20 წელია სახლებს ვაშენებ და ზუსტად ვიცი, რომელი იზოლაცია უზრუნველყოფს ღირსეულ მიკროკლიმატს შენობაში

მშენებელს შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს, რომ საკუთარი ხელით სახლი დათბუნოს. ხარისხიანი თბოიზოლაციის უზრუნველყოფა აუცილებელია. ამ შემთხვევაში საკუთარ სახლში სითბოს დიდი ხნით შეინარჩუნებთ და გათბობაზე გადასახადს უშიშრად მიიღებთ. Novate გიამბობთ, რომელი საიზოლაციო მასალა არის უფრო უნივერსალური და სასარგებლო.

სახლის დათბუნვა საკუთარი ხელით – მარჯვე ოსტატმა სახლის მშენებლობისას შეიძლება სხვადასხვა ვარიანტის იზოლაცია გამოიყენოს. ეს შეიძლება იყოს მინერალური ბამბა, პენოპოლისტიროლი, სპეციალური დამცავი მემბრანი. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ არა მხოლოდ იზოლაციის არსებობა, არამედ ძირითადი მასალა, რითაც შენობა აგებულია. ეს შეიძლება იყოს ხე ან ქვა.

თქვენ შეიძლება ფიქრობდეთ, რომ ქვის სახლი უფრო თბილია. ასეთი მასალა უფრო საიმედო და გამძლეა. არ დაგავიწყდეთ, რომ დათბუნული შენობა ნორმალურ თბორეგულაციას უნდა უზრუნველყოფდეს. როგორ მუშაობს? ზაფხულშიც, როცა დამატებითი დათბუნვა აუცილებელი არაა, სახლში ოპტიმალური ტემპერატურა უნდა იყოს, რომ შემდეგ მის ბინადრებს დღის განმავლობაში ოფლიანობამ არ შეაწუხოთ.

საიზოლაციო მასალის საუკეთესო ვარიანტი – ხელოსანი ირწმუნება, რომ თუ დათბუნვის სიგანეს გადააჭარბებთ, ქვის სახლი შეიძლება ერთგვარი ორთქლის სახლი გახდეს, განსაკუთრებით მცხუნვარე ზაფხულში. მნიშვნელობა არ აქვს, მინერალურ ბამბას თუ პენოპლასტს გამოიყენებთ. დასათბუნი სისტემის დამონტაჟებამდე რეგიონში ზაფხულის და ზამთრის პერიოდში ტემპერატურის მაჩვენებლები დეტალურად შეისწავლეთ.

ასე სახლს საცხოვრებლად უფრო კომფორტულს გახდით. თუ შესაძლებლობა გაქვთ, პროფესიონალს გაესაუბრეთ. ის მიგანიშნებთ, თუ რომელი საიზოლაციო მასალის გამოყენება სჯობს. შესაძლოა, თქვენს შენობას საერთოდ არ მოუხდეს.

სწორი გადაწყვეტილება – ზოგიერთმა შეიძლება იფიქროს, რომ ხის სახლი პატარა ხვრელების გამო შეიძლება სიცივეს ატარებდეს. ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ასეთ სახლში თავი შეიძლება უფრო კომფორტულად იგრძნოთ, ვიდრე ქვის სახლში. თავი რომ დაიზღვიოთ და სახლი სიცივისგან დაიცვათ, შეგიძლიათ სპეციალური ქარ–ჰიდროიზოლაციის მემბრანა გააკრათ. ის საიზოლაციო ფენასა და სახლის გარე მოპირკეთებას შორის ფიქსირდება. ასეთი მიდგომა სახლს ყველა სახის უამინდობისგან იცავს.ექსპერტები გირჩევენ, რომ აქცენტი სახლის სახურავზე გააკეთოთ. აქ, ხარისხიანი თბოიზოლაცია აუცილებელია. ამასთან, სწორ ვენტილაციაზე უნდა იზრუნოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ კონდენსაციის გაჩენამ შეიძლება ხის სახლი გაანადგუროს, იმ შემთხვევაში, თუ სახლის მფლობელი ასეთ პრობლემას უგულებელყოფს.

ხარისხიანი იზოლაცია სახლში საკუთარი ხელით – რომელი ავირჩიოთ? მინერალური ბამბა თუ პენოპოლისტიროლი? ოსტატები ირწმუნებიან, რომ ამ საიზოლაციო მასალებს შორის გიგანტური განსხვავება არ არსებობს. აირჩიეთ იმის მიხედვით, თუ რომელი ტემპერატურა ჭარბობს თქვენს მხარეში და რომელი მასალისგან არის აგებული სახლი. ფინანსური მხარეც არ დაგავიწყდეთ.

როგორ სჯობს სახლის დათბუნვა საკუთარი ხელით? რას ფიქრობთ ამ სიტუაციაზე? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები.