ამ ნატურალური ხსნარით ნებისმიერი კალამი გაფესვიანდება

Novate გთავაზობთ ძალიან კარგ და ბუნებრივ ხსნარს, რომლის მომზადებას სახლის პირობებში მარტივად შეძლებთ. ეს ინგრედიენტი თითქმის ყველას სახლში აქვს.თაფლი ძალიან ბევრს გვიყვარს. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან გემრიელია, არამედ იმიტომ, რომ სასარგებლო და ნატურალური პროდუქტია. ბუნებრივია, თაფლი ხარისხიანი უნდა იყოს. თაფლის ხარისხის შესამოწმებლად ბევრი მეთოდი არსებობს. გირჩევთ, თაფლი გამოცდილ გამყიდველთან შეიძინოთ.ბევრს ეჭვიც არ ეპარება, რომ თაფლი მცენარეებისთვისაც სასარგებლოა. მასში იმდენი ელემენტია, რომ ნამდვილად უნივერსალურ საშუალებად ითვლება. მაგალითად, მასში შეგიძლიათ დარგვამდე თესლიც ჩაალბოთ. საკმარისია, თაფლში 2 საათით გააჩეროთ, შემდეგ იმწამსვე დარგოთ. ასევე ანტისეპტიკია, რომელიც ბაქტერიებს ანადგურებს.თაფლი კალმების გასაფესვიანებლად შეუცვლელია. საკმარისია, თაფლის ხსნარში კალმები დაახლოებით 3-4 დღე გააჩეროთ, შემდეგ დარგოთ. ასეთი ხსნარი ოთახის მცენარეებისთვის გამოგადგებათ, როგორც მათ გასაფესვიანებლად, ასევე გამოსაკვებად. ყვავილები გასაფესვიანებლად ხსნარში მინიმუმ 7-8 საათით უნდა გააჩეროთ. შემდეგ სჯობს უბრალო წყალში გადაიტანოთ და გაფესვიანებამდე მასში გააჩეროთ.

ჩვეულებრივი წყლით მორწყვიდან 2-3 საათის შემდეგ შეგიძლიათ თაფლის ხსნარით გამოკვებოთ. გახსოვდეთ, რომ თაფლი ზოგიერთ მწერს და მავნებელს იზიდავს. ეს გახსოვდეთ. ხსნარის მოსამზადებლად 1 ლ წყალზე 1 ს/კ ბუნებრივი პროდუქტი დაგჭირდებათ. გირჩევთ, ეს საშუალება გამოსცადოთ.