4 ნაბიჯი პანორამული აივნის გასაფორმებლად, რომ მთელი წელი კომფორტი იგრძნოთ

თუ ქვედა სართულზე არ ცხოვრობთ, თქვენი ფანჯრიდან შესანიშნავი ხედი იშლება და გსურთ, რომ ოთახში კიდევ ერთი ფუნქციური ოთახი გაჩნდეს, პანორამული აივნის მოწყობას გირჩევთ. Novate ოთახის გაფორმების მთავარ დეტალებზე გიამბობთ, მოსაპირკეთებელი მასალით დაწყებული და დიზაინით დამთავრებული.

ნაბიჯი 1: შემინვის შერჩევა

შენობის კონსტრუქციული თავისებურების და აივნის დანიშნულების მიხედვით შემინვის ტიპი უნდა შეარჩიოთ. სახლის 80% სითბო მინიდან გადის, ხოლო პანორამულ აივანზე მინა მთელ კედელს იკავებს, ამიტომ აუცილებლად ენერგოეფექტური ან მულტიფუნქციური მინის პაკეტი 2–3 კამერით შეარჩიეთ (თუ აივნის გამოყენებას მთელი წელი აპირებთ). უკანასკნელი არა მხოლოდ სითბოს და ხმის იზოლაციას უზრუნველყოფს, არამედ სიცივისგან დაგიცავთ, მზის სინათლე აირეკლავს, რომ შენობა ზაფხულში არ გადახურდეს. იზოლაციის და სწორად შერჩეული მოსაპირკეთებელი მასალების დახმარებით აივანზე კომფორტულ ატმოსფეროს უპრობლემოდ შექმნით და აუცილებელ ტემპერატურას მხარს დაუჭერთ.რაც შეეხება პროფილებს, უმჯობესია უპირატესობა პლასტმასის ან მინის ვარიანტებს მიანიჭოთ, რადგან უფრო პრაქტიკული, გამძლე და ჰერმენტულია. აი, ალუმინის ჩარჩო არ გამოგადგებათ, რადგან მაღალი თბოგამტარობა ახასიათებს და სათანადო იზოლაციას ვერ უზრუნველყოფს.თავად პანორამული ფანჯრები შეგიძლიათ ჩარჩოთი ან მის გარეშე დააყენოთ. პირველი თბილი შემინვისთვის გამოგადგებათ, უფრო პრაქტიკული და საიმედოა. მეორე ჰაეროვან ატმოსფეროს ქმნის, გამჭვირვალობის შეგრძნებას იძლევა, მაგრამ ჰერმენტული არაა, ამიტომ აივანი ყოველთვის ცივი იქნება.

ნაბიჯი 2: მოპირკეთების მახასიათებლები

პანორამული ფანჯრები მთელ კედელს ან მის დიდ ნაწილს იკავებს, ამიტომ შეგიძლიათ მოსაპირკეთებელ მასალებზე თანხა დაზოგოთ. აივნის ფუნქციის და მიზნის მიხედვით აირჩიეთ. აივანი შეიძლება იყოს უცხოვრებელი ზონა, საწყობის მსგავსი, სადაც ნივთები ინახება, კაბინეტი, დასასვენებელი ადგილი, სათამაშო ოთახი და ა.შ. საერთო სტილი და ბინის თავისებურებები გაითვალისწინეთ. დამატებითი თბოიზოლაცია დიდი უპირატესობაა.

