7 ნივთი, რომელიც სამზარეულოში ნიჟარის ქვეშ არ უნდა შეინახოთ

ნიჟარის ქვეშ უჯრა სამზარეულოს ავეჯში ერთ–ერთი ყველაზე დიდია. მფლობელს ხშირად ცდუნება აქვს, რომ აქ ბევრი სხვადასხვა ნივთი შეინახოს. Novate გიამბობთ, თუ რომელი ნივთების შენახვა არის დაუშვებელი ნიჟარის ქვეშ წყლის გაჟონვის რისკის გამო და რომელი ნივთების შენახვა სჯობს.

აგრესიული ქიმიური საშუალებები

ნიჟარის ქვეშ კარადას დიდი კარი აქვს, ამიტომ მასში ბავშვები და შინაური ცხოველები შეიძლება შეძვრნენ. თუ აქ შეინახავთ მწვავე ნარევებს, როგორიცაა კანალიზაციის, ნიჟარის გამწმენდი, მათეთრებელი, დაუდევარი მოპყრობით შეიძლება სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს. სასურველია, ასეთი აგრესიული ნაერთები უსაფრთხო ადგილას შეინახოთ.

ინსტრუმენტები – ინსტრუმენტები უმეტეს შემთხვევაში ლითონისგან არის დამზადებული, რომელთაც დაჟანგვა ახასიათებთ. თუ წყალი წვეთავს, ინსტრუმენტები დაზიანდება. ბურღი, ქანჩი და ჩაქუჩი სჯობს სპეციალურ ყუთში და მშრალ ადგილას შეინახოთ.

შინაური ცხოველის საკვები – მაღალი ტენიანობის პირობებში საკვები შეიძლება გაფუჭდეს. მშრალი საკვები ობით დაიფარება და გამოსაყენებლად უვარგისი გახდება. გირჩევთ ჰერმენტულ შეფუთვაში, საკუჭნაოს თაროზე შეინახოთ.

ადვილად აალებადი ნივთები – ნიჟარის ქვეშ გამხსნელების, პოლიროლის, საღებავის, საწმენდი საშუალებების შენახვა კატეგორიულად აკრძალულია. მათ შეიძლება ხანძარი გამოიწვიონ. კარადიდან გამოიღეთ ცხიმიანი ჩვრები, რომელთაც დაწვისკენ მიდრეკილება აქვთ. ასე სახიფათო შედეგებს თავიდან აიცილებთ.

უსარგებლო ნივთები – ზოგჯერ სამზარეულოს ნიჟარის ქვეშ ინახავენ ყველაფერს, რაც ხელს უშლით. ნივთებს, რომელთაც იშვიათად იყენებთ, სჯობს გადაარჩიოთ და უსარგებლო გადაყაროთ. ის, რომელიც აუცილებლად გჭირდებათ, სპეციალურ კონტეინერებში შეინახეთ.

ყველაფერი, რისი დასველებაც არ შეიძლება – თუ სანიაღვრე მილიდან წყალი წვეთას დაიწყებს, ქაღალდის სალფეთქი, პირსახოცი დასველდება. ასეთი ნაწარმი სჯობს მშრალ ადგილას შეინახოთ.

ნივთები, რომლებიც სჯობს ნიჟარის ქვეშ შეინახოთ – ბინის მფლობელს ყოველთვის ახლოს უნდა ჰქონდეს შემდეგი ნივთები:

  • წყალგაუმტარი ხალიჩა კარადის ძირში;
  • ნიჟარის საწმენდი საშუალება. ჭურჭლის სარეცხი საშუალება;
  • ინსტრუმენტები ამ სამუშაოს შესასრულებლად. ესენია ჯაგრისი, ღრუბელი, საფხეკი. სასურველია, რომ სპეციალურ დახურულ კონტეინერში შეინახოთ.
  • ცეცხლმაქრები. სჯობს თავი დაიზღვიოთ და ეს ნივთი სამზარეულოში გქონდეთ, სადაც ხანძრის ალბათობა მაღალია.