ფინელები სახლის კედლებს ამ ხსნარით ფარავენ, რომ ხანძრისგან, მაღალი ტენიანობისა და ობისგან დაიცვან

სტატისტიკის მიხედვით, ფინეთის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ხის სახლებში ან კარკასულ შენობებში ცხოვრობს. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ფინეთში ხანძარი უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ევროპის დანარჩენ ნაწილში. გერმანიაში, სადაც, ძირითადად, შენობებს ქვისგან აშენებენ, ხანძარი უფრო ხშირად ფიქსირდება. საიდუმლო მარტივია. მათ იციან, რით გაჟღინთონ კედლები. ნამდვილად, ფინური წარმოება გვთავაზობს სხვადასხვა ეფექტურ საჟღენთებს, რომლებიც სხვა ქვეყნებშიც გადის, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს: მაღალი ფასი.ფინეთის მოსახლეობის უმეტესობა მდიდარი არაა და ფულს ზოგავენ. ბუნებრივია, საჭირო რაოდენობის ძვირადღირებული ნარევის შეძენა მხოლოდ ერთეულებს შეუძლია. სწორედ ამიტომ, ქვეყნის საზრიანმა მაცხოვრებლებმა ხელნაკეთი საშუალებების გამოყენება და ეფექტური ნარევის მომზადება ისწავლეს. ასე სახლს სითხის, ობის და ცეცხლის ნეგატიური ზემოქმედებისგან იცავენ. Novate გასწავლით, როგორ მოამზადოთ საჟღენთი საშუალება სახლის პირობებში.

საჟღენთის რეცეპტი

ამ უნიკალური ნარევის მომზადება რთული არაა, მით უფრო, რომ ინგრედიენტებს მაღაზიაში იაფად უპრობლემოდ შეიძენთ. დაგჭირდებათ ათლიტრიანი ჭურჭელი და სარევი. გამოგადგებათ მაგალითად, დრელი საცმით, რომელიც თხევადი იატაკისთვის გამოიყენება. ხელითაც შეგიძლიათ აურიოთ, მაგრამ ხანგრძლივი და რთული საქმეა.

ჭურჭელში ცხელი წყალი ჩაასხით. რაც უფრო ცხელია წყალი, ყველა ინგრედიენტი მით უფრო სწრაფად გაიხსნება. წყალში 1,8 კგ სუფრის მარილი გახსენით. დასაშვებია, რომ მითითებულზე ნაკლები რაოდენობა დაუმატოთ, მაგრამ მეტი არა, წინააღმდეგ შემთხვევაში დანარჩენი კომპონენტები ბოლომდე არ გაიხსნება, რაც შედეგის გაუარესებას ნიშნავს.

როგორც კი, მარილი მთლიანად გაიხსნება, 100 გრ ბორის მჟავის ფხვნილი დაუმატეთ. მის შეძენას მებოსტნეების სპეციალურ მაღაზიაში შეძლებთ. თხევადი სააფთიაქო ვარიანტიც გამოგადგებათ, მაგრამ ძალიან ძვირი დაგიჯდებათ. ხსნარს 100 გრ კარბამიდი (სასუქი) დაუმატეთ. მას იმავე მაღაზიაში შეიძენთ.

ორიგინალურ რეცეპტში საღებავად ჟანგმიწას უმატებენ. ჩვენთან მისი ყიდვა პრობლემურია. შემოქმედებით მაღაზიებში მისი ფასი ძალიან მაღალია. 25 კგ ტომარა შედარებით იაფად შეგიძლიათ შეიძინოთ, მაგრამ ამდენი არ სჭირდება. 10 ლ საშუალებაზე მხოლოდ 30 გრამია საჭირო. ამიტომ ნებისმიერი წითელი ფერის საღებავი გამოგადგებათ.

ნარევს კარგად აურიეთ, რომ ნალექი არ დარჩეს. საბოლოოდ, მიღებული ხსნარი გამოყენების ვადას 2–3 წლით გაახანგრძლივებს. 10 ლ საჟღენთი იგივე დაგიჯდებათ, რაც 1 ლ მაღაზიაში ნაყიდი საშუალება.