იატაკი

აქ, ბევრი ვარიანტია. ყველაზე პოპულარული ფილები და კერამოგრანიტია. მათი აქტუალობა გამძლეობით, ცვეთამედეგობით, უპრეტენზიობით, ასევე მრავალფეროვანი ფერებით, ზოლებით და ფორმატით არის განპირობებული. მასალა ტენიანობას, ტემპერატურის ცვლილებას, მზის სხივების ინტენსიურ ზემოქმედებას ადვილად იტანს (თუ აივანი მზიან მხარეს მდებარეობს, ეს მომენტი მნიშვნელოვანია). ერთადერთი ნაკლოვანება იმაში მდგომარეობს, რომ ცივია, ამიტომ თბილი იატაკის ან ხალიჩის დაგება მოგიწევთ.იატაკის საფარის კიდევ ერთი ვარიანტი – ხე. მისი მთავარი უპირატესობა ძვირადღირებული და კეთილშობილური იერია, სივრცეს უფრო მყუდროს ხდის. გაითვალისწინეთ, რომ მასალას ტენიანობის და ტემპერატურის ცვლილებების ეშინია. ამ პრობლემის მოგვარებას ჰერმენტული მინით და ოთახის ხარისხიანი დათბუნვით მოაგვარებთ, თუმცა გირჩევთ არ გარისკოთ და წყალგამძლე ვარიანტი გამოიყენოთ: ტექის ხე, მუხა, ლარიქსი. ხეზე დამცავი ლაქის წასმა არ დაგავიწყდეთ.თუ ლამინატს უპირატესობას ანიჭებთ, ჯერ ზედაპირი გაასწორეთ და კარგი ჰიდროიზოლაციით უზრუნველყავით. კიდევ ერთი გამოცდილი ვარიანტი: ვინილის ან კვარცვინილის ფილები. მათ ტენიანობა, ტემპერატურის ცვლილება არ აშინებთ და ნებისმიერი საფარის მიბაძვა შეუძლიათ, მათ შორის ხის და ბუნებრივი ქვის.

ჭერი

ჭერის მოსაპირკეთებლად პოპულარული გადაწყვეტილებაა: ფირები, გაჭიმული კონსტრუქცია, წყალგამძლე საღებავი, პლასტმასის პანელები, გიფსოკარდონი. ფერი: თეთრი ან ღია. პირველ რიგში, ეს კლასიკაა, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს ერგება, მეორეც, მსგავსი ფერების გამა აივნის ფართობს ვიზუალურად ზრდის.

კედლები

თუ იზოლირებულ ლოჯიას აკეთებთ, კედლისთვის მასალის არჩევანი მნიშვნელოვნად იზრდება. ნებისმიერ ფერში შეგიძლიათ შეღებოთ, შპალერი გააკრათ (ვინილის ან ფლიზელინის გამოგადგებათ), დეკორატიული ბათქაშით გააფორმოთ (კირის ნებისმიერ აივანს უხდება, ხოლო მინერალური და თაბაშირის – იზოლირებულს). ასევე პოპულარულია პვს და მდფ პანელები, შიშველი აგური (თუ ლოფტის სტილში აფორმებთ).ყურადღება მიაქციეთ, რომ მასალის არჩევისას არა მხოლოდ მასალაზე, არამედ მის მიერ შექმნილ ვიზუალურ სურათზე კონცენტრირდეთ. პრიალა ზედაპირები გამორიცხეთ – აივანზე, სადაც კედლების ნაწილი ფანჯრებს უკავია, სინათლის პრობლემა არ შეგაწუხებთ, ხოლო სიჭარბე დისკომფორტს შეგიქმნით. კედლის ფერი ბინის ადგილმდებარეობაზეა დამოკიდებული: თუ ფანჯარა ჩრდილოეთით მდებარეობს, უპირატესობა თბილ მზიან ფერებს მიანიჭეთ, თუ აღმოსავლეთ ან სამხრეთ მხარეს – ცივი და ყრუ ფერები აირჩიეთ, რომ აივანზე სიცხემ არ შეგაწუხოთ.

ნაბიჯი 3: ფანჯრის გაფორმება

თუ ბინა ქვედა სართულზე მდებარეობს ან ფანჯარა მეზობელ სახლს უყურებს, კონფიდენციალობაზე იზრუნეთ. ამ საკითხს სწორად შერჩეული ფარდა გაუმკლავდება. გარდა ამისა, ფარდა არავის მისცემს საშუალებას, რომ თქვენი პირადი სივრცე დაარღვიოს. ფარდა და მისი ალტერნატივები ზედაპირს მზეზე გახუნებისგან დაიცავს და განათების დოზირებას ხელს შეუწყობს, რომ კომფორტულად იმუშაოთ ან დაისვენოთ.გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:

  • ნახევრად გამჭვირვალე ტიული – უნივერსალური ვარიანტი, რომელიც ყოველთვის კარგად გამოიყურება. თუ დამატებითი დაცვა გჭირდებათ, რომაული ფარდა და ერთფერიანი პორტიერი კომბინაციაში გამოიყენეთ.
  • ჟალუზი და რულონის ფარდა ლოფტის, მინიმალიზმის, ჰაიტექის და სხვა თანამედროვე მიმართულების ინტერიერში იდეალურად ჯდება.
  • ბლაინდი ჟალუზი მზისგან 100% დაგიცავთ, თუ პერიოდულად სინათლის სრულად დაბლოკვა გჭირდებათ, მაგალითად, სადილობის დროს.
  • ფრანგული და ავსტრიული ფარდები კლასიკურ სტილში გაფორმებულ აივანზე გამოგადგებათ.

ნაბიჯი 4: ოთახის ფუნქცია

მინი კაბინეტი

თუ სახლიდან მუშაობთ, სწორად მოწყობილი და იზოლირებული სამუშაო კუთხე გჭირდებათ. სამწუხაროდ, პატარა ბინაში სინათლე დეფიციტურია, მხოლოდ სკამის და მაგიდის დადგმა საკმარისი არაა.მინი კაბინეტი აივანზე მოსახერხებელი ვარიანტია როგორც თქვენთვის, ასევე ოჯახის წევრებისთვის. აქ ნათელი ადგილია, ხელს არავინ შეგიშლით, ყურადღების გაფანტვის გარეშე მშვიდად მუშაობას შეძლებთ. შესვენების დროს შეგიძლიათ ყავა დალიოთ და პეიზაჟით დატკბეთ. ლოჯიას დაგეგმარება ასეთია: ერთ კედელთან სკამი და მაგიდა, მის მოპირდაპირედ – კარადა ან დასასვენებელი ზონა სავარძლით და ყავის მაგიდით.

სასადილო ზონა

თუ აივანი სამზარეულოსთან ან მისაღებ ოთახთან ახლოს მდებარეობს, შეგიძლიათ ბარის დახლი გააკეთოთ ან დასაკეცი მაგიდა და რამდენიმე სკამი დადგათ და სასადილო ზონად გამოიყენოთ. ასეთი მყუდრო კუთხე სასაუზმოდ ან მეგობრებთან ერთად ჩაის დასალევად იდეალურია. საჭმლით და ერთმანეთთან ურთიერთობით სიამოვნების მიღება ყოველთვის სასიამოვნოა, როცა თვალწინ საოცარი ხედი იშლება.

ორანჟერეა

მცენარეები გიყვართ ან ბუნებასთან სიახლოვე გაკლიათ? მაშინ ორანჟერეა მოგეწონებათ. ზამთრის ბაღისთვის უპრეტენზიო მცენარე აირჩიეთ, რომელსაც დაბალი ტემპერატურა და სინათლის დეფიციტი არ აშინებს. მსხვილი სახეობები შეარჩიეთ და ლამაზ დეკორატიულ ქოთნებში ჩარგეთ, რომლებიც აივანს დაამშვენებენ.  მეორე ვარიანტი: ხის სტელაჟი გააკეთეთ და პატარა ქოთნები ჩამოკიდეთ. მყუდრო ინტერიერი ეკოს სტილში გამოვა.

ლაუნჯ ზონა

თუ ბინას საკმარისი სათავსო, სამუშაო კუთხე და ოთახის მცენარეები აქვს, აივანი დასასვენებლად გამოიყენეთ. თანამედროვე ცხოვრების რიტმი იმდენად სწრაფია, რომ ზოგჯერ გაჩერება და მოდუნება გვჭირდება, რომ თავი ნეგატიური ფიქრებისგან გავითავისუფლოთ და სიმშვიდით დავტკბეთ. ლოჯია პანორამული ფანჯრებით და ლამაზი ხედებით ამ მიზნისთვის იდეალურია.მინიმალურად შეგიძლიათ მოაწყოთ. რბილი სავარძელი (კლასიკური, ჩამოკიდებული ან უკარკასო), მაგიდა და მყუდრო რბილი ხალიჩა საკმარისია. თუ აივანზე ბევრი ადგილი გაქვთ, რამდენიმე პუფი, პატარა დივანი, მცენარეების სტელაჟი და წიგნი მოათავსეთ. ლაუნჯ ზონაში მთავარია არა ავეჯი, არამედ დეკორი, უფრო ზუსტად, წვრილმანები, რომლებიც მოდუნებაში ხელს გვიწყობენ. სანთლები, გირლანდები, ნაქსოვი ტექსტილი და ბევრი სხვა ვარიანტი. განათებაზე აუცილებლად დაფიქრდით: მხოლოდ ერთი ზედა სანათი საკმარისი არაა, ამიტომ ბრა რბილი ნათებით სავარძლის ზემოთ დაკიდეთ ან ჭერზე ლედ განათება მოაწყვეთ.