სანტექნიკოსი მომენატრა, ბრტყელმა სიფონმა ყველა პრობლემა მოაგვარა, ახლა არავის გამოძახება არ მიწევს

ბრტყელი სიფონი პატარა ბინისთვის შეიძლება ნამდვილი ხსნა იყოს. მისი ერგონომიული კონსტრუქცია არა მხოლოდ თავად სიფონის, არამედ დამატებითი ტუმბოს ან უჯრის დადგმის საშუალებას იძლევა. კიდევ ბევრი ადგილი დარჩება, ასე რომ ძველი სიფონი თამამად შეცვალეთ. Novate გიამბობთ, რა უპირატესობა აქვს გაუმჯობესებულ სიფონს.

ბრტყელი სიფონი – თანამედროვე სანიაღვრე მექანიზმი, რომელიც სამზარეულოს ნიჟარის ან აბაზანის ქვეშ ყენდება, რამდენიმე კომპონენტს შეიცავს და პლასტმასის მილების საკმაოდ დიდ კონსტრუქციას წარმოადგენს. გულუბრყვილოა ფიქრი, რომ მხოლოდ ერთი პლასტმასის მილი ნიჟარის ქვეშ სიფონია. მოწყობილობა, რომლის გავლით, ჭუჭყიანი წყალი კანალიზაციაში ჩადის, შედგება რამდენიმე ნაწილისგან. ესენია კორპუსი, მილყელი, სარინი, დამცავი მემბრანი, გადამყვანი. რა საჭიროა ნიჟარის ქვეშ ასეთი დიდი მექანიზმის დაყენება? სიფონს ნიჟარიდან არა მხოლოდ ჭუჭყიანი წყალი გააქვს, არამედ სხვადასხვა მექანიკურ მინარევს აკავებს. უფრო მეტიც, სიფონის კონსტრუქცია საკანალიზაციო მილიდან უსიამოვნო სუნს თითქოს „ხურავს“ და სახლში მის გავრცელებას ხელს უშლის.

პანიკაში არ ჩავარდეთ, თუ ნიჟარაში რაღაც პატარა და განსაკუთრებით ძვირფასი ჩავარდა. მაგალითად, ჭურჭლის რეცხვისას შეიძლება თითიდან ოქროს ბეჭედი მოგძვრეთ. რა თქმა უნდა, თანამედროვე ნიჟარა პროდუქტების მცირე ნაწილაკებისგან დასაცავად სხვადასხვა ელემენტს ითვალისწინებს. თუ ბეჭედი ნიჟარაში ჩაგივარდათ, სავარაუდოდ, ძველი სიფონის ძირში აღმოაჩენთ. საკმარისია, კონსტრუქცია დაშალოთ და თქვენი ძვირფასეულობა მოძებნოთ.

ახალი მოწყობილობის ხიბლი – რით განსხვავდება ახალი სიფონი წინამორბედისგან? კონსტრუქციის სპეციფიკური მდგომარეობის გამო გაცილებით მცირე ზომისაა. ძველ ვარიანტში ნიჟარის ქვეშ საკმაოდ გრძელი და მოცულობითი სისტემა გადიოდა, მაგრამ ნიჟარიდან ბრტყელი სიფონის კიდემდე მხოლოდ 10 სმ–ია. შემდეგ მილი გვერდზე გადის, რაც უახლოესი კედლის გასწვრივ დაყენების საშუალებას იძლევა.

ახლა ნიჟარის ქვეშ ბევრი თავისუფალი ადგილი რჩება. შეგიძლიათ დანიშნულებისამებრ გამოიყენოთ. მაგალითად, სარეცხი მანქანა, საყოფაცხოვრებო ქიმიკატების ან ინსტრუმენტების შესანახი უჯრა ან კიდევ ერთი ტუმბო მოათავსეთ. უფრო მეტიც, ასეთი სიფონი არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ აბაზანაშიც გამოიყენება. დასაკიდ ნიჟარასთან და ნაკლებად ღრმა ქვეშასადგამის მქონე საშხაპე კაბინასთან იდეალურია. გაითვალისწინეთ, რომ მილის მსხვილი დაბინძურების ან სხვა დაზიანების შემთხვევაში სიფონთან წვდომა უნდა გქონდეთ. თუ მის ქვეშ მოთავსებული ავეჯის ან ტექნიკის უპრობლემოდ გამოღება შეგიძლიათ, მაშინ საკითხი მოგვარებულია. უპრობლემო წვდომა აუცილებლად უზრუნველყავით, რომ შემდეგ საკუთარი რემონტის დაშლა არ მოგიწიოთ.

როგორ შევარჩიოთ ბრტყელი სიფონი – სამშენებლო მასალების თანამედროვე ბაზარი პლასტმასის, სპილენძის, ბრინჯაოს ან თითბერის ბრტყელ სიფონებს გთავაზობთ. ექსპერტები გირჩევენ, რომ ყურადღება პლასტმასის სიფონზე გაამახვილოთ, რადგან მაქსიმალურად პრაქტიკული, დაბინძურების მიმართ გამძლე და ხელმისაწვდომია. თითბერის, ბრინჯაოს და სპილენძის სიფონები აირჩიეთ, თუ სტილიზებულ სამზარეულოში მის ღიად დატოვებას აპირებთ. ასეთ სიფონებს სპეციალური მოვლა სჭირდებათ.ყურადღება მიაქციეთ შემდეგ პუნქტებს, თუ იდეალური სიფონის არჩევა გსურთ: საგარანტიო პერიოდი, ფერი, მასალა, შემავალი და გამავალი მილის დიამეტრი, დამატებითი მილყელის არსებობა, დანიშნულება, გამტარუნარიანობა. დამატებითი მილყელი აუცილებელია, თუ ახლომახლოს სარეცხი მანქანაა და წყლის ჩასარეცხად ამ მილზე დაკავშირება გჭირდებათ.მწარმოებლები ბრტყელი სიფონის ნებისმიერი გემოვნების, ფერის და ფასის სხვადასხვა ვარიანტს გთავაზობთ. შეძენამდე სპეციალისტთან კონსულტანცია აუცილებლად გაიარეთ. პროფესიონალი მიგანიშნებთ, თუ რომელი სისტემა სჯობს სამზარეულოს ნიჟარისთვის, საშხაპე კაბინისთვის, სააბაზანოს ნიჟარისთვის.

ასე მარტივად შეგიძლიათ სიფონის საინტერესო, მომგებიანი, პრაქტიკული ვარიანტი აირჩიოთ, რომ ძველი „სურნელიანი“ მილები ჩაანაცვლოთ. დაინტერესდით ბრტყელი სიფონით თუ თქვენი სამზარეულო უკვე ამ სისტემით აღჭურვილია? გაგვიზიარეთ მოსაზრებები