მაკრატლის ისტორია: ვინ გამოიგონა პირველად და რისთვის იყენებდნენ

მაკრატელი საყოფაცხოვრებო ნივთია, რომელსაც კაცობრიობა უძველესი დროიდან იყენებს. ცნობილია, რომ პირველი მაკრატელი 3 ათასი წლის წინ გააკეთეს. დღეს მაკრატელს ყველაზე ხშირად თმის შესაჭრელად და ტანსაცმლის გამოსაჭრელად ვიყენებთ, ადრე კი ცხვრის ბეწვის შესაჭრელად გამოიყენებოდა. ადრე მაკრატელს თანამედროვესგან განსხვავებული ფორმა ჰქონდა. ამ ნივთის ისტორია განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.

როგორ გამოიყურებოდა პირველი მოდელები

ყველაზე პირველი მაკრატელი თავისი ფორმით ორპირიან პინცენტს ჰგავს. არქეოლოგების აღმოჩენებს შორის ყველაზე უძველესი ნიმუში ჩვ.წ.აღ–მდე მე-16 საუკუნეს ეკუთვნის.დაახლოებით ჩვ.წ.აღ–მდე მე-8 საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებმა უბრალო ხელოსანმა ორი დანის ლურსმნით შეერთება გადაწყვიტა და მათ სახელურებს მომრგვალებული რგოლის ფორმა მისცა, რომ ხელში მოხერხებულად დაეჭირა. გამოგონება გამოსაყენებლად მისაღები აღმოჩნდა და ხალხში პოპულარული გახდა. მოგვიანებით, მაკრატლის სახელურების გაფორმება და მხატვრულად მოჭედვა დაიწყეს.

ევროპელებმა ამ ნივთის ათვისება ზუსტად მე-10 საუკუნიდან დაიწყეს. ამას არქეოლოგების აღმოჩენები ადასტურებს.

სამწუხაროდ, უცნობია რა ერქვა მოწყობილობის პირველ გამომგონებელს, რომელმაც ორი დანა ლურსმნით გააერთიანა და ბოლოები მოამრგვალა. არადა მისი ჩანაფიქრი დიდი აღმოჩენა გახდა, რომელიც მოგვიანებით საუკუნეების განმავლობაში ბევრი საქმისთვის გამოიყენებოდა (ქსოვილის გაჭრა, ვარცხნილობის შეჭრა და ბევრი სხვა). დღეს მაკრატლით ქაღალდს, ქსოვილს ჭრიან. მანიკურის გასაკეთებლად, ბალახის საჭრელად იყენებენ. სამზარეულოში სამზარეულოს მაკრატელს, მედიცინაში – ქირურგიულს იყენებენ.ამ ნივთს საბოლოო სახე ლეონარდო და ვინჩიმ მისცა. ამ შემოქმედებითი პიროვნების ხელნაწერებში აღმოაჩინეს ინსტრუმენტის ნახაზი, რომელიც თანამედროვე ადამიანებისთვის ნაცნობ მაკრატელს ძალიან ჰგავს.ამით ნივთის სრულქმნა არ დასრულებულა. წლები, ათწლეულები გავიდა. საზოგადოებამ მაკრატლის გამოყენება ცხოვრების სხვადასხვა სფეროსა და საქმიანობაში დაიწყო. მას რკინის და ფოლადისგან ამზადებდნენ. არისტოკრატები ვერცხლის და ოქროს მაკრატელს იყენებდნენ.

