებთან და მეცნიერებთან ურთიერთობა შეძლონ. აქ იგეგმება დაწყებითი სკოლის და სკოლამდელი შენობის მოწყობა თანამშრომლების/ინვესტორების შვილებისთვის, სამედიცინო ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი და ბევრი სხვა რამ.

უნიკალური კონცეფცია ფილიპილებისთვის ძალიან აქტუალურია, რადგან ეს კუნძულოვანი სახელმწიფო მოუგვარებელი ეკოლოგიური პრობლემის წინაშეა, რომელიც დაუდევარ საქმიანობას და არამდგრად კლიმატურ/ამინდის პირობებს და მსოფლიო ოკეანის კატასტროფულ დაბინძურებას უკავშირდება. იმედს ვიტოვებთ, რომ უნიკალური კურორტული კომპლექსი არა მხოლოდ ეკოლოგიის, არამედ სიღატაკის პრობლემებს მოაგვარებს.