კოლგოტის გამკვრივება და მაცივრის გამოყენების კიდევ 8 უჩვეულო მეთოდი

აღმოჩნდა, რომ მთელი ეს დრო მაცივარს არ ვაფასებდით. ის არა მხოლოდ პროდუქტებს ინახავს, არამედ რიგ საყოფაცხოვრებო პრობლემებს აგვარებს, დაწყებული რეცხვით და დამთავრებული სუნის განეიტრალებით. Novate გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ მაცივარი არასტანდარტული მეთოდით, რომ ყოველდღიური ყოფა შეიმსუბუქოთ.

მეთოდი 1: ჯინსები გარეცხეთ

უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნამდვილად მოქმედი ხრიკია. საქმე იმაშია, რომ ნივთები ხშირი რეცხვით თავდაპირველ ფერს და ფორმას კარგავს. ეს ჯინსებსაც ეხება. არასდროს იცი, თუ მერამდენე გარეცხვის შემდეგ დაკარგავს ვიწრო ჯინსი მჭიდროდ მორგების ეფექტს. ჯილ გუენზა, ბრენდის Levi’s ქალის ტანსაცმლის ხაზის ვიცე პრეზიდენტი დიზაინის კუთხით, გირჩევთ, რომ ჯინსი ღამით საყინულეში შეინახოთ. თვეში ერთხელ საკმარისია, რომ მოაშოროთ ბაქტერიები, რომლებიც კანის ბუნებრივი აქერცვლის პროცესში ქსოვილზე ხვდება. გაყინვით უსიამოვნო სუნსაც გააქრობთ და თავდაპირველ ფორმას შეინარჩუნებთ, ჯინსი არ გაიწელება.თუ მაცივარში მძაფრი სუნის პროდუქტს ინახავთ, ჯინსი „სუნთქვად“ ტომარაში ჩადეთ. პლასტმასის პარკი არ გამოგადგებათ, რადგან შეიძლება საყინულეს მიეწებოს. ზოგიერთი მწარმოებელი თავის პროდუქციას ტილოს შეფუთვაში ყიდის, რომელიც ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. გაგრილების შემდეგ ტანსაცმლის გაცხელება არ დაგავიწყდეთ, მისი ჩაცმა და ქუჩაში გასვლა არ იჩქაროთ.ამავე მეთოდით ტანსაცმლიდან ოფლის სუნს მოიშორებთ. დამეთანხმეთ, რომ მისი მოშორება ყველა ფხვნილს არ შეუძლია. საყინულე ამ პრობლემას მარტივად გაუმკლავდება. უსიამოვნო სუნის მქონე ტანსაცმელი შეფუთეთ და 10-12 საათით საყინულეში შეინახეთ. როცა ნივთს გამოიღებთ, სისუფთავის სუნს დაუყონებლივ იგრძნობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ტანსაცმელი შეგიძლიათ არ გარეცხოთ.

მეთოდი 2: ყვავილების სინორჩე შეინარჩუნეთ

თუ დღესასწაულის წინა დღეს თაიგული შეიძინეთ და შიშობთ, რომ მეორე დღეს უკვე დაჭკნება, მიმზიდველ გარეგნობას დაკარგავს, მაშინ მაცივარში შეინახეთ. ხრიკი ბევრ ყვავილთან ეფექტურია, განსაკუთრებით ტიტებთან და ქრიზანთემებთან – სიცივეზე კარგად რეაგირებენ. საყინულე, როგორც წინა პუნქტში, არ დაგჭირდებათ. საკმარისია, კოკრები ქაღალდით შეფუთოთ, ხოლო ღეროები – სველი ჩვრით და მაცივარში შეინახოთშენიშვნა: ზოგიერთი ხილი და ბოსტნეული გამოყოფს ნივთიერებას, რომელიც ჭკნობის პროცესს აჩქარებს, ამიტომ თაიგული ცალკე თაროზე შეინახეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყვავილი შეიძლება უფრო სწრაფად დაჭკნეს, ვიდრე მაშინ თუ თავის ვარსკვლავურ საათს ლარნაკში დაელოდებოდა.

მეთოდი 3: ფეხსაცმელს სუნი მოაშორეთ

თუ თქვენს ფეხსაცმელს ან ბოტასს ცუდი სუნი ასდის, სარეცხ მანქანაში გარეცხვა ან ნაგავში ჩაგდება არ იჩქაროთ. უფრო წარმატებული და ნაკლებად ხარჯიანი მეთოდი არსებობს, რომელიც ფეხსაცმლის მოწესრიგებაში დაგეხმარებათ. ფეხსაცმელი პარკში ჩადეთ და საყინულეში შეინახეთ. ასეთი ხრიკი ლაქის ფეხსაცმელზე არ გამოიყენოთ, რადგან დაზიანების რისკი არსებობს.სხვათა შორის, თუ ახალი ფეხსაცმელი შეიძინეთ და სახლში მიხვდით, რომ ცოტა ვიწროა, მაღაზიაში დაბრუნება არ იჩქაროთ. მაცივარში მისი გაწელვა სცადეთ. პატარა პარკი წყლით გაავსეთ, შეკარით და ფეხსაცმლის ცხვირში ჩადეთ. შემდეგ ფეხსაცმელი მთელი ღამით საყინულეში გააჩერეთ, დილით შედეგით ისიამოვნეთ. სქემა მარტივია: წყალი გაიყინება და ფეხსაცმელს ნაზად გაწელავს.

მეთოდი 4: კოლგოტებს სიცოცხლე გაუხანგრძლივეთ

ნეილონის კოლგოტი ყველა გოგოს თავის ტკივილია. ყიდვას ვერ ასწრებთ, რომ უკვე ახლის შეძენაზე ფიქრობთ, რადგან ისრები წარმოუდგენლად სწრაფად ჩნდება. მაცივრის დახმარებით ბოჭკოების გაძლიერებას შეძლებთ და კოლგოტი უფრო გამკვრივდება. შეფუთვიდან ამოიღეთ, წყლით დანამეთ, პარკში ჩადეთ და რამდენიმე საათით საყინულეში შეინახეთ. შემდეგ კოლგოტი გამოიღეთ, გააშრეთ და თამამად ჩაიცვით, მის „სიმყიფეზე“ აღარ იდარდოთ.

მეთოდი 5: პოპკორნის რაოდენობა გაზარდეთ

მიკროტალღურ ღუმელში პოპკორნის მომზადებისას, ალბათ, შეგიმჩნევიათ, რომ ბევრი მარცვალი გაუხსნელი რჩება. ეს გასაკვირი არაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ზოგს მოსამზადებლად რამდენიმე წუთი სჭირდება, ზოგს – 5 წუთზე ნაკლები. პოპკორნი რომ არ დაიწვას, უფრო ადრე იღებთ, შედეგად ხედავთ, რომ მესამედი გადასაყრელია. საბედნიეროდ, არსებობს მეთოდი, რომლითაც „ცარიელის“ რაოდენობას მინიმუმამდე შეამცირებთ. პოპკორნის შეფუთვა მომზადებამდე საყინულეში მოათავსეთ, შემდეგ პირდაპირ მიკროტალღურ ღუმელში გადაიტანეთ, პროდუქტს გალღობის საშუალება არ მისცეთ. ამრიგად, გახსნილი მარცვლების რაოდენობა გაიზრდება. თუ პოპკორნი ვერ დაამთავრეთ, კვლავ მაცივარში შეინახეთ – დაბალ ტემპერატურაზე უფრო დიდხანს არ გაფუჭდება, ვიდრე სასადილო მაგიდაზე.

მეთოდი 6: ჭიქები გააფორმეთ

სტუმრებს ელოდებით და ძალიან გსურთ, რომ კერძების ან სასმელების უჩვეულო გაფორმებით გააოცოთ? საინტერესო ხრიკს გთავაზობთ. დაგჭირდებათ ჭიქა, ლიმონის წვენი და მაცივარი. ყველაფერი მარტივია: ფიალაში ლიმონის წვენი ჩაწურეთ, მასში ჭიქის პირები ჩადეთ, შემდეგ საყინულეში 25-30 წუთით შეინახეთ. საბოლოოდ გაყინულ ჭიქებს მიიღებთ, რომელიც ნახევარი საათი გაძლებს.

მეთოდი 7: მტვრის ტკიპები მოიშორეთ

ეს ხრიკი გამოადგება მათ, ვისაც ალერგია აწუხებს. თეთრეულზე მტვრის ტკიპების არ არსებობაში რომ დარწმუნდეთ, თეთრეული პარკში ჩადეთ და ღამით საყინულეში „სადეზინფექციოდ“ შეინახეთ. ასე მოიქეცით ყოველთვის, როცა საწოლზე თეთრეულის გადაკვრას დააპირებთ.

მეთოდი 8: თვალების ქვეშ ტომრები მოიშორეთ

თვალების ქვეშ ტომრები ყოველთვის უსიამოვნოა. ორმაგად საწყენია, როცა ნებისმიერი რამის გამო შეიძლება გაჩნდეს, დაწყებული  საღამოს ნაჭამი კიტრის მწნილით და დამთავრებული ძილის მოუხერხებელი პოზით. თუ გსურთ, რომ ტომრებმა თქვენი გარეგნობა არ დააუშნოვოს და თანამშრომლებმა მიზეზების გასარკვევად ბევრი კითხვა არ დაგისვან, კოსმეტიკური პრობლემა უბრალო ჩაის კოვზით მოიშორეთ. ჩაის კოვზი 10-15 წუთით საყინულეში შეინახეთ და შემდეგ თვალების ქვეშ დაიდეთ – ტომრები სწრაფად გაქრება, რადგან სიცივე სისხლძარღვების შევიწროებას ხელს უწყობს.

მეთოდი 9: კონვერტი ფრთხილად გახსენით

თუ ლამაზი კონვერტის დაზიანება არ გსურთ ან სხვის წერილს ხსნით, ასეთი „ჯაშუშური“ ხრიკი გამოიყენეთ. კონვერტი პარკში ჩადეთ, რომ არ დაისვაროს, და საყინულეში ზუსტად 2 საათით შეინახეთ. შემდეგ ბასრი დანით გახსენით. სანამ წერილს კითხულობთ, კონვერტი გადნება და თავიდან დალუქვას შეძლებთ ისე, რომ არავის ეჭვიც არ შეეპარება.