სახლის კედლის ფერი: რას ამბობს ადამიანის ხასიათის შესახებ

ნახატებით და ფერებით მრავალი ფსიქოლოგიური ტესტი არსებობს. მათი დახმარებით შეგიძლიათ ამ დროისთვის ადამიანის ფსიქოლოგიური მდგომარეობა განსაზღვროთ. ერთ–ერთი ასეთი ლუშერის ტესტია, რომელიც მე-20 საუკუნეში შეიქმნა. ტესტის არსი იმაშია, რომ ადამიანს სხვადასხვა ფერის რამდენიმე მართკუთხედს აჩვენებენ და სთხოვენ აირჩიოთ სამი ფერი, რომელიც ახლა ყველაზე მეტად მოსწონთ, კლების მიხედვით. ასე შეიძლება გაიგოთ, თუ რა გრძნობებს განიცდის ადამიანი ამ მომენტისთვის. ტანსაცმლის, კერძის, თეფშის, კედლის ფერი ადამიანის შესახებ უფრო ბევრს ამბობს, ვიდრე მას შეუძლია საკუთარ თავზე მოყვეს.

სახლის კედლის ფერი – მფლობელის სახლის კედლის ფერი არა მხოლოდ მის ხასიათს ასახავს, არამედ მას, როგორც პიროვნებას, ახასიათებს. ჩვენ ათასობით ფერს ვარჩევთ, ინფორმაციის 90% თვალით აღვიქვამთ. ადამიანი მრავალ ფერს შორის პირველ რიგში წითელ, ლურჯ ან მწვანე ფერზე რეაგირებს. ალბათ, უკვე იცით, რა გავლენას ახდენს ფერი ფსიქიკაზე. მაგალითად, ფსიქოლოგების აზრით, ლურჯი თეფში მადაზე გავლენას ახდენს. საჭმელი, რომელიც ცისფერ თეფშზე დევს, ნაკლებად მიმზიდველად გამოიყურება, ვიდრე ის, რომელიც წითელ თეფშზე დევს. ამ მიზეზით ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ სამზარეულოს დიზაინს წითელი ელემენტები შემატოთ.რა შეიძლება გაიგოთ ადამიანს მის სახლში მოხვედრისას? პირველ რიგში ინტერიერის დიზაინში არჩეული ფერები თვალს იპყრობს. ზოგი მშვიდ, პასტელურ ფერებს უპირატესობას ანიჭებს, ზოგს კაშკაშა ფერებით სახლის გაფორმება უყვარს.

თეთრი – ეს სუფთა ფურცლის სიმბოლოა. კაშკაშა ელემენტებთან კომბინაციაში მომგებიანად გამოიყურება, თან მფლობელის ხასიათს ასახავს. ადამიანი, რომელიც თეთრ ფერს ირჩევს, სხვასთან ურთიერთობაში იხსნება. ურთიერთობის გარეშე თავს მარტოსულად გრძნობს.

ლურჯი – ლურჯს კაცობრიობის საყვარელ ფერს ტყუილად არ უწოდებენ. ლურჯი გონებას ამშვიდებს, კონცენტრაციას აუმჯობესებს. შემოქმედებითი ადამიანები, ინტელექტუალები და მსახიობები ერთხმად ლურჯ ინტერიერს უპირატესობას ანიჭებენ. ლურჯი ფერის მოყვარულებს აინტერესებთ ყველაფერი: მუსიკა, ფერწერა, ლიტერატურა, მეცნიერება. ასე უფრო საინტერესო თანამოსაუბრე ხდება.

ყვითელი – ეგვიპტელები ყვითელს სიცოცხლის ფრად მიიჩნევდნენ. ყვითელი სიხარულის, სასიცოცხლო ენერგიის და სპონტანურობის სიმბოლოა. ასეთი ადამიანი სხვებზე კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს, მოსმენა და სასარგებლო რჩევების გაზიარება შეუძლია. კეთილგანწყობილი ადამიანი თავის პოზიტიურ ენერგიას სხვებს უზიარებს, მაგრამ ხალხს ხშირად ეუბნება კომპლიმენტებს, რომლებიც ნეგატიურად აღიქმება.

ყავისფერი – ადამიანები, რომელთაც ყავისფერი მოსწონთ, თავად სიმშვიდეა. ბერების მსგავსად, ნებისმიერ უსიამოვნო სიტუაციაში თავშეკავებას ინარჩუნებენ. კომპანიაში ასეთ ადამიანებს მოსაწყენად მიიჩნევენ. ეს არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ სინამდვილეში კარგი მეგობარი და კეთილმოსურნეა.

შავი – სერიოზული, საქმიანი და ელეგანტური ფერი. ადამიანები, რომლებიც შავ ფერს ირჩევენ, ორ კატეგორიად იყოფიან. ზოგი ბრძენი, მიზანდასახულია და საკუთარი თავის ფასი იცის. სხვები – საკუთარ თავს არ აფასებენ, არ იციან, თუ რით გამოირჩევიან სხვებისგან და ყოველთვის საკუთარ თავს სხვადასხვა სფეროში ეძებენ.

ნაცრისფერი – ნაცრისფერი ინტერიერში ნეიტრალურ ფრად მიიჩნევა. ის, ვინც ამ ფერს ირჩევს, ბუნებით მშვიდია. თავდაუჯერებელი, მორცხვი და პასიური ადამიანია. ცხოვრების ბევრ სფეროში თავს არარეალიზებურად გრძნობს.

წითელი – ამბიციური, სხარტი გონების, თავდაჯერებული ადამიანების ფერი. მათ იციან, თუ რა სურთ ცხოვრებისგან და ბედს არასდროს ენდობიან. ურჩევნიათ, რომ ბედი საკუთარი ძალებით სცადონ და ხშირად მიზანს აღწევენ. უკომპრომისო, ნათელი პიროვნება, რომელიც ყოველთვის ყველაფერს განსხვავებულად აკეთებს.

ვარდისფერი – ნაზი პასტელური ფერი სიცოცხლის, მგრძნობიარე ბუნების სიმბოლოა. ასეთი ადამიანები დასახმარებლად მზად არიან. მათ შორის ხშირად მოხალისეები და საზოგადო პირები გვხდება. ვარდისფრის მოყვარულები თავს დაუცველად გრძნობენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ვინმეს უყვარს და ყოველთვის მასზე იზრუნებს.

მწვანე – არასტანდარტული აზროვნების ადამიანები ბინის ინტერიერს მწვანე ფერში აფორმებენ. საყვარელი ფერი ადამიანს წიწაკით ავლენს. მას შეუძლია სპონტანური მოგზაურობა დაგეგმოს. სიურპრიზი–წვეულებები უყვარს.

სახლის კედლის ფერი შეიძლება ერთნაირი არ იყოს, მაგრამ გარკვეული ჩრდილები ყოველთვის ჭარბობს. თქვენს ბინას დააკვირდით. ყველაფერი, რაც გარს გახვევიათ, ასე თუ ისე თქვენზე გავლენას ახდენს და თქვენი პიროვნების ანარეკლია. რომელია თქვენი საყვარელი ფერი?