სანდო ხელოსანმა მირჩია კუტიკარის დაყენება, რომელიც შიგნიდან იღება

კერძო სახლის კუტიკარი ისე უნდა დააფიქსიროთ, რომ აუცილებლად შიგნით იღებოდეს. თუ ადამიანი ქუჩიდან სახლში შემოდის, კარი მისგან უნდა გაიღოს, ხოლო თუ გარეთ გადის, კარი მისკენ უნდა მოწიოს. ასეთ წვრილმანზე შეიძლება არც დაფიქრდეთ, მაგრამ სინამდვილეში სერიოზული საკითხია. ეს არა უბრალო ხრიკი, არამედ აუცილებლობაა და Novate გიამბობთ, რატომ.

კუტიკარი კერძო სახლისთვის – სხვა ტრადიციების და დოგმების მსგავსად, ასეთი წესები სათავეს შორეულ წარსულში იღებს. იქ, სადაც მშენებლობაში პატარა დეტალებსაც აუცილებლად ითვალისწინებდნენ. ეს ყველაფერი ადამიანის ყოველდღიურ რუტინაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა. რა თქმა უნდა, არაპრაქტიკული რამის შექმნა სისულელე იქნებოდა.

კუტიკარს, ასევე კარს და ჭიშკარს გლეხის სამუშაო პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. მაგალითად, როგორ უნდა გააღოთ კარი, როცა ორივე ხელში ბევრი შეშა გიჭირავთ ან როგორ მოვხვდეთ ეზოში, თუ დაკიდული გაქვთ მხარიხე წყლით სავსე ორი ვედროთი? დაფიქრდით, რა ჭკვიანურად მოაწყვეს ყოველდღიურობა წინაპრებმა. კარს მხოლოდ მსუბუქად შეხება სჭირდება, რომ გაიღოს. ხელის დახმარებაც არ გჭირდებათ. ფეხი, მუხლი ან თეძო დაგეხმარებათ.

მოხერხებულობა და პრაქტიკულობა – განსაკუთრებით პოპულარული იყო კარი ან ჭიშკარი, რომელიც ორივე მხრიდან იღებოდა. ასეთი კარი კოვბოის ფილმებში ხშირად გვხდება. როცა მთავარი გმირი რომელიმე სასადილოში შედის, კარი იმწამსვე იღება და გმირი შენობაში უპრობლემოდ შედის. უარყოფითი პერსონაჟები ასეთ კარს ფეხით აღებდნენ, თან ისე, რომ შემდეგ ინერციის გამო დიდხანს ირწეოდა.ასეთ კარს ბევრი სახელი აქვს, მათ შორისაა პენდელტიური, კარი ქანქარა მექანიზმით, კარი სალონური მექანიზმით და „ბეღურას ფრთები“. ოჯახში ამ კარს სხვა დანიშნულება აქვს, ვიდრე ბოროტმოქმედების პაფოსური მოხვედრა მორიგ გასართობ შენობაში. პრინციპი იგივეა. მაგალითად, ცხვრებს შეუძლიათ ერთიანი ძალით კარი გააღონ, რომ შიგნით მოხვდნენ. მწყემსს ჭიშკრის გასაღებად სირბილი არ უწევს.

პრაქტიკული კუტიკარი კერძო სახლისთვის – რომელი წესები ჭარბობს კერძო სახლისთვის კუტიკარის და კარის დასაყენებლად? სახანძრო უსაფრთხოების ექსპერტები ერთხმად აცხადებენ, რომ სახლში კარი ისე დააყენოთ, რომ თქვენგან მიწოლით იღებოდეს. არასტანდარტულ სიტუაციაში ასე შენობის სწრაფად დატოვებას შეძლებთ. უფრო მეტიც, თუ შენობაში ხალხმრავლობაა, მაშინ ასეთი კარი ერთადერთი ადეკვატური ვარიანტია.ევროპის უმეტეს ნაწილში ცივი, თოვლიანი ზამთარია. დავუშვათ, რომ ნორმაზე 10-ჯერ მეტი თოვლი მოვიდა. რა გავაკეთოთ? ამ სიტუაციაში დაგეხმარებათ კუტიკარი, რომელიც შიგნიდან იღება. ეზოში თოვლის გაწმენდის შემდეგ კუტიკარი შეგიძლიათ გააღოთ. პირიქით რომ ყოფილიყო, ღობეზე გადაძვრომა და დიდ თოვლში ჩავარდნა მოგიწევდათ, შემდეგ კი, თოვლის გაწმენდა.

სხვათა შორის, თუ კუტიკარს მოულოდნელად გარედან გააღებთ, შეიძლება უნებლიეთ გამვლელი ან ველოსიპედისტი დააზიანოთ. დიდი ხარჯის გაწევა მოგიწევთ, თუ ველოსიპედისტი ძალიან გაბრაზებულია. მოკლედ, ორივე მიმართულებით უნდა შეხედოთ.

როგორ მდებარეობს კარი და კუტიკარი თქვენს სახლში? ყურადღებას აქცევდით, როგორ დაგეყენებინათ თუ არა? გაგვიზიარეთ გამოცდილება და ხრიკები, რომელიც შემოსასვლელი კარის, კუტიკარის და ჭიშკრის მონტაჟს ეხება.