მშობლებმა გამოგვლანძღეს, როცა ნახეს, რომ სამზარეულო და მისაღები გავაერთიანეთ

თანამედროვე საცხოვრებელი ძალიან განსხვავდება იმ ბინებისგან, რომლებშიც ჩვენი მშობლები ცხოვრებას მიჩვეულნი არიან. ახალგაზრდებს სახლში კომფორტისა და მყუდროების შესახებ სულ სხვა წარმოდგენა აქვთ. დღეს სამყაროს მინიმალიზმი და ფუნქციონირება იზიდავს. Novate გიამბობთ თანამედროვე ბინების თავისებურებებზე, რომელთა გაგება უფროსს თაობას უჭირს.

თანამედროვე ბინა – თუ ადრე ბინა დიდი კედლის კარადის და ლამბრეკინის ფარდის გარეშე სრულყოფილად არ ითვლებოდა, თანამედროვე ტენდენცია საპირისპიროსკენ მიისწრაფვის. ნაკლები ავეჯი და დეკორი, სივრცის ეკონომია და არანაირი შიში კრეატიული გადაწყვეტილებების წინაშე.

სამზარეულო, როგორც მისაღები ოთახის ნაწილი

მასშტაბური ქეიფი ათასი შესაძლო კერძებით წარსულს ჩაბარდა, როგორც სამზარეულოს ბევრი ჭურჭელი. ახალგაზრდები სწრაფი ტემპით ცხოვრობენ და უპირატესობას უფრო ანიჭებენ სწრაფ წახემსებას, ვიდრე სახლში კერძების მომზადებას. ახლა მზა კერძები და კურიერის მომსახურება მოთხოვნადია. გარდა ამისა, თანამედროვე ბინებში სამზარეულო ხშირად მისაღები ოთახის ნაწილია. აქ, არა მხოლოდ კერძებს ამზადებენ, არამედ სტუმრებს იღებენ.არანაირი სერვანტი ჭურჭლებით, რომელსაც მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე იღებენ. არანაირი ფერადი სუფრის გადასაფარებელი და ნაჭრის სალფეთქი. საკმარისია, რამდენიმე წყვილი თეფში, რამდენიმე ჭიქა და 1 სათადარიგო ნაკრები სტუმრებისთვის. ის, რაც ადრე სიმყუდროვეს ქმნიდა, ახლა უკვე ზედმეტია.

მხოლოდ პრაქტიკული ავეჯი

ღვლარჭნილ დივანს ფსევდო ფუფუნების ელემენტებით თანამედროვე ბინაში ვერ იპოვით. ახლა კომპაქტურ და პრაქტიკულ დივანს სხვადასხვა კონსტრუქციით და მოსახსნელი გადასაფარებლით უპირატესობას ანიჭებენ. დიდი სამკლავურიანი სავარძლის ნაცვლად უკარკასო სავარძელ–ტომარას იყენებენ. უფრო კომფორტული, მობილურია და დიდ ადგილს არ იკავებს.

კომპიუტერი ტელევიზორის ნაცვლად

უფროსი თაობისთვის ტელევიზორი მისაღები ოთახის ცენტრალური ობიექტი იყო. მთელი ოჯახი, სტუმრებიც ეკრანის გარშემო იკრიბებოდა. ახალგაზრდებისთვის კომპიუტერმა ტელევიზორი დიდი ხანია შეცვალა.ტელევიზორს ხშირად იყენებენ ეკრანის შესაერთებლად ან ფასიანი სერვისების საყურებლად, როგორიცაა Netflix, მაგრამ არა სახელმწიფო სატელევიზიო არხების საყურებლად. გარდა ამისა, ნოუთბუქით ან პლანშეტით მთელ ბინაში თავისუფლად შეგიძლიათ გადაადგილდეთ და საყვარელ სერიალს იქ უყუროთ, სადაც გსურთ.

როზეტები

თანამედროვე სახლის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი: ბევრი როზეტი და დამაგრძელებელი. ბევრი რამ დასატენია: სმარტფონები, სმარტ საათები, ნოუთბუქები, ყურსასმენები, უსადენო დამტენი. თუ მშობლებისთვის ერთი დასატენი მოწყობილობა საკმარისი იყო, რომ 3 დღეში ერთხელ ტელეფონი დაეტენათ, ახალგაზრდები დენურ ფილტრებს USB კონექტორით გვერდს ვერ აუვლიან.

ექსპერიმენტები

რთული სათქმელია, რა იქნება ტრენდში 2-3 წლის შემდეგ, მაგრამ ახალგაზრდებისთვის კონსერვატიზმი უცხოა. სახლში ექსპერიმენტები არ აშინებთ. კედლის უჩვეულო ფერში შეღებვა, ფიცრებით საწოლის გაკეთება ან ვინტაჟური ავეჯით ოთახის მოწყობა – თამამი იდეები ახალი ტრენდი გახდა.

მიკროკლიმატი

ბოლო დროს ადამიანები ჯანმრთელობას მეტ ყურადღებას უთმობენ. ეს ახალი ტრენდია. უდავოდ, ტექნოლოგიური პროგრესი მიკროკლიმატის და უსაფრთხოების მონიტორინგში გვეხმარება. ახალგაზრდების ბინაში სულ უფრო ხშირად ჩნდება დამატენიანებელი და ჰაერის გამწმენდი საშუალებები, სპლიტ–სისტემები, ნახშირორჟანგის დეტექტორები.