გამოსაყენებლად და სილამაზისთვის

აღსანიშნავია ხელოსნების ოსტატობა, რომლებიც ინსტრუმენტს ძალიან უჩვეულო ფორმას აძლევდნენ. მათი გამოგონება ვაზს ჰგავდა ჩამოკიდებული ყურძნის მტევნებით. მაკრატლის დიზაინი შეიძლება უცხო და ორიგინალური ყოფილიყო, მაგრამ მაკრატლის მთავარი დანიშნულება რაღაცის გაჭრა იყო, ამიტომ ასეთი გაფორმებით გამოსაყენებლად მოუხერხებელი ხდებოდა.მაკრატლის დიზაინი აღმოსავლეთ და დასავლეთ ქვეყნებში მუდმივად იხვეწებოდა. აი, ბაზრობაზე გამოჩნდა დახვეწილი ნიმუშები, რომელთაც თხელი კონტურები და მოსახერხებელი ფორმები ჰქონდა. ასეთ ნივთებს ხშირად გრავიურით ან მოზაიკებით აფორმებდნენ. ნიმუშების ესთეტიკური მიმზიდველობა მომხმარებლებს შორის მოთხოვნადი გახდა. მოწყობილობას სხვადასხვა ფორმა ჰქონდა. აჟურული ორნამენტებით გაფორმებული დიდად ფასობდა. ამასთან, მისი ფუნქციური მხარის დანახვაც გრძელდებოდა და ყოველდღიურობაში სასარგებლო ინსტრუმენტად ითვლებოდა.

ლამაზად გაფორმებული მაკრატელი ქალისთვის კარგ საჩუქრად ითვლებოდა. ერთდროულად დახვეწილი და სასარგებლო იყო. მას ტყავის ბუდეში, როგორც დამატებით საჩუქარში, დებდნენ.მოგვიანებით ინგლისში ბალახის საჭრელად სპეციალური მაკრატელი გამოიგონეს, ხოლო ფრანგებმა მაკრატელი ბატის ხორცის საჭრელად გამოიგონეს. გერმანელებმა ფოლადის ანალოგები გამოიგონეს, რომელსაც საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევის დროს იყენებდნენ.

იქნებ, ეგვიპტელები იყვნენ?

აღსანიშნავია, რომ მაკრატლის გამოგონების შესახებ ზემოთ მოცემული ვერსია ერთადერთი არაა. არსებობს მოსაზრება, რომ უკვე ჩვ.წ.აღ.–მდე მე-16 საუკუნეში ძველ ეგვიპტეში ამ ინსტრუმენტს ფართოდ იყენებდნენ. ამას ცარიელ მტკიცებულებად ვერ მივიჩნევთ, რადგან არქეოლოგიური აღმოჩენები არსებობს, რომელიც ამ ვერსიას ადასტურებს. ეგვიპტეში აღმოჩენილია ნივთი, რომელიც მთელი ლითონის ნაჭრისგან არის დამზადებული. აღმოჩენა ჩვ.წ.აღ.–მდე მე-16 საუკუნით თარიღდება.ჩინეთსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მაკრატლის გამოგონების საკუთარი ვერსია არსებობს. რა თქმა უნდა, რთული გამოსაცნობია, ვინ გამოიგონა მაკრატელი პირველად. ერთი რამ დარწმუნებით შეიძლება ითქვას: პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ამ ნივთის აუცილებლობა დიდი ხნის წინ გააცნობიერეს.

დასკვნა

ზოგჯერ დღის განმავლობაში ამ ნივთს ხელში რამდენჯერმე ვიღებთ. ფერადი მუყაოდან ფორმების გამოჭრა, გაზრდილი ფრჩხილის მოჭრა, შუბლზე თმის მოკლედ შეჭრა, ძაფის გადაჭრა, შარვლის დამოკლება – მაკრატლით ბევრი მიზნის მიღწევა შეიძლება. მისი სიმკვეთრის ქვეშ პოზიციებს თმობს სხვადასხვა მასალა: ქაღალდი, ტყავი, მუყაო, სხვადასხვა სისქის ქსოვილი, მუშამბა. თანამედროვე სახლებში გამოიყენება სხვადასხვა სახის მაკრატელი: მინიატურული მანიკური, კულინარიული, ბაღის, სამკერვალო და ა.შ. უდავოდ, ყველა ერთნაირად სასარგებლოა. რაც მთავარია, მაკრატელი ჩვენს ყოფაცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს.