ფრანგული ინტერიერის 10 ხრიკი, რომელიც ხრუშჩოვის პატარა ბინის პრობლემებს მოაგვარებს

საფრანგეთი არის კრუასანები, ეიფელის კოშკი და კიდევ ხიბლი, რომანტიკა და უნაკლო გემოვნება. ალბათ, ამ უკანასკნელის წყალობით, ფრანგები პატარა ბინასაც ხელოვნების ნიმუშად აქცევენ. Novate გიამბობთ, რომელ დიზაინის წესებს იცავენ ამ ქვეყნის მაცხოვრებლები, რომ ინტერიერი პრიალა ჟურნალის ფოტოებს დაამსგავსონ.

წესი 1: კედლები ცარიელი არ დატოვოთ

პარადოქსია, მაგრამ ოთახში სივრცის შეგრძნებას ვერასდროს შეძლებთ, თუ კედლებს ცარიელს დატოვებთ. გაუმართლებელი მინიმალიზმით გარემო მოსაწყენი და უსახური ხდება, ხოლო ინტერიერის მთავარი ამოცანა ინდივიდუალურობა და მფლობელის კარგის გემოვნების წარმოჩენაა.ფრანგებმა ეს იციან, ამიტომ საძინებლის და მისაღები ოთახების კედლებს ხელოვნების ნიმუშებით ან ხელნაკეთი ნივთებით ამშვენებენ. ერთ კომპოზიციად შეკრული სურათები სხვადასხვა ჩარჩოში უბრალო კედელს ცალკე ზონად აქცევს, ხოლო პატარა, დიდი და საშუალო ზომის სარკეების ნაკრები სივრცეს ირეკლავს და ვიზუალურად აფართოებს.

წესი 2: ბუნებრივი მასალების გამოყენება

რა თქმა უნდა, ადამიანების უმეტესობა პატარა ვიწრო ბინაზე არ ოცნებობს, თუმცა ამ შემთხვევაშიც უპირატესობები არსებობს. მაგალითად, მცირე სივრცე შეგიძლიათ მდიდრული ბუნებრივი მასალებით გააფორმოთ. პატარა ფართობის გათვალისწინებით, ძალიან ცოტა მასალა დაგჭირდებათ, ანუ რემონტზე ბევრს არ დახარჯავთ. შემოსასვლელში მასიური ხის იატაკს, სააბაზანოში მარმარილოს ფილებს, სამზარეულოში ქვის ბუხარს ყურადღება მიაქციეთ. აუცილებელი არაა მთელი ბინა ძვირადღირებული მასალებით გააფორმოთ, თუმცა რამდენიმე აქცენტი საჭიროა.

წესი 3: ბევრი თეთრი

ყველამ იცის, რომ პატარა ბინა ვიზუალურად გასაფართოებლად ღია ფერებში უნდა გააფორმოთ. ფრანგები, რომლებიც გიჟდებიან სიმსუბუქეზე, ჰაეროვნებაზე, პანორამულ ფანჯრებსა და ავეჯზე დახვეწილი თხელი ფეხებით, ამ მოსაზრებას მხარს უჭერენ. 10–დან 9 ფრანგის ინტერიერში თეთრ კედლებს შეხვდებით, კიდევ 5–ში – ქათქათა თეთრ ავეჯს. სტერილური ან ცივი ბინის ინტერიერის შექმნა არ აშინებთ, რადგან თეთრის თბილ და რძისფერ ელფერს, რძისფერს იყენებენ. როგორც წესი, მეორე ფრად თბილი კრემისფერი, ღრმა ნაცრისფერი ან ბუნებრივი ყავისფერი გვხდება.

წესი 4: მრავალფეროვანი ტექსტურები

ფრანგები ძალიან ემოციურები არიან და ეს მათ ქცევასა თუ ინტერიერში ჩანს. თვლიან, რომ ყველგან ბევრი გრძნობა უნდა იყოს, ამიტომ ბინას ბევრ ტექსტურას მატებენ. ქვა, მინა, ნაქსოვი ტექსტილი, ლითონის დეტალები – ნეიტრალური მოპირკეთების და ავეჯის ფონზე მომგებიანად გამოიყურება. ფრანგები ხის მიმართ განსაკუთრებით მომთხოვნი არიან: დსპ–ს, ლინოლეუმის ავეჯს იშვიათად იხილავთ. ნატურალურ ხის ავეჯს იყენებენ, რომელიც ძალიან თბილად, მყუდროდ და მომგებიანად გამოიყურება.

წესი 5: მუქი ფერებით ზონირება

პარიზულ ბინებში ზონირება კედელში ჩაღრმავებს სახით შეგიძლიათ ნახოთ. ეს შეიძლება იყოს ბუხარი ან თარო, რომელიც ნიშაში გადის. ინტერიერს სიღრმე რომ მიანიჭონ და ვიზუალურად სივრცე გააფართოვონ, ფრანგები ამ ადგილს მუქ ფერში (შინდისფერი, ზურმუხტისფერი, გაჯერებული ლურჯი) ღებავენ. ოთახში სხვადასხვა ფერის გამოყენებით ზონების დაყოფა შეგიძლიათ. ეს ვარიანტი შესანიშნავი გამოსავალია, თუ ოთახი პატარაა და ავეჯის და სხვადასხვა ტიხრის გამოყენებით დაყოფა შეუძლებელია. მუქი ფერი მინი კაბინეტის, ტელევიზორის ზონის და ა.შ. გამოსაყოფად ხშირად გამოიყენება.

წესი 6: მაქსიმალური განათება

სივრცე ვიზუალურად შეგიძლიათ გააფორმოთ არა მხოლოდ ღია ფერის მოპირკეთებით, ტექსტილით და ავეჯით, არამედ სინათლის ხარჯზე. პანორამული ფანჯრები, სხვადასხვა სანათები, როგორც კედლის, იატაკის, ასევე ჭერის, სინათლის ამრეკლავი სარკე – ეს ყველაფერი ნამდვილ საოცრებას ახდენს და ბინას წარმოუდგენლად ცვლის.ფრანგული სტუდიოს გაფორმების ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ვარიანტი: ნეიტრალური ფერის კედლები, რომელზეც სარკეებია განლაგებული. ისინი ფანჯრის მოპირდაპირედ უნდა მდებარეობდეს, რომ მზის სხივები აირეკლოს. მსგავსი კომბინაცია სივრცეს მსუბუქს, ჰაეროვანს და ნათელს ხდის.

წესი 7: მრგვალი და ოვალური მაგიდები

ინტერიერში მინიმალიზმის, ლაკონურობის და ბუნებრიობის მოდას მარტივი ფორმები და რბილი ხაზები მოჰყვა. სწორედ ამიტომ, მართკუთხა და კვადრატული მაგიდა ისეთი მოთხოვნადი არაა, როგორც ადრე. ფრანგებმა ამის შესახებ იციან და ამიტომ სასადილო ზონაში მრგვალ ან ოვალურ მოდელებს უპირატესობას ანიჭებენ. მათ რამდენიმე უპირატესობა აქვთ: პირველ რიგში, ასეთი მაგიდა ნაკლებ ადგილს იკავებს, მეორეც საყოფაცხოვრებო დაზიანებას ხელს უშლის – პატარა ბინაში, სადაც მოსაბრუნებელი ადგილი არაა, ადამიანი ბასრ კუთხეებს ხშირად ედება. სხვათა შორის, მრგვალ მაგიდაზე ასეთი კუთხეების არ ქონას კიდევ ორი უპირატესობა აქვს: ავეჯი ბინის ნებისმიერ კუთხეში შეგიძლიათ დადგათ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში რამდენიმე დამატებითი სკამი მიადგათ, რომ სტუმრები კომფორტულად მოთავსდნენ.

წესი 8: ერთიანი იატაკის საფარი

თანამედროვე დიზაინერები ხშირად გვირჩევენ, რომ ოთახის საჭიროებიდან გამომდინარე იატაკის სხვადასხვა საფარი გამოვიყენოთ. მაგალითად, დერეფანსა და სააბაზანო ოთახებში ფილები უფრო პრაქტიკულია, ხოლო საძინებელსა და მისაღებ ოთახებში ლამინატი. გარდა ამისა, იატაკის საფარით ოთახების ორ ზონად დაყოფა შეიძლება, რაც სამზარეულო–მისაღებში განსაკუთრებით აქტუალურია.ფრანგებს განსხვავებული მოსაზრება აქვთ. თვლიან, რომ ინტერიერში ჰარმონია მხოლოდ სივრცის უწყვეტობით მიიღწევა. თუ პატარა ბინაში თითოეულ ოთახს თავისი იატაკის საფარი ექნება, სივრცე ვიზუალურად შემცირდება (განსაკუთრებით, თუ კარებს არ იყენებთ). აი, ერთნაირი იატაკი მთლიანობას ქმნის და ამით სივრცეს აფართოებს.

წესი 9: ჩაშენებული სათავსო

სტუდიოს ბინის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა ნივთებისთვის შესაფერისი სათავსოს პოვნაა. კარგია, თუ საკუჭნაო ან აივანი გაქვთ, რომელიც გარდერობად შეგიძლიათ გადააკეთოთ. თუ არ გაქვთ, სხვა ვარიანტების მოძებნა გიწევთ. მაგალითად, მთელ კედელზე ჩაშენებული კარადა შეუკვეთეთ, რომელიც კედლის ფერს დაემთხვევა და ზედაპირში ჩაიძირება. დივანში ან საწოლში ჩაშენებული ყუთები, კედელზე მიმაგრებული თაროები ნივთების შესანახად შეგიძლიათ გამოიყენოთ – ასე მინიმალური უწესრიგობით მეტ ფუნქციონირებას მიიღებთ. მთავარი ამოცანა – ნივთების დამალვა და დიზანის მთლიანობის შენარჩუნებაა, რომ ქაოსი არ შეიქმნას.

წესი 10: მრავალფუნქციური ავეჯი

კარგია, როცა ავეჯი ორმაგ, ზოგჯერ სამმაგ ფუნქციას ასრულებს. მაგალითად, ბარის დახლი სამზარეულოში შეგიძლიათ სამუშაო ზედაპირად, სასადილო ზონად და ნივთების შესანახად გამოიყენოთ, თუ კარადა/ყუთებით აღჭურვილია. ასაკეცი დივანი საწოლის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ასე სხვა ნივთებისთვის ადგილს გაათავისუფლებთ და ა.შ.