ციცქნა სახლი, სადაც საცხოვრებლად, სამუშაოდ და შინაური ცხოველისთვის ადგილი გამონახეს

ცხოვრების თანამედროვე რიტმი მუშაობის და ცხოვრების ახალი პირობებს გვიყენებს, რომელიც უმეტესობა ჩვენგანისთვის ჩვეული წესების ჩარჩოს სცდება. ითვლება, რომ სამუშაოს გამო ბევრის რამის, ზოგჯერ საცხოვრებლის სტილის მსხვერპლად გაღება გვიწევს. ასე მოხდა ახალზელანდიელი დაქორწინებული წყვილის შემთხვევაში, რომელთა საქმიანობის სფერო მთელ ქვეყანაში მოგზაურობას მოითხოვს. მათთვის ცნობილმა კომპანიამ განსაკუთრებული მობილური სახლი შეიმუშავა.

უკვე დიდი ხანია პატარა სახლი ბორბლებზე მობილობის სიმბოლო გახდა, რომელიც საშუალებას გაძლევთ ქალაქგარეთ, რომელიმე კონკრეტულ ადგილთან მიჯაჭვის გარეშე იცხოვროთ. ასეთ საცხოვრებლებზე მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით პროგრესული კომპანიები, რომლებიც მინი–ბინების დაგეგმვასა და აწყობაზე მუშაობენ, პრაქტიკულ მოდელებს ქმნიან, რომლითაც შეგიძლიათ გზაზე წახვიდეთ და შეზღუდვა არ იგრძნოთ. თანამედროვე ავტოსახლი იმდენად უნიკალურია, რომ საშუალებას გაძლევთ მოგზაურობით ისიამოვნოთ ისე, რომ ყველაზე შორეულ ადგილებში სახლის კომფორტი არ დაკარგოთ.

ახალზელანდიურმა კომპანიამ Tiny Build ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა. კომპანიამ ერთი ოჯახისთვის ინოვაციური პროექტი შეიმუშავა, რომლითაც წყვილის ცხოვრება უფრო უკეთესი და სასიამოვნო გახდა იმის მიუხედავად, რომ მათი საქმიანობა ქვეყანაში მუდმივ მოგზაურობას გულისხმობს. ამჯერად, აქცენტი ავეჯის და საცხოვრებელი ზონის გარდაქმნაზე გააკეთეს, რითაც ძალიან პატარა სივრცე „სახლისგან შორს ლამაზ სახლად“ გადააკეთეს.

ასეთ პატარა სივრცესთან მუშაობისას მთავარი სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ 12-15 მ² ფართობში საძინებლის, მისაღები ოთახის, სამზარეულოს და სააბაზანო ოთახის მოწყობა პრაქტიკულად არარეალურია. და მაინც, ახალ ზელანდიურმა კომპანიამ ისწავლა ისეთი მინიმალისტური სახლების შექმნა, რომ სივრცის რაციონალური გამოყენება მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს. მათი ბოლო პროექტი Te Whare Nukunuku უნიკალურ სისტემას წარმოადგენს, რომლითაც ციცქნა სახლი სამი ერთში ფუნქციით უზრუნველყოფილია.

კონსტრუქციული მახასიათებლები: მინი–ბინა ორღერძიან მისაბმელზეა დამონტაჟებული და ისეთი ზომები აქვს, რომ ბუქსირების ნებართვას არ საჭიროებს (6×2.4×3.5). პატარა ზომების გამო სრულყოფილ საძინებელ ზონაზე უარის თქმა მოუწიათ მისაღები ოთახის სასარგებლოდ, რომელიც კაბინეტის და სასადილოს ფუნქციასაც ასრულებს (დღისით). ცოლ–ქმარს სრულყოფილად დასვენება რომ შეძლებოდათ, ბორბლების, ამწეების, საყრდენების და დამჭერების სისტემა დაინერგა, რომელიც ორადგილიან საწოლს იჭერს და ჭერამდე წევს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში დაბლა უშვებს. ასეთი ტრანსფორმაციით სივრცის შეზღუდვა ან კიბის დამონტაჟება არ დასჭირდათ.ახალი მოდელი გარეგნულად წინა პროექტს ჰგავს და საკმაოდ მოკრძალებულია. ტრადიციულად, შესასვლელი ბლოკის გვერდით მდებარეობს და ორ მინის კარს წარმოადგენს, რაც ფართო შემინვის შესანიშნავი დანამატია. ერთადერთი სიახლე შინაური ცხოველის ფანჯარა გახდა, რომელიც მფლობელებთან ერთად იმოგზაურებს.

Te Whare Nukunuku-ს ვარიანტში საცხოვრებელი ზონა მხოლოდ ერთ სართულზეა განლაგებული, რაც რეალურზე მეტი სივრცის განცდას ქმნის. ინტერიერში მხოლოდ ბუნებრივი მასალებია გამოყენებული. დიდწილად, არყის და ფიჭვის სქელი ფიცრები, რომელიც დაუმუშავებელი დატოვეს, რომ ხის ღია ფერი და დახვეწილი სტრუქტურა შეენარჩუნებინათ. სამზარეულოს ავეჯი გამონაკლისია. თეთრ პრილა ფერში შეღებელი ავეჯი მაღალ ჭერთან და დიდ შემინვასთან ერთად სივრცის ვიზუალურად გაზრდას ხელს უწყობს.

მრავალფუნციური მისაღები ოთახი განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. აქ დაგხვდებათ ჩაშენებული დივანი–საწოლი, რომელიც როგორც დასასვენებლად, საკითხავად, საურთიერთოდ და სამუშაოდ, ასევე ნივთების სათავსოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. დივანი იშლება, ამიტომ საწოლადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. დიდი ადგილი არ აქვს, მაგრამ გამოგადგებათ, თუ მოულოდნელად სტუმრები ღამისგასათევად მოვიდნენ ან ზედმეტი მოძრაობა გეზარებათ.

თუ გჭირდებათ მუშაობა, დასვენება ან ფინჯანი ყავის დალევა, დივნის ძირზე მიმაგრებულია ტრანსფორმერი მაგიდა, მასზე კი ამწევი საწოლი. ეს სასიამოვნო თავისებურება ნიშნავს, რომ დიდი კიბის დასაყენებლად ძვირფასი ადგილის დახარჯვა არ გიწევთ. თუმცა ასეთ გადაწყვეტილებას უხერხულობაც ახლავს, რადგან კონფინდენციალურობა ირღვევა, რომლის მიღწევაც სხვენზე ჩვეულებრივი საძინებლის მოწყობით შესაძლებელი იყო. თუ დაძინება გსურთ, დილითაც შეგიძლიათ წამოწვეთ, მართალია, ჭერში ასვლა მოგიწევთ, რომ რამდენიმე საათით ჩათვლიმოთ.

მისაღები ოთახის გვერდით სამზარეულოა მოთავსებული, რომელიც საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი, როგორც ზეკომპაქტური მოდელის მობილური სახლი. სტანდარტული კომფორტის გარდა, როგორიცაა სრულყოფილი ავეჯი სამუშაო ზედაპირით, დაკიდული კარადა პროდუქტების და დანა–ჩანგლის შესანახად, ონკანი, მაცივარი, ორკომფორიანი გაზქურა (პროპანის ბალონი) და მიკროტალღური ღუმელი, აქვე მდებარეობს ჭურჭლის სარეცხი მანქანა და ასაკეცი სასადილო მაგიდა ორ კაცზე.

სამზარეულოს გვერდით იზოლირებული სააბაზანო ოთახი მდებარეობს პატარა საშხაპე კაბინით, ნიჟარა–ტუმბოთი და დიდი გამაცხელებელი სარკით, ბიოტუალეტით და კარადით. ამასთან, აბაზანის გვერდით ღრმა ნიშაა დამატებითი სათავსოს სახით, სადაც ბევრი ნივთი შეგიძლიათ შეინახოთ, თუ სწორად გადაანაწილებთ და ლამაზად შეალაგებთ.

Novate–ს ინფორმაციით, ციცქნა სახლი აღჭურვილია როგორც ავტონომიური სისტემებით (მზის პანელები, კონვერტორი, ბატარეა, საკვები წყლის და საკანალიზაციო ნარჩენების ავზი), ასევე სტანდარული RV სტილის კვების კავშირით. მწარმოებელი გპირდებათ, რომ სრულად აღჭურვილ სახლს ავეჯით, სანტექნიკის მოწყობილობებით და „ჭკვიანი“ სისტემებით ჩაგაბარებთ. ამ მომენტისთვის ახალი მოდელის ღირებულებას არ ასახელებენ.