შავ წყლის ვეფხვს კატასავით თამაში უყვარს, ბინას სადღესასწაულოდ გირჩებით ვაფორმებ

„გირჩების გირლანდა – აი, რა მჭირდება!“ – გავიფიქრე, როცა ჩემს მისაღებ ოთახს შევხედე. შემოდგომაზე, აცივებისთანავე ბინის მოწყობის მწვავე სურვილი გვიჩნდება. მსურს, რომ სამსახურიდან დაღლილს სახლში კომფორტული და თბილი ატმოსფერო დამხვდეს. რაც მთავარია, ეს მეუღლემ და შვილებმაც რომ იგრძნოს და სამსახურიდან და სკოლიდან სწაფად დაბრუნების სურვილი გაუჩნდეთ. ეს ბედნიერი ოჯახური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია!სწორედ ამიტომ, მომავალ დასვენების დღეებში ტყეში ბუნების საჩუქრებზე სანადიროდ წასვლას ვაპირებ. Novate გირჩების გირლანდების საოცარ ნაკრებს გთავაზობთ. ყველა მარჯვე ხელოსანმა და ოჯახის კერის დამცველმა ჩაინიშნეთ!

გირჩების გირლანდა – აი, ასეთ გირლანდს სამზარეულოსთვის აუცილებლად გავაკეთებ!

ყუთი გირჩებით, კანაფის ძაფი, სათამაშოების ნაკრები, ხელოვნური ნაძვის ხის ტოტები, 2 საათი მუშაობა და გირლანდა მზადაა. როგორ მოგწონთ შედეგი?

ცოცხალი გირლანდა უფრო ლამაზად გამოიყურება. ფოტოზე ამ ხელნაკეთი აქსესუარის მოცულობის, სილამაზის და სიმდიდრის გადმოცემა რთულია.

როგორც ხედავთ, ყველაფერი ძალიან მარტივია! გირჩები, კანაფის ძაფი და წებო. რა თქმა უნდა, თქვენი ფანტაზია, მის გარეშე როგორ!

აი, ჩემმა დაქალმა ქალიშვილთან ერთად ასეთი ხელნაკეთი გირლანდა გირჩებით გააკეთა.

შემოსასვლელი კარიც რომ დეკორის გარეშე არ დარჩეს!

ასეთი კომპოზიცია მისაღებ ოთახს ან სამზარეულოს იდეალურად დაამშვენებს.

მოდური და გემოვნებიანი, ასეა არაა?

გირლანდა კარზე – კიდევ ერთი მინიმალისტური, მაგრამ ძალიან მოდური ვარიანტი!

შემოქმედებით პროცესში ბავშვები აუცილებლად ჩართეთ. მათ ნამდვილად მოეწონებათ!

ასეთი გირლანდები ბუხრის ზონაზე ძალიან მაგრად გამოიყურება.

სადღესასწაულო გირლანდის მომზადება ბავშვებთან ერთად საინტერესოა. ამის გაკეთება ძალიან მარტივია: თითოეული გირჩის ბოლოს უბრალო ქინძისთავი ბოლოში რგოლით გაუყარეთ ან პატარა ხრახნიანი მარყუჟი ჩაახრახნეთ.ამის შემდეგ უკვე ტექნიკის საქმეა. მორთული გირჩები უბრალოდ მავთულზე ან ტროსზე ჩამოკიდეთ. თუ თითოეული გირჩის პოზიციის დაფიქსირება გსურთ, უბრალოდ გაკვანძეთ ან ცოტა ცხელი წებო წაუსვით.

გირჩები შეგიძლიათ გაათეთროთ და საშობაო და საახალწლო დღესასწაულისთვის გირლანდები გააკეთოთ.

ასეთი სილამაზის სახლში გამოფენის არ შეგრცხვებათ!

ძალიან მალე საახალწლო დღესასწაულისთვის მომზადების ამაღელვებელი დრო იწყება. აქ შემოქმედებით პროცესში თავად უნდა ჩაერთოთ, რომ შვილებს საახალწლო განწყობა და ჯადოქრობა შეუქმნათ.გირჩებით გირლანდის გაკეთება ჯერ კიდევ გასულ წელს დავგეგმე, მაგრამ გირჩები ბალონის საღებავით ძალიან გვიან შევღებე და გაშრობა ვერ მოასწრო. წელს ჩემი იდეა გამახსენდა და განვახორციელე.როგორ მოგწონთ დეკორის იდეა? გააკეთებთ თქვენი სახლისთვის?