მეზობელი მინდორში თხუნელას სოროს მიწას აგროვებს და ეზოში მოაქვს. გიამბობთ, რა სარგებელს იღებს ამით

ზოგჯერ ყველაზე ძვირფასი ჩვენს ფეხებთან მდებარეობს, მაგრამ ჯიუტად ვერ ვამჩნევთ. სულ ტყუილად! Novate გიამბობთ, თუ რა სარგებელს იღებს გულმოდგინე მებაღე და მებოსტნე თხუნელას სოროს მიწისგან. გიზიარებთ ჩვენი მკითხველის ისტორიას, რომელიც მეზობლის შესახებ საუბრობს.

ცოტა რამ მეზობლის შესახებ – „მე და ჩემს მეუღლეს ქალაქიდან 15 კმ–ში პატარა აგარაკი გვაქვს. ძირითადად, დასასვენებლად, საპიკნიკედ და აბანოს პროცედურებისთვის ვიყენებთ. ბოსტანს არ ვზრდით, რადგან დრო არ გვაქვს. მხოლოდ მწვანილს და ბოლოკს თუ დავრგავთ. კიდევ რამდენიმე ხილის ხე და კენკრის ბუჩქი გვაქვს – მხოლოდ მათზე ვზრუნავთ და ზამთარში საკუთარ მურაბას მივირთმევთ! ამით ჩვენი მებაღეობა–მებოსტნეობა შემოიფარგლება.მეზობელს ნამდვილად სამაგალითო ბაღი და ძალიან მოსავლიანი ბოსტანი აქვს. უკვე 7 წელია პენსიაზე გასული და აგარაკზე ცხოვრობს. თეთრი შურით გვშურს! ყოველ სეზონზე რჩეულ პომიდორს, კიტრს, წიწაკას და ბადრიჯანს იღებს. ყოველთვის კარტოფილის უხვი მოსავალი აქვს. ვაშლი და მსხალი, არომატული ქლიავი და ნიგვზის ზომა ბალი, მსხვილი, გემრიელი მარწყვი და მოცხარი. ამ ყველაფერს დიდებული ყვავილები ამშვენებს. მოკლედ, აგარაკი კი არა, ნამდვილი სამოთხის კუთხეა! მებოსტნეობის და მებაღეობის შესახებ ბევრი რამ ნამდვილად იცის!“

თხუნელას სოროს შესახებ – „ერთხელ, როცა აგარაკზე მივდიოდი, მინდორთან ახლოს მეზობლის მანქანა დავინახე. თავად მინდორში ურიკით დადიოდა და ტომარაში რაღაცას აგროვებდა. დამაინტერესა, გავჩერდი და გადავწყვიტე მეკითხა, თუ რას ეძებდა. თავიდან ვიფიქრე, რომ სოკოს აგროვებდა, რადგან სეზონია, მაგრამ როცა მისაბმელს მივუახლოვდი, მიწა დავინახე. გავიფიქრე, ნუთუ მიწა აკლია? უფრო ახლოს მივედი და ვკითხე: „მიშა, განძს ეძებ?“ მიპასუხა, რომ „თხუნელას ოქროს“ ეძებს. „როგორ?“ – ვკითხე. მიშამ თამბაქო ამოიღო, მოწია და თავისი ბაღის და ბოსტანის მოსავლიანობის ერთ–ერთი საიდუმლო გამიმხილა. „პირველ რიგში, თხუნელა ეშმაკი მეგობარია. ღარიბ მიწაში არ ცხოვრობს. თუ მიწაში თხუნელა გაჩნდა, გამოდის, რომ ნაყოფიერი და მდიდარი ჰუმუსია“ – დაიწყო მეზობელმა საგანმანათლებლო პროგრამა. „მეორეც, თხუნელა, რომელიც სოროს თხრის, ყველა მწერს და ლარვს ჭამს – მიწა მის შემდეგ სუფთაა. მესამეც, თხუნელა მიწას აფხვიერებს, ხოლო ფხვიერი მიწა ნერგებისთვის იდეალურია. სპეციალურ მიწას არ ვყიდულობ, ფულს ვზოგავ“.

„ამ მიწას ნერგების გასაზრდელად ვიყენებ, მაგრამ არა სუფთა სახით. წინასწარ ვცრი და ტორფს, ქვიშას, ნაცარს, ნახერხს ვურევ – ყოველთვის განსხვავებულად. შემდეგ ხეს და ბუჩქებს წრიულად ვაყრი, 1 ვედრო 1 კვადრატულ მეტრზე, შემდეგ ვბარავ. ასევე კვლებს ცოტას ვუმატებ. დარგვისას კომპოსტში ვამატებ. ზოგადად, ძალიან სასარგებლოა და პრაქტიკულად ყველგან ვამატებ. ბოსტანში გამოყენებამდე ბუნებრივი ფუნგიციდებით, ტრიქოდერმინით ან ფიტოსპორინით, აუცილებლად დეზინფექციას ვუკეთებ. სიგარეტის ნამწვი გადააგდო და საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულა სიტყვებით და ღიმილით: „შენ რაში გჭირდება, ნუთუ პენსიაზე გასვლას აპირებ?“ ალბათ, ბოსტანს პენსიაში გასვლის შემდეგ მივხედავ, მაგრამ უკვე ჩავინიშნე, რომ თხუნელას მიწა ნამდვილად „ოქროა